ნ. ჯორჯიკია

საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ისტორიიდან

(XX საუკუნის 40-იანი წლები და 50-იანი წლების დასაწყისი)

image-1

უაკ 93/99

ISBN 978-9941-20-929-1

80 გვერდი

დამტკიცების თარიღი 17.05.2017


 

ნაშრომში განხილულია საქართველოს XX საუკუნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდის 40-იანი წლებისა და 50-იანი წლების დასაწყისის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები, რაც ჯერ მსოფლიო ომის მკაცრი საჭიროებით, შემდეგ კი „ცივი ომის“ დაწყებიდან გამომდინარე გარემოებით იყო განპირობებული.
ახალი საარქივო მასალის გამოყენების საფუძველზე ნაჩვენებია მრავალი დღემდე ნაკლებად ცნობილი მოვლენა და ფაქტი. ნაშრომში გამოთქმული არაერთი ავტორისეული დებულება, კრიტიკული აზრი თუ დასკვნა ახლებურად წარმოაჩენს ეპოქის ისტორიულ ეპიზოდებსა და პროცესებს.
ნაშრომი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები