უაკ 62.505
ISBN 978-9941-20-326-8
157 გვერდი
დამტკიცების თარიღი 06.06.2013
განხილულია მართვის თეორიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - სისტემების იდენტიფიკაციის ძირითადი ცნებები და ამოცანები, მოდელების ტიპები და მათი აგების ხერხები, ასევე სისტემების იდენტიფიკაციის სხვა ზოგადი საკითხები. მოყვანილია MATLAB-ის პაკეტის System Identification Toolbox-ის მოკლე დახასიათება. განიხილება გამოყენებული მოდელების ტიპები, შეფასების მეთოდები. წარმოდგენილია 18 ლაბორატორიული ამოცანა მეთოდიკური მითითებებითა და დავალებებით. ამოცანები დაფუძნებულია MATLAB-ის პაკეტის, კერძოდ, System Identification Toolbox-ის გრაფიკული ინტერფეისისა და Simulink პაკეტის გამოყენებაზე. განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრებისათვის, დოქტორანტებისათვის, მეცნიერი მუშაკებისათვის, ინჟინრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან სისტემების იდენტიფიკაციის, მართვისა და მოდელირების საკითხებით.