უაკ 54
ISBN 978-9941-20-435-7
306 გვერდი
დამტკიცების თარიღი 11.10.2013
მონოგრაფია დაწერილია ანალიზური ქიმიის პროგრამის შესაბამისად. მასში განხილულია კატიონთა ნარევების თვისებითი უგოგირდწყალბადო ნახევრადმიკრომეთოდით ანალიზისთვის საჭირო რეაქციები და მეთოდები, რომლებიც დამყარებულია კატიონთა მჟავურ-ფუძოვან კლასიფიკაციაზე. ნაშრომი შედგება სამი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში განხილულია ანალიზური ქიმიის თეორიული საკითხები, წონასწორობის მდგომარეობა პროტოლიზურ, ჟანგვა-აღდგენისა და კომპლექსწარმოქმნის რეაქციებში. მეორე ნაწილში განხილულია კატიონებისა და ანიონების ანალიზური კლასიფიკაცია, გამახვილებულია ყურადღება კატიონთა თვისებითი ანალიზის მჟავურ-ფუძოვან მეთოდზე. მესამე ნაწილში მსჯელობაა ძირითადი ანიონების დამახასიათებელი რეაქციებისა და მათი აღმოჩენის მეთოდიკების შესახებ. მონოგრაფია დიდ დახმარებას გაუწევს ქიმიური, ქიმიურ-ტექნოლოგიური, ფარმაცევტული, მეტალურგიული უმაღლესი და საშუალო-ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებს, ასევე საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიების სპეციალისტებს.