ნ. ბერიშვილი, ი. კომახიძე

ფირფიტების ანგარიში ტემპერატურულ ზემოქმედებაზე
ეკვივალენტურ ტვირთთა მეთოდით


image-1

უაკ 621.833.6

ISBN 978-9941-14-694-7

154 გვერდი

დამტკიცების თარიღი 02.07.2009


 

განხილულია სხვადასხვა ტემპერატურული ველით გამოწვეული ფირფიტების ღუნვის ამოცანები ეკვივალენტურ ტვირთთა მეთოდით, რაც საშუალებას იძლევა თერმული ამოცანები დაყვანილ იქნეს იზოთერმულ ამოცანებამდე. სხვადასხვა სახის ტემპერატურული ველის შესაბამისად განსაზღვრულია ეკვივალენტურ ტვირთთა სიდიდეები ანუ დადგენილია განივი დატვირთვებისა და კონტურის გასწვრივ მოქმედი განაწილებული მომენტების მნიშვნელობები. ეკვივალენტური ტვირთების მეთოდი საშუალებას იძლევა თერმული ამოცანების ამოხსნისას გამოყენებულ იქნეს არსებული იზოთერმული ამოცანების შესაბამისი ამოხსნები, რაც საგრძნობლად ამარტივებს თერმული ამოცანების შესწავლას.
მოცემულია ეკვივალენტურ დატვირთვათა მეთოდის არსი, მიღებული შედეგების ანალიზი კონკრეტული რიცხვითი მაგალითების ილუსტრირებით და გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და ამ დარგით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის.