უაკ 553.8
ISBN 978-9941-20-821-8
152 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.12.2016
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოში არსებული სანახელავო ქვების საბადოები და გამოვლინებები. აქ მოცემულია სანახელავო ქვების როგორც დეკორატიული, ისე ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და შეფასებულია გამოყენების პერსპექტივები. ავტორების აზრით საქრთველოში აღნიშნული ფერადი ქვების სიუხვე იმედს იძლევა მათ საფუძველზე ფართოდ განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, მუნიციპალიტეტებში მოეწყოს სათანადო მუზეუმები და განვითარდეს გეოტურიზმი, ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნას პროფესიული სწავლების ბაზა. დამხმარე სახელმძღვანელოში გაანალიზებულია ყველა ის ოპერაცია და დამუშავების მეთოდი, რომელთა გამოყენებით ნედლი ფერადი ქვისგან მიიღება არაერთი სახის საიუველირო-სანახელავო პროდუქცია. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია გეოლოგიური სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მსმენელებისათვის. იგი მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს ამ საკითხებზე მომუშავე დოქტორანტებსა და დამწყებ სპეციალისტებს.