პარონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად (ხან საერთო წარმომავლობის ან მსგავსი წარმოების გამო, ხან შემთხვევით, ზოგჯერ სემანტიკური ელფერითაც) ჰგვანან ერთმანეთს, რაც მიზეზი ხდება მათი აღრევისა (ისინი გაუმართლებლად მონაცვლეობენ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში). გთავაზობთ პარონიმებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საყურადღებო უნდა იყოს საგამომცემლო სახლის ავტორებისათვის. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2011 წელს გამოცემული ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონით. მთავარი რედაქტორი - თ. ვაშაკიძე.



 
აწვდენს – აწვდის, აწოდებს

აწვდენს (ხმას / სიტყვას / თვალს; შდრ.: აწვდენს ხელს თარომდე); აწვდის, აწოდე

(ბურთს / ინფორმაციას...).


 
ახალწვეული – წვევამდელი

ახალწვეული: ვინც ახლა გაიწვიეს ჯარში: წვევამდელი: ვისაც ჯარში გაწვევის დრო მოუვიდა.


 
ახლობელი – მახლობელი

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ნათესაური ან მეგობრული ურთი­ერთობით დაკავშირებული; მოკეთე, მოყვარე: „მაშინ აღარ დაზოგავდა, გინდ შორეული ყოფილიყო და გინდ – ახლობელი“ (აკაკი); „სახლში მხოლოდ მახლობლები დარჩნენ“ (ეკ. გაბ.), მაგრამ მახლობელს სხვა მნიშვნელობაც აქვს: ტერიტორიულად ახლოს მყოფი: „პალიასტომის ტბის მახლობელ ტყეებში გაისმოდა ცულების ხათქახუთქი“ (ე. ნინოშ.).

 

 


 
ბალახიანი – ბალახოვანი

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ბალახით დაფარული: „საქონელი ბალახიანს და ტყიანს ადგილს მივუმარჯვეთ“ (ვაჟა); „აურჩევია ნავთსაყუდარად ტყე უღრანი და ბალახოვანი“ (გ. ლეონ.), მაგრამ ბალახოვანი: სპეც. ბალახის გვარისა, ბალახის თვისების მქონე (ბალაანი მცენარეები).


 
ბაღდადი – ბაღდათი

ბაღდადი: ერაყის დედაქალაქი; ბაღდათი: ქალაქი და რაიონული ცენტრი დასავლეთ საქართველოში.


 
ბიუროკრატიული – ბიუროკრატული

ბიუროკრატიული: ბიუროკრატიის შესაფერი, ბიუროკრატიისათვის დამახასიათებელი (ბიურო­კრატია – მმართველობის სისტემა (გარკვეული სახისა), რომელიც ბიუროკრატიულ ფორმალობაზეა დაფუნებული; შდრ.: ბიუროკრატიზმი – საქმისადმი ფორმალური დამოკიდებულება): ბიუროკრა­ტიული აპარატი; ბიურორატული: ბიუროკრატის შესაფერი. ბიუროკრატისთვის დამახასიათებელი; ფორმალური (ბიუროკრატული მიდგომა / ჩვევები); შდრ.: ბიუროკრატები – გადატ. ბობოლა მოხელეები.


 
ბრუნება – ბრუნვა

ბრუნე1: 1. ტრიალი (ცომის ბრუნე); 2. გონს მოყვანა, მოსულიერება; ბრუნვა1: რაიმეს ირგვლივ ან თავის ღერძის გარშემო მოძრაობა (დედამიწის ბრუნ); შდრ.: დროის ბრუნვა – ჟამთა სვლა.


 
ბრუნება2 – ბრუნვა2

ბრუნება2: გრამატ. სახელის ფორმაცვალება ბრუნვათა მიხედვით: „ქართულში ბრუნე მარტივია, უღვლილება – რთული“ (არნ. ჩიქ.); რუნ2: გრამატ. გრამატიკული კატეგორია, რომელითაც გამოი­ხა­ტე­ბა სახელის ურთიერთობა სახელთან ან ზმნასთან: „მოთხრობითი ბრუნის ქონა ქართველური ენები­სათვის ისევე დამახასიათებელია, როგორც ბრალდებითი ბრუნვის (აკუზატივის) უქონლობა“ (არნ. ჩიქ.).


 
ბრძანება – ბრძანებულება

რძანეა: 1. ხელისუფლების ან უფლებამოსილი პირის განკარგულება (სარდლის ბრძანეა; ბრძანება გასცა); 2. თქმა; ნათქვამი (თავაზიანი მიმართვისას): „ეს ჭეშმარიტი ბრძანეაა!“ (უიარ.); შდრ.: რა ბრძანეაა! – რას ბრძანებთ. რა სათქმელია; ბრძანებულება: ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს დადგენილება. რომელსაც კანონის ძალა აქვს (ბრძანებულეუნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე).


 
გააგრძელებს – განაგრძობს

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – დაუბრუნდება შეწყვეტილ საქმეს; განაახლებს (მგზავრმა შეისვენა და ისევ გააგძელა / განაგრძო გზა), მაგრამ გააგრძელებს ზმნას სხვა მნიშვნელობებიც აქვს: 1. სიგრძეს მოუმატებს (ხაზი გააგრძელა); 2. დაწყებულ მოქმედებას შეწყვეტის გარეშე გაახანგრძლივებს: „რაღა ბევრი გავაგრძელო? – საბუთების ჩამოთვლა მეტად გააგრძელებდა ისეც გაგრძელებულ საუბარს“ (ილია); პატარა ლუკამ, ვითომ ვერც გაიგონა დედის დაძახება, ისე გააგრძელა თამაში.


 
გაბოლება – გაბოლვა

გაბოლება (სიგარეტისა / ჩიბუხისა); გაბოლვა (ოთახისა...).


 
გადადებს – გადასდებს

გადადებს (საქმეს); გადასდებს (გრიპს).


 
გადამტეხი – გარდამტეხი

გადამტეხი: ვინც ან რაც გადატეხს (რაიმეს); გარდამტეხი: რაიმეს არსებითად შემცვლელი; გარდატეხის მომხდენი (გარდამტეხი პერიოდი / მომენტი).


 
გადაუხდის – მოუხდის

გადაუხდის [და არა მოუხდის] (მადლობას). მაგრამ: მოუხდის (ბოდიშს).


 
გადაცდენა – გადაცდომა

 გადაცდენა: გადაცილება (ვადის / დროის გადაცდენა); შდრ.: გზიდან გადაცდენა – სწორი გზიდან აცდენა; გადაცდომა: სამართ. სამართლის ნორმის ისეთი დარღვევა, რომელიც იწვევს მცირე სასჯელს; მცირედი დანაშაული.


 
გაკვალვა – გაკვლევა

გაკვალვა: გაწმენდა (თოვლისგან გზის გაკვალვა); გაკვლევა: გაგნება, პოვნა (ტყეში გზის გაკვლევა).


 
გამამთელებელი – გამამრთელებელი

გამამთელებელი: ვინც ან რაც გაამთელებს (რაიმეს), მთელს გახდის; გამამრთელებელი: ვინც ან რაც გაამრთელებს (ვინმეს ან რაიმეს); გამაჯანსაღებელი, მომრჩენი.


 
გამონაჟონი – გამონაჟური

გამონაჟონი: რამაც გამოჟონა საიდანმე; წვეთ-წვეთად გამოსული (კლდიდან გამონაჟონი წყალი); გამონაჟური: გამონადენი. გამონაწური: „მტევნების გამონაჟურსა მარანში უცდის ქვევრები“ (ვაჟა).


 
გამორწყვა – გამოწყვა

გამორწყვა: ჩირქის გამოდენა მუწუკიდან; გამოწყვა: რაიმეს ტევადობის აწყვით შემოწმება.


 
გან-გან – განდაგან

გან–გან: განზე: „ფითრი მსხლის ქერქზე... იზრდეგოდა. იბერებოდა, სულ გან-გან იწევდა“
 (თ. რაზიკ.). განდაგან: გარდიგარდმო: განის მიმართულებით (მელი განდაგან გახერხეს); შდრ.: ცეკვა განდაგანა.