უაკ 624.131
ISBN 978-9941-28-217-1
44 გვერდი
დამტკიცების თარიღი 29.06.2018
დამხმარე სახელმძღვანელოში - „მეთოდიკური მითითება გრუნტების მექანიკის ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად“ მოცემულია გრუნტების მექანიკის ლაბორატორიული სამუშაოებისას გამოყენებული ძირითადი ცნებები, ტერმინები და განმარტებები. განხილულია ცდების მსვლელობის მეთოდიკა და ექსპერიმენტისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები. სახელმძღვანელო დასურათებულია თვალსაჩინოებებით. აქვეა განხილული ამოცანების ამოხსნის ნიმუშები და კითხვები თვითშემოწმებისათვის.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის „მშენებლობის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ პროფესიული სწავლების სტუდენტებმა და მშენებლობის დარგის სპეციალისტებმა.