უაკ 72:616.07
ISBN 978-9941-20-958-1(PDF)
120 გვერდი
დამტკიცების თარიღი 27.12.2016
ნაშრომში პირველად არის მოცემული არქიტექტურული კომპოზიციის სწავლების მეთოდოლოგიის კრიტიკული ანალიზი დინამიკაში, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გამოცდილების მაგალითზე. არქიტექტურის განვითარების ყველა ეტაპზე ჩნდება პრობლემები, რომლებიც მოითხოვს მხატრული ფორმათწარმოქმნის ყველა შესაძლებლობის უფრო ღრმად გააზრებას. ამ ასპექტში არქიტექტურული კომპოზიციის თეორიის სფერო არის დაუსრულებელი კვლევების საგანი. არქიტექტურული პროპედევტიკის ძირეული იდეების განვითარების სივრცე უზარმაზარია. ნაშრომში განხილულია ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა: • მოცულობით-სივრცითი კომპოზიციის კავშირი არქიტექტურულ დაპროექტებასთან, როგორც მეთოდოლოგიური პრობლემა; • არქიტექტურული პროპედევტიკა და კომპიუტერიზაცია; • არქიტექტურული პროპედევტიკის ფსიქო-პედაგოგიური საფუძვლები; • არქიტექტურული პროპედევტიკის განვითარების პერსპექტივები; • არქიტექტურული პროპედევტიკის მნიშვნელობა არქიტექტურული აზროვნების ჩამოყალიბებაში. მონოგრაფია განკუთვნილია არქიტექტურის უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის, პროფესიონალი არქიტექტორებისა და ყველა იმ პირისათვის, ვინც დაინტერესებულია არქიტექტურული კომპოზიციის საკითხებით.