უაკ 739
ISBN 978-9941-28-684-1 (PDF)
208 გვერდი
დამტკიცების თარიღი 10.12.2020
ნაშრომში მოცემულია ლითონთა მხატვრული დამუშავების პროცესების ისტორიული მიმოხილვა. განხილულია ლითონების მხატვრული დამუშავების ხერხების დახასიათება, მხატვრული ნაკეთობების ძირითადი სახეები, შრომის ორგანიზებისა და უსაფრთხოების საკითხები ლითონების მხატვრულ დამუშავებაში, მოსამზადებელი პროცესები, კაზმის მომზადება და ჩამოსხმა, წნეხა და მისი სახეები, ნამზადის მიღება.
ასევე განხილულია სამონტაჟო ოპერაციები: ჭედურობა-ჭედური ნაკეთობის დამზა-დების ტექნოლოგია; ფილიგრანული ნაკეთობის დამზადების ტექნოლოგიური პროცესები; მხატვრული ელემენტების დამზადების იარაღებით სარგებლობის ხერხები; მხატვრული მინანქარი - მხატვრული მინანქრის ტექნოლოგიური ოპერაციების თანამიმდევრობა; გრავირება - ლითონზე კვეთის წესები, გრავირებული ნაკეთობის მოსევადების ხერხები; გალვანოსტეგია - ელექტროლიტური დანაფარები, მეთოდის დანიშნულება და ტექნოლოგიური ოპერაციების თანმიმდევრობა; ექსპლუატაციის წესები; გალვანოპლასტიკა - მხატვრული ნაკეთობის გალვანური ასლების მიღების მეთოდები, გალვანოპლასტიკისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები; უტილიზაციის წესები; მხატვრული ნაკეთობის ზედაპირის მოპირკეთების ხერხები - მექანიკური დამუშავებით, ქიმიური და ელექტროქიმიური დამუშავებით.
ლექციების კურსი შედგენილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავების დეპარტამენტის უფ. მასწავლებელის - მ. ჯიბაშვილის მიერ.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მასალათმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრებისათვის.