უაკ 546.711:669.74
ISBN 978-9941-28-399-4
168 გვერდი
დამტკიცების თარიღი 25.12.2018
მონოგრაფიაში წარმოდგენილი კვლევების შედეგების საფუძველზე დამუშავებულია ჭიათურის მანგანუმის ნედლეულისა და მადნეულის კეთილშობილი ლითონების შემცველი პირიტის კონცენტრატის ერთობლივი ავტოკლავური მჟანგავი გამოტუტვის პრინციპულად ახალი ტექნოლოგიური პროცესი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული მაღალი ღირებულების მქონე სასაქონლო პროდუქცია (მანგანუმის კონცენტრატი, ლითონური სპილენძის კონცენტრატი, რკინის ფხვნილი, ოქრო და ვერცხლი) განაპირობებს აღნიშნული პროცესის მაღალტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ეფექტურობას. ავტორის მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიური პროცესი უზრუნველყოფს ჭიათურისა და მადნეულის ტექნოგენურ საბადოებში არსებული სასარგებლო წიაღისეულისა და ჭიათურის მანგანუმის ღარიბი და რთულად გამდიდრებადი მადნების კომპლექსურ გადამუშავებას.მონოგრაფია ძირითადად განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიური პროცესებისა და გარემოს დაცვის საკითხების სფეროებში მოღვაწე მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისთვის. ნაშრომში წარმოდგენილმა ინფორმაციამ ტექნოგენური საბადოების გადამუშავების პროცესების შესწავლით დაკავებულ სტუდენტებს დიდი სარგებელი შეიძლება მოუტანოს.