უაკ 625.23./.25
ISBN 978-9941-14-788-3
264 გვერდი
დამტკიცების თარიღი 21.01.2010
მონოგრაფიაში გამოკვლეულია რკინიგზის რეფრიჟერატორული ვაგონის მაცივარი მანქანის კომპრესორის შემსრულებელი გადაცემის მახასიათებელი პარამეტრების დინამიკა. რეალური დინამიკური ფონის მიღების მიზნით შექმნილია გადაცემის დინამიკური მოდელი ღრეჩოებით სამ სახსრულ შეერთებაში. ჩამოყალიბებულია კვლევის ზოგადი თეორიული დებულებანი დამატებით მოძრაობათა განზოგადოებული ძალებისა და კოორდინატების გათვალისწინებით. მიღებულია გადაცემის დამატებით მოძრაობათა დიფერენციალური განტოლებები კინემატიკური, ძალური და განზოგადოებული პარამეტრების ცვლილებების შესაბამისად. ჩატარებულია კვლევის თეორიულ შედეგებზე აგებული პროგრამის მიხედვით მანქანური გაანგარიშებანი და მოცემულია რეკომენდაციები კომპრესორის საიმედო მუშაობის შესახებ ოპტიმალური ღრეჩოსა და დინამიკური დატვირთვების მხედველობაში მიღებით.წიგნი სარგებლობას მოუტანს დოქტორანტებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, ასევე მეცნიერების მუშაკებს, ვინც დაინტერესებულია ვაგონების დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის საკითხებით.