უაკ 541.24
ISBN 978-9941-20-173-8
72 გვერდი
დამტკიცების თარიღი 09.03.2012
განხილულია ქიმიურ თერმოდინამიკაში გამოყენებული განზომილებათა ერთეულები, მათი ერთიმეორეში გადაყვანის ხერხები, თერმოდინამიკის ძირითადი კანონების დებულებების პრაქტიკული გამოყენება არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებათა დახასიათება-შეფასებაში, მათ შორის ფიზიკურ-ქიმიურ ურთიერთქმედებათა და ამ პროცესთა შედეგად მიღებული პროდუქტების ენერგეტიკის თვალსაზრისით მიღება-პროგნოზირებაში.განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, თუმცა კი იგი მოიცავს ქიმიური თერმოდინამიკის დებულებათა პრაქტიკული გამოყენების ისეთ საკითხებს, რომელთა განხილვით დაკავებულია სტუ-ს სხვა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებიც.