უაკ 631.158:658.345
ISBN 978-9941-28-613-1 (PDF)
272 გვერდი
დამტკიცების თარიღი 10.12.2020
სალექციო კურსში განხილულია საწარმოო სივრცეში შრომის პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხო და ღირსეული შრომის გარემოს შექმნის, შრომისა და მისი თანამდევი ურთიერთობის რეგულირებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის არსებობის საჭიროება, მიზანი და რეგულირების სფეროები. განხილულია საწარმოო სივრცეში უკვე არსებული ან მოსალოდნელი საფრთხეების რისკის სიდიდის შეფასების არსი, წესი და მისი აუცილებლობა. საწარმოო სივრცეში შრომის პროცესის მიმდინარეობისას მომხდარი უბედური შემთხვევების კლასიფიკაცია, მისი აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგების არსი, წესი და მისი აუცილებლობა. განხილულია სამუშაო სივრცეში საწარმოო სანიტარიის განმსაზღვრელი ფაქტორები, მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, მათი როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მახასიათებლები და შესაბამისი სანიტარიული ნორმები, მათში დასაქმებულების კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. განხილულია აგრარული სფეროს გარკვეული დარგისათვის უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი მოთხოვნები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის არსი და შინაარსი.
წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, კერძოდ, მემცენარეობის, მარცვლეული კულტურებისა და მევენახეობის აგრეთვე მესაქონლეობის სფეროში, არსებული თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობისას არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, დასაქმებულებზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების გზები, მეთოდები და საშუალებები. მოცემულია, აღნიშნული სამუშაოების ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, გამოყენებული ტექნოლოგიური დანადგარებისა და სხვა ძირითადი თუ დამხმარე წამოების საშუალებებთან უსაფრთხოდ მუშაობის პრინციპები, მეთოდები და ხერხები. განხილულია დანადგარების მწარმოებლების ჩართულობის აუცილებლობა და მნიშვნელობა უსაფრთხო შრომის პროცესების უზრუნველყოფის მიზნით.
გამოცემა გათვალისწინებულია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, „პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის“, აგრეთვე „აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის“ საგანმანათებლო პროგრამაზე მოსწავლე ბაკალავრებისათვის.