გ. სურგულაძე, ი. ბულია
კორპორაციულ Web-აპლიკაციათა ინტეგრაცია
და დაპროექტება

უაკ 004.5
ISBN 978-9941-20-165-3
334 გვერდი
დამტკიცების თარიღი 02.11.2012
განიხილება კორპორაციულ და კორპორაციათაშორის სისტემებში ინფორმაციის გაცვლის თანამედროვე საშუალებები მათი ინტეგრაციის მიზნით. გაანალიზებულია მეთოდები, არქიტექტურა, პრინციპები, მოდელები, რომლებიც აიოლებს ინტეგრაციის საკითხებს, ხდის უფრო ეფექტურს. მათი საშუალებით შესაძლებელია დამოუკიდებელ სისტემებს და აპლიკაციებს შორის მონაცემთა გადაცემა და ტრანსფორმაცია, ბიზნეს-პროცესების მენეჯმენტი და ავტომატიზაცია. კორპორაციებში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის ინტეგრაციის საკითხის გადაწყვეტა შემოთავაზებულია თანამედროვე მეთოდების, კერძოდ სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურის იმპლემენტაციით, რომლის განხორციელებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტექნოლოგია, როგორიცაა: Web-სერვისები, ორგანიზაციის სერვისული არხი (ESB), BPMN/UML, BizTalk, XML, CPN, WPF/XAML და სხვ. აღნიშნული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ინტეგრაციულ სისტემაში ჰიბრიდული აპლიკაციების შექმნას და მათ ურთიერთქმედებას, სხვადასხვა ფორმატის მონაცემთა გაცვლას, სისტემის ფუნქციონირების მდგრადობას, მოქნილობას, მასშტაბირებას.
მონოგრაფია განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) დოქტორანტების, მაგისტრანტების, აგრეთვე Web-ტექნოლოგიების შექმნის საკითხით დაინტერესებული სპეციალისტებისა და მკითხველთათვის.
ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები
- მართვის საინფორმაციო სისტემების დაპროგრამების ჰიბრიდული ტექნოლოგიები და მონაცემთა მენეჯმენტი – გ. ჩოგოვაძე, ა. ფრანგიშვილი, გ. სურგულაძე
- ვიზუალური დაპროგრამება C# 2010 ენის ბაზაზე – გ. სურგულაძე
- პროგრამული აპლიკაციების დეველოპმენტის საფუძვლები – გ. სურგულაძე, მ. ბიტარაშვილი, ხ. ქრისტესიაშვილი
- საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილება (BSI, ITIL, COBIT) – გ. სურგულაძე, ბ. ურუშაძე
- საინფორმაციო სისტემების აგება მულტიმედიური მონაცემთა ბაზებით (ელექტრონული საარჩევნო სისტემის პროექტი) – კ. მეიერ-ვეგენერი, გ. სურგულაძე, გ. ბასილაძე
- პროგრამული სისტემების მენეჯმენტის საფუძვლები – გ. სურგულაძე, ე. თურქია
- საწარმოო რესურსების მენეჯმენტის ბიზნესპროცესების მოდელირება და კვლევა – გ. სურგულაძე, ხ. ქრისტესიაშვილი, გ. სურგულაძე