უაკ 656.2:656.078:479.2
ISBN 978-9941-28-384-0
151 გვერდი
დამტკიცების თარიღი 25.12.2018
მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს სატრანსპორტო სექტორის ევროპულ სატრანსპორტო სისტემებთან ურთიერთთავსებადობისა და ინტერმოდალურობის პრობლემა და მოცემულია კვლევის ანალიზის შედეგები. ჩამოთვლილი და ნაჩვენებია ევროპულ სისტემებთან საქართველოს ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის თავსებადობის, ტექნიკური პარამეტრებისა და ამ კუთხით არსებული გამოწვევების სხვა პრობლემური საკითხები, შემოთავაზებულია პრობლემის გადაჭრის გზები და ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტირების შემდგომი პერსპექტივები. ნაშრომი განკუთვნილია მეცნიერი მუშაკებისთვის, ტრანსპორტის პროფილის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, მონოგრაფია ასევე დიდ დახმარებას გაუწევს დარგის სპეციალისტებს. შესაძლებელია კვლევის შედეგები სალექციო ფორმატში გავაცნოთ შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საექსპერტო წრეებსა და ზოგადად ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს.