უაკ 621.869
ISBN 978-9941-20-194-3 (ყველა ნაწილი), 978-9941-20-195-0 (პირველი ნაწილი)
216 გვერდი
დამტკიცების თარიღი 18.01.2013
ნაშრომში წარმოდგენილია სასწავლო კურსის „სამშენებლო, საგზაო მანქანები და მოწყობილობების“ ერთი ნაწილი, კერძოდ, სამსხვრევ-სახარისხებელი მანქანები და დანადგარები. განხილულია მათი კონსტრუქციები, მუშაობის პრინციპი და გაანგარიშების საფუძვლები. საცნობარო მონაცემები და გაანგარიშების მაგალითები აქ არ არის მოტანილი, რადგან არსებობს შესაბამისი მეთოდური ლიტერატურა. ნაშრომი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების „ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო, საგზაო, სალიანდაგო მანქანებისა და მოწყობილობების“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის. იგი ასევე გამოადგებათ მაგისტრანტებს და ამ მანქანა-დანადგარების დაპროექტირებისა და ექსპლუატაციის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.