უაკ 620.16
ISBN 978-9941-520-05-1
408 გვერდი
დამტკიცების თარიღი 25.12.2024
სახელმძღვანელოში განხილულია ე.წ. მაღალი ტექნოლოგიების აღქმა თანამედროვე ეტაპზე, რაც გულისხმობს საზოგადოდ ინტეგრირებულ ტექნოლოგიებს, რომელიც ეფუძნება ისეთი დარგებისა და მეცნიერების უახლეს შედეგებსა და მიღწევებს, როგორიცაა მყარი ტანის ფიზიკა, ქიმია, მასალათმცოდნეობა, ინფორმატიკა, ტექნიკა და სხვა. მოცემულია ნაკეთობის მიღება-დამზადების სრულიად განსხვავებული იდეოლოგიაში იგულისხმება 3D CAD სახიდან გადასვლა უშუალოდ ნაკეთობაზე ტექნოლოგიური სისტემის _ ჩარხი-სამარჯვი-დეტალი-იარაღი (ჩსდი) _ გარეშე, დასამზადებელი ნაკეთობიდან მასალის მოცილების _ ჭრის გარეშე, პირიქით, მის მიღებას მასალის შრეებად დაშენებით სხვადასხვა პროგრესული მეთოდით.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე სამანქანათმშენებლო საწარმოთა სპეციალისტებისათვის.