უაკ 72
ISBN 978-9941-20-201-8 (ყველა ნაწილი), 978-9941-20-539-2 (მესამე ნაწილი)
281 გვერდი
დამტკიცების თარიღი 15.12.2014
სახელმძღვანელოში განხილულია დიდმალიანი სახურავების მქონე ნაშენთა ძირითადი ხუროთმოძღვრული ნაწილების თავისებურებანი. მასში დიდი ადგილი აქვს დათმობილი საზოგადოებრივი და სამრეწველო შენობების ხუროთმოძღვრულ ნაწილთა თავისებურებებს, ხოლო სხვა დიდმალიანი ნაშენები წარმოდგენილია როგორც ერთეული ნიმუშები, სადაც ასევე ფართოდ გამოიყენება დიდმალიანი კონსტრუქციები. სხვა, აქამდე გამოცემული სახელმძღვანელოებისაგან გამოირჩევა იმით, რომ აქ დიდმალიანი კონსტრუქციების პერსპექტივებს ეძღვნება სპეციალური თავი, ასევე მასში შეტანილია საქართველოს ხუროთმოძღვართა ნამუშევრები, განსაკუთრებით ხაზგასმულია მთიანი პირობების უპირატესობები ტერიტორიების რაციონალური ათვისების სტრატეგიისათვის. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს არქიტექტურისა და მშენებლობის შემსწავლელებს და, ასევე, ამ დარგებში დასაქმებულ თეორეტიკოსებსა თუ პრაქტიკოსებს.