უაკ 389
ISBN 978-9941-20-068-7 (ყველა ნაწილი), 978-9941-20-069-4 (პირველი ნაწილი)
192 გვერდი
დამტკიცების თარიღი 15.12.2011
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მეტროლოგიური უზრუნველყოფის თანამედროვე მდგომარეობა, პრობლემები, სრულყოფის მიმართულებები; პროდუქციის მეტროლოგიური უზრუნველყოფის მეცნიერული, ორგანიზაციული, ნორმატულ-ტექნიკური საფუძვლები; საკითხები ხარისხის ამაღლების შესახებ ISO 9000 სერიის სტანდარტების პოზიციიდან პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის ყველა სტადიაზე ინჟინრებისა და მენეჯერების პრაქტიკულ საქმიანობაში; მოცულობით, რომელიც აუცილებელია პროდუქციის ხარისხის მეტროლოგიური უზრუნველყოფის პრობლემების კვალიფიციური გადაწყვეტისათვის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით. მასალა შეესაბამება მეტროლოგიური უზრუნველყოფისთვის მოქმედი ნორმატული დოკუმენტების მოთხოვნებს და აგრეთვე გაზომვის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდის თანამედროვე ტენდენციებს. განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმართულებაზე „საზომი ტექნიკა, ექსპერტიზა და ხარისხის მენეჯმენტი“. მისი გამოყენება შეიძლება უმაღლესი და საშუალო რგოლის სხვადასხვა საწარმოების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლების სისტემაში, სპეციალისტების მიერ სამრეწველო პროდუქციის ხარისხის მეტროლოგიური უზრუნველყოფის შესაბამისად.