უაკ 669.618
ISBN 978-9941-28-635-3 (PDF)
104 გვერდი
დამტკიცების თარიღი 10.12.2020
სალექციო კურსი ,,მეტალურგიული საწარმოები და ეკოლოგია“ შედგება 15 საკითხისაგან. იგი მოიცავს სილაბუსში ასახულ შემდეგ საკითხებს: გარემოსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ ეკოლოგიურ პრობლემებს; გარემოს დაბინძურების მიზეზებს; მეტალურგიული საწარმოების ზეგავლენას გარემოზე; მეტალურგიული საწარმოების გავლენას ატმოსფეროზე, მეტალურგიული საწარმოებიდან ჩამდინარე წყლებს, მეტალურგიული საწარმოების მყარ ნარჩენებს; ნარჩენებსა და დაბინძურებას მეტალურგიულ საწარმოებში. ასევე, მეტალურგიული საწარმოებიდან ჩამდინარე წყლების გაწმენდის ხერხებს, ჩამდინარე წყლების განსაზღვრასა და კლასიფიკაციას, მისი გაწმენდის თანამედროვე ხერხებს; ატმოსფერული ჰაერის სანიტარიულ დაცვას.
განხილულია ეკოლოგიურად დამზოგი მეტალურგიის შექმნის ზოგადი პრინციპები და ეკოლოგიურად უსაფრთხო მდგრადი განვითარების კონცეფცია და სხვ. სალექციო კურსში ასახულია მეტალურგიული საწარმოების გავლენა გარემოზე. კერძოდ, ატმოსფეროს დაბინძურება არის მეტალურგიული გიგანტების მოქმედებით წარმოქმნილი ეკოლოგიური პრობლემების მთავარი მიზეზი, გამონაბოლქვი იწვევს ნიადაგის დაბინძურებას, მცენარეულობის განადგურებასა და ტექნოგენურ გაუდაბურებას მსხვილი ქარხნების ირგვლივ.
სალექციო კურსი განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მეტალურგიის საწარმოებში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.