პირველი ქართული წიგნი დაიბეჭდა რომში 1629 წელს. 1705 წელს მეფე არჩილმა მოსკოვის ქართულ სტამბაში დაბეჭდა "ფსალმუნი". პირველი ქართული წიგნი, რომელიც 1709 წელს ვახტანგისეულ სტამბაში დაიბეჭდა, იყო ოთხთავი – პირველი ქართული ნაბეჭდი სახარება. მსოფლიოს ყველაზე მოცულობით წიგნს "კლენკეს ატლასი" ჰქვია. მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია, სიგანე კი - 190 სანტიმეტრი. ყველაზე გრძელი რომანი 17 მილიონ სიტყვას შეიცავს, ის მარკ ლიჩმა დაწერა. არსებობს წიგნის ონლაინვერსიაც. ლევ ტოლსტოი ექვს წელს წერდა რომანს "ომი და მშვიდობა". მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი, რომელსაც ფასი ავტორმა დაადო, ტომას ალექსანდრ ჰარტმენს ეკუთვნის და ეს ფასი 153 მილიონ ევროს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მხოლოდ 13 გვერდს მოიცავს. მისი სახელია "ამოცანა". 1939 წელს ერნესტ ვინსენტ რაიტმა დაწერა 50. 000-სიტყვიანი წიგნი, რომელიც "ე" ასოს არ შეიცავს. ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოებ "საბრალონში" არის ერთი წინადადება, რომელიც 823 სიტყვისგან შედგება. ყველაზე ძვირად ღირებული გახლავთ "სინაის კოდექსის" ხელნაწერი. ეს არის ბიბლიის უძველესი ხელნაწერი, რომელიც რუსეთის იმპერიის კუთვნილება იყო. 1923 წელს ის ბრიტანეთის მთავრობას მიჰყიდეს 510 000 აშშ დოლარად. ერაყში პირველი სტამბა 1829 წელს წარმოშობით ქართველმა მამლუქმა დაუდ-ფაშა გურჯმა (დავით მანველაშვილი) დააარსა. მსოფლიოში პირველ ბეჭდურ მინიატურულ ინკუნაბულად ითვლება იოჰან გუტენბერგის მოწაფის, პეტერ შეფერის მიერ წვრილი, გოთური შრიფტით დაბეჭდილი "მაინცის ფსალმუნი", რომელიც 1468 წლითაა დათარიღებული. მსოფლიოში ყველაზე პატარა მინიწიგნი გამოიცა 1981 წელს იაპონიაში, რომლის ზომა 3,5 მილიმეტრია. მსოფლიოს უძველეს ბიბლიოთეკად 2002 წ. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა იქნა აღიარებული. მსოფლიოს უდიდეს ბიბლიოთეკად აღიარებულია აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა, რომელიც დაარსდა 1800 წელს და მასში 30 მილიონი წიგნია დაცული. დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე პატარა წიგნის ზომებია 0.07 x 0,1 მილიმეტრი. ბეჭდურად "ვეფხისტყაოსანი" პირველად 1712 წ. გამოიცა. 1846 წ. დავით ჩუბინაშვილმა გამოსცა პირველი ქართულ-რუსული ლექსიკონი. სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონზე "სიტყვის კონა" 33 წლის განმავლობაში მუშაობდა. 1918 წ. წმ. ექვთიმე აღმსარებელმა პირველმა დაბეჭდა დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი. ევროპაში პირველი წიგნი 1440 წ. იოჰან გუტენბერგის წყალობით დაიბეჭდა. 1686 წ. მოსკოვში ჩასულმა მეფე არჩილ II-მ პირველი ქართული სტამბა დააარსა, სადაც დაიბეჭდა "დავითნი". 1643 წ. და 1670 წ. მისიონერმა მარიო მაჯიომ ორჯერ გამოსცა "ქართული ენის გრამატიკა", რომელიც აწყობილი იყო როგორც ნუსხური, ისე მხედრული შრიფტით. საქართველოში პირველი ქართული სტამბა დააარსა მეფე ვახტანგ VI-მ 1708 – 1709 წ. თბილისში. 1629 წ. რომში დაიბეჭდა პირველი ქართულ-იტალიური ლექსიკონი. მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი წიგნია კორეული "ჯიკჯი" – 1377 წ. მსოფლიოს უძველესი ჟურნალი 1645 წლისაა. მსოფლიოში ყველაზე გრძელ ავტობიოგრაფიულ წიგნად ითვლება "უინსტონ ჩერჩილის ცხოვრება", რომელიც 22 ტომს ითვლის. ყოველ წუთს მსოფლიოში 50 ბიბლია იყიდება. "dreamt", (dream) – ოცნება, ერთადერთი სიტყვაა ინგლისურ ენაში, რომელიც "mt"-ით ბოლოვდება. ნებისმიერი ქაღალდის 7-ზე მეტ სიმეტრიულ ნაწილად გადაკეცვა შეუძლებელია. გენიალური იტალიელი პოეტი, მწერალი და ავტორი "ღვთაებრივი კომედიისა" დანტე ალიგიერი, ცოდნას "ანგელოზების პურს" უწოდებდა. პირველი ევროპელი "ქართველოლოგი", ცნობილი ფრანგი ორიენტალისტი, მარი ფელისიტე ბროსე (1802–1880 წლები ) გახლდათ. "ბიბლიაში" ფრაზა – "ნუ გეშინია" 365-ჯერ მეორდება. "თქვენ იწყებთ ენის შესწავლას, რომელზეც ღმერთი ლაპარაკობდა". ამ სიტყვებით იწყება ივრითის სახელმძღვანელო. ერთ-ერთ უდიდეს და უძველეს ბრიტანულ ენციკლოპედიაში "Encyclopaedia Britannica"-ში, რომელიც 1768 – 1771 წლებში გამოიცა, ადამიანთა მოდგმა შემდეგ ნაწილებადაა დაყოფილი: ამერიკელები, ევროპელები, აზიელები, აფრიკელები და მონსტრები. გენიალური ქართველი მწერალი და დიდი მამულიშვილი ივანე ჯავახიშვილი, გარკვეული დროის განმავლობაში ნაწარმოებებს შემდეგი ფსევდონიმებით აქვეყნებდა – "თავისუფალი მონა" (პირველი ფსევდონიმი), "დამოუკიდებელი მონა" და "ხელუხლებელი მონა". იაპონურ ენაზე სიტყვა "ქაღალდი", "სიტყვა" ღვთაების ომონიმია. მსოფლიოს უძველეს გაზეთად 1470 წელს კიოლნში გამოცემული გაზეთი მიიჩნევა, რომლის ერთადერთი ეგზემპლარი დღემდეა შემონახული. დიდ ბრიტანეთში "ბიბლიის" გამოცემაზე საავტორო უფლებები გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს ეკუთვნის. პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი არის ჰაგიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები "შუშანიკის წამება" (მე-5 საუკუნე), რომლის ავტორია იაკობ ხუცესი, ცურტაველი. პირველი ქართული წარწერა დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვით 433 წლით და აღმოჩენილია ისრაელში. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ წარწერათა შორის უძველესია ბოლნისის სიონის წარწერა (493 – 494 წწ.). "ვეფხისტყაოსანში" მოხსენიებულია ოცდაცამეტი სახეობის ცხოველი, აქედან თორმეტი შინაურია. სულხან-საბას "სიტყვის კონაში" ვეფხისტყაოსანზე მითითება ახლავს 50-მდე სიტყვას. რემბრანდტს სახლში მხოლოდ ორად ორი წიგნი ჰქონდა – "ბიბლია" და "ანატომიური ატლასი". მსოფლიოს ყველა ანბანის მიხედვით უძველეს ასოდ მიიჩნევა "ო". მსოფლიოში დღემდე არსებულ ყველაზე დიდ ლექსიკონად მიჩნეულია, ძმები გრიმების მიერ შექმნილი "Deutsches Wortetbuch", რომელიც შედგება 34 519 გვერდისაგან და გამოცემულია 33 ტომად. ყველაზე დიდი პოემა "შაჰნამე" იწერებოდა 35 წლის განმავლობაში და შედგება 1.200.000 სტრიქონისაგან. საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა დაარსდა 1846 წელს თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე, როგორც "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის. 1473 წელს ინგლისელმა ტიპოგრაფმა უილიამ კოკსტონმა დაბეჭდა პირველი სარეკლამო განცხადება ბიბლიის დაბეჭდვის შესახებ. პირველი ინტელექტუალური "თავსატეხი", იგივე თანამედროვე "კროსვორდი" შექმნა ინგლისელმა ჟურნალისტმა არტურ უინმა. პირველი "მოზაიკური ასაწყობი თავსატეხი" გამოიგონა და შეადგინა ინგლისელმა პედაგოგმა ჯონ სპილბერგმა 1763 წელს. ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი მსოფლიოში გახლავთ ლეონარდო და ვინჩის "ლესტერის კოდექსი". ყველაზე პატარა ქართული წიგნი ორმილიმეტრიანი ხელნაკეთი ქართული ანბანია. უძველესი, კოპტურ ენაზე დაწერილი პაპირუსი აღმოჩენილია ალექსანდრიის მახლობლად, რომელიც ღვთისმშობლისადმი ცნობილ ლოცვას შეიცავს. ხელნაწერი თარიღდება მესამე საუკუნით. ყველაზე ცნობილი და მარტივი ქართული პალინდრომია "აი ია". ლუი ანრი ფარიგული ლიტერატურის ისტორიაში შესულია როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტექსტის ავტორი. მისი რომანი "კეთილი ნების ადამიანები" 27 ტომისაგან შედგება. დომინიკის თანამეგობრობა ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწაზე, რომლის დროშაზეც ქრისტიანთა წმინდა წიგნი – "ბიბლიაა" გამოსახული. პირველი ქაღალდის დამამზადებელი ქარხანა საფრანგეთში 1350 წელს დაარსდა. ქაღალდის დასამზადებლად სპეციალისტები სულ 9 სახეობის ხეს იყენებენ – ფიჭვს, ნაძვს, ლარიქსს, მურყანს, არყის ხეს, მთრთოლავ ვერხვს, ვერხვს, წიფელსა და სოჭს. პირველი საკრედიტო ბარათი 1950 წელს გამოსცა კომპანიამ სახელწოდებით "Hamilton Kredit Korporacion", საკრედიტო ბარათების იდეა ეკუთვნის ამავე კომპანიის ხელმძღვანელს ფრენკ მაკნამარას. "პერიოდული პრესის" ფუძემდებლად დიდი ინგლისელი მწერალი დენიელ დეფო მიიჩნევა. ძველეგვიპტურ დამწერლობაში 700 - მდე იეროგლიფი იყო. პირველი ქართული გაზეთი გამოიცა 1819 წელს სახელწოდებით "საქართველოს გაზეთი". ყველაზე მოხუცი მწერლები არიან ამერიკელი დები – სარა და ელიზაბეთ დელენები. 1994 წელ გამოსცეს წიგნი. იმ დროს იყვნენ 105 და 103 წლისანი. ლიტერატურათმცოდნეებმა დათვალეს, რომ შექსპირის წიგნებში სიტყვა "სიყვარული" ნახსენებია 2259-ჯერ, მაშინ, როცა "სიძულვილი" – 229-ჯერ. "ყველაფრისმცოდნე" გუგლმა მსოფლიოს მხატვრული, პუბლიცისტური და სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობა დათვალა. აღმოჩნდა, რომ წიგნების საერთო ჯამი 129 864 880 შეადგენს. ყველაზე მძიმე წიგნად მსოფლიოში ითვლება გეოგრაფიული ატლასი, რომელიც ინახება ბრიტანულ მუზეუმში, ლონდონში. ატლასის სიმაღლე ერთ მეტრზე მეტია და 320 კგ-ს იწონის. ინგლისში ქაღალდის ცნობილ მწარმოებელს ვატმანი ერქვა. მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის ბანკნოტი გამოიცა მაროკოში და საფოსტო მარკის ფორმა ჰქონდა. ქართულ პალეოგრაფიას მეცნიერული საფუძველი ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა წიგნით "ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია".