აღმატებითი – აღმატებული

აღმატებითი: გრამატ. აღმატეითი ხარის – ზედსართავის ფორმა, რომელიც აღნიშნავს რაიმე თვისების ყველაზე მაღალ დონეს; აღმატებული: 1. ამაღლებული (ზნეობით აღმატებული: 2 გადატ. წარჩინებული. აღზევებული (აღმატებული პირი; სხვებზე აღმატებული).


 
აგეგმვა – დაგეგმვა

აგეგმვა: ადგილმდებარეობის განსაზღვრა რუკის შესადგენად; დაგეგმა: 1. გეგმის შედგენა;
2. წინასწარ შემუშავებულ ღონისძიებათა პროექტის შედგენა (მუშაობის დაგეგმა).


 
ადრესანტი – ადრესატი

ადრესანტი: წერილის გამგზავნი; ადრესატი: წერილის მიმღები.


 
ადრეული – ადრინდელი

ადრეული (ხილი); ადრინდელი (ამბავი).


 
აეროდრომი – აეროპორტი

აეროდრომი: საგანგებოდ მოწყობილი მოედანი თვითმფრინავების სადგომად და ასაფრენ-დასაფრენად; აეროპორტი: საჰაერო პორტი მგზავრების (აგრეთვე ტვირთისა თუ ფოსტის) მისაღებად და გასაგზავნად.


 
ავალდებულებს – ავალებს – ავალიანებს

ავალდებულე და ავალებს ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ვალად ადებს: „პასუხისმგებლობის შეგრძნება მოთმენასა და გაძლებას გავალდებულე“ (ო. ჭილ.); მშობ­ლე­ბის ამაგი შვილს ბევრ რამეს ავალე, მაგრამ ავალდებულე: იმას სთხოვს, რაც მას არ ევალება; მორალურ წნეხს ადებს; ავალებს: აკისრებს ვინმეს რაიმე (კონკრეტული) საქმის შესრულებას (მასწავლებელი მოსწავლეებს მოთხრობის მოკლე შინაარსის დაწერას ავალე); ავალიანე: ვალში აგდებს (გაზრდილი გადასახადები მოსახლეობას ავალიანე).


 
ავანტიურული – ავანტიურისტული

ავანტიურული: შემთხვევითი სარისკო (ხიფათიანი) საქმიანობა (ხშირად უპერსპექტივო); ავანტიურისტული: ავანტიურისტის შესაფერისი. მისთვის დამახასიათებელი (ავანტიურისტული ქმედება).


 
ავტორიტეტიანი – ავტორიტეტული

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს: კომპეტენტური (ავტორიტეტიანი / ავტორიტეტული მეცნიერი), მაგრამ ავტორიტეტული: სარწმუნო (ავტორიტეტული დასკვნა / სიტყვა). 


 
აიდგამს – ამოიდგამს

აიდგამს (ფეხს / ენას), მაგრამ: ამოიდგამს (ენას).


 
აკრებინებს – აკრეფინებს

აკრეინებს (ხალხს / რიცხვებს); აკრეფინე (მარცვლებს / ხილს...).


 
ამდენი – ამოდენა

ამდენი (რაოდენობა: ამდენი ბავშვი / ყვავილი...); ამოდენა (ზომა: ამოდენა ბიჭი / ბურთი...).


 
ამთელებს – ამრთელებს

ამთელებს: მთელს ხდის; ამრთელეს: კურნავს. არჩენს.


 
ამიტომ, ამის გამო – ამისათვის

ამიტომ, ამის გამო (მიზეზი: ლუკამ გვიან გაიღვიძა. ამიტომ / ამის გამო სკოლაში დააგვიანდა); ამისათვის (მიზანი: გამოცდები რომ უკეთ ჩააბარო, ამისათვის მეტი შრომაა საჭირო).


 
ამოსავალი – ამოსასვლელი

ამოსავალი: საწყისი, დასაწყისი, საყრდენი (ამოსავალი დებულება); ამოსასვლელი [და არა ამოსავალი]: სადაც, საიდანაც უნდა ამოვიდნენ ან ამოდიან: „მახარემ დაინახა მდელოსკენ ამოსასვლელი ბილიკი“ (შ. არაგვ.).


 
ამტყდარი – ატეხილი

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ერთბაშად გაჩენილი. აღძრული. წამოჭრილი: „ყოველი ომი მაშინ არის გასამართლებელი, როცა ქვეყნის დასაცავად არის ამტყდარი“ (გ. წერეთ.), „რომთან ატეხილ ბრძოლაში ტიგრანმა მითრიდატეს წინდაუხედავად დახმარებაზე „უარი უთხრა“ (ი. ჯავახ.); მაგრამ ატეილს სხვა მნიშვნელობებიც აქვს: 1. ხშირი, აყრილი (ითქმის მცენარეებზე): „და შეუპოვრად მოუთამაშებს გარემო თვისსა ტეხილ ჭალებს“ (ნ. ბარათ.); 2. გადატ. ვინც ატყდა; ვინც არავის და არაფერს ერიდება: „სამგლე გოჭივით ატეხი­ლი, ხარბი და აბეზარი კაცი არავის და არაფერს ყურადღებას აღარ აქცევდა“ (ნ. ლომ..; 3. რაც ატყდა (ითქმის საქონელზე); 4. რაც აატეხეს (ატეილი ქვა).


 
ამჩნევს – აჩნევს – აჩენს

ამჩნევს: ხედავს, შენიშნავს (გზას ამჩნევს); აჩნევს: დაატყობს კვალს, დაღს, ნაფეხურებს; აჩენს: 1. ბადებს (შვილს აჩენს); 2. წარმოშობს: „ბოროტნი კაცნი... სამდურავსა და შუღლს აჩენენ“ (ილია); 3. ხილულს ხდის რაიმეს: „ქონებას მალავენ, არ აჩენენ“ (ილია).


 
ამცნობს. აცნობებს – აცნობს

ამცნობს, აცნობებს: აგებინებს, ატყობინებს: „კაჭკაჭმა შორიდანვე ამცნო თავისი მოსვლა ხმაურობით“ (ვაჟა); დადგენილების შესახებ თავმჯდომარე აცნობებს გიორგის; აცნობს: 1. უც­ნობ ვინმეს ნაცნობად ხდის (გიორგი თავის მეგობარს დედას აცნობს); 2. უცნობ ვითარებაში გაარკვევს ვინმეს (სკოლის ახალ დირექტორს კლასის ხელმძღვანელი მოსწავლეთა წარმატებას აცნობს).


 
ანალიზური – ანალიტიკური

ანალიზური (მეთოდი); ანალიტიკური (გეომეტრია).


 
ანტარქტიდა – ანტარქტიკა

ანტარქტიდა: დედამიწის სამხრეთ პოლუსის ირგვლივ მდებარე კონტინენტი; ანტარქტიკა: სამხრეთ-პოლარული მხარე, რომელიც ანტარქტიდასთან ერთად მოიცავს ატლანტის. ინდოეთისა და წყნარ ოკეანეთა სამხრეთ ნაწილს ზოგიერთი ზღვითა და კუნძულით.


 
აპატიებს – აპატივებს

აპატიებს: ჩადენილი დანაშაულისათვის (ცოდვისათვის) არ დასჯის; მიუტევებს, შეუნდობს; აპატივე: პატივს, სასუქს აყრის, ანოყიერებს. აპოხიერებს მიწას.


 
არე – არეალი

არე: 1. მხარე, მიდამო, არემარე; გარკვეული ადგილი, განსაზღვრული სივრცე, რომელზედაც ვრცელდება რაიმეს მოქმედება (თვალთახედვის არე); 2. კიდე (ფურცლის არე); არეალი: დედამიწის ზედაპირის ის ტერიტორია, სადაც გავრცელებულია (მოიპოვება) ამა თუ იმ მცენარის, ცხოველის ან ფრინველის გარკვეული სახეობა (ვაზის... გავრცელების არეალი).


 
არისტოკრატიული – არისტოკრატული

რისტოკრატიული (მმართველობა); არისტოკრატული (მანერები /იერი...).


 
ასაკოვანი – ასაკობრივი

ასაკოვანი (ადამიანი); ასაკობრივი (დაავადებები / ცენზი).


 
ასვამს – ასმევს

ასვამს (დაღს); ასმევს (წყალს).


 
ასიგნაცია – ასიგნება

სიგნაცია: მოძვ. ქაღალდის ფული; ასიგნეა: სპეც. გარკვეული თანხის გამოყოფა რაიმე მიზნისათვის; მიზნობრივი დაფინანსება.


 
ასოციაცია – ასოციირება

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ფსიქ. ისეთი კავშირი წარ­მოდ­გენათა შორის, როდესაც ერთს მეორის გამოწვევა შეუძლია; მიმსგავსება. დაკავშირება, მაგრამ ასოციაციას სხვა მნიშვნელობაც აქვს: ორგანიზაციების ან ადამიანების წებაყოფლობითი კავშირი, გაერთიანება, ამხანაგობა (ადვოკატთა... ასოციაცია).


 
ატრიბუტი – ატრიბუტივი – ატრიბუტიკა

ტრიბუტი: 1. ფილოს. თვისება, რომელშიც საგნის ან მოვლენის არსი ვლინდება (სუბსტანცია და ატრიბუტი); 2. რაიმეს დამახასიათებელი ნიშანი: „ბევრი ლექსის აუცილებელ ატრიბუტად იქცა· „მარტოობა“, „ტანჯვა“... (რ. მიმინ.); ატრიბუტივი: სპეც. თვისების აღმნიშვ­ნელი. განმსაზღვრელი სიტყვა (ზედსართავი სახელი); ატრიბუტიკა: 1. დამახასიათებელ ნიშანთა ერთობლიობა; 2. რაიმე აუცილებელი თანმხლები იარაღი, მოწყობილობა, ჩაცმულობა: „რესპუბლიკების გუნდებს უფლება ეძლევათ საკუთარი ატრიბუტიკითაც გამოვიდნენ ბარსელონაში“ (ქეგლ).


 
აუცილებელი – უცილობელი

აუცილებელი: საჭირო (აუცილებელი საგნები); უცილობელი: გარდაუვალი (უცილობელი გამარჯვება).