პარონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად (ხან საერთო წარმომავლობის ან მსგავსი წარმოების გამო, ხან შემთხვევით, ზოგჯერ სემანტიკური ელფერითაც) ჰგვანან ერთმანეთს, რაც მიზეზი ხდება მათი აღრევისა (ისინი გაუმართლებლად მონაცვლეობენ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში). გთავაზობთ პარონიმებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საყურადღებო უნდა იყოს საგამომცემლო სახლის ავტორებისათვის. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2011 წელს გამოცემული ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონით. მთავარი რედაქტორი - თ. ვაშაკიძე.



 
დაუფასებელი – შეუფასებელი – ფასდაუდებელი

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ძალიან დიდი ფასის მქონე: „დიახ! დაუფასებელი რამ არის იმედი“ (ი. გოგებ.); მწერლის ნაღვაწი შეუფასებელია; ილიას ღვაწლი ფასდაუდებელია ქართველი ერის წინაშე, მაბრამ დაუფასებელი: ვინც ან რაც არ დაუფასებიათ (დაუფასებელი მხატვარი / მეცნიერი / ამაგი...); შეუფასებელი: რაც არ შეუფასებიათ. შეფასების გარეშე დარჩენილი (შეუფასებელი ქონება).


 
დაუჩოქია – დაუჩოქებია

დაუჩოქია (დაიჩოქებს; დაიჩოქა): დაუჩოქია (თვითონ); დაუჩოქეია (დააჩოქებს; დააჩოქა): დაუჩოქეია (სხვა).


 
დაუძინია – დაუძინებია

 დაუძინია (დაიძინებს; დაიძინა): დაუინია (თვითონ); დაუძინებია (დააძინებს; დააძინა): დაუძინეია (ბავშვი).


 
დაშაქრული – დაშაქრებული

დაშაქრული: რაც დაშაქრეს, შაქრით დაატკზბეს (დაშაქრული ჩაი / ყავა / მარწყვი...); შ დ რ.: დაშაქრული ენა; დაშაქრებული: რაც დაშაქრდა, რამაც შაქარი გამოყო (დაშაქრებული მურაბა / ჩურჩხელები).


 
დაჭდევა – დაჭდობა

დაჭდევა: ჭდის გაკეთება, ამოჭრა; დაჭდობა: ნაჭდევით ორი ძელის ერთმანეთში მჭიდროდ ჩასმა. ჩამაგრეგა.


 
დეკორატიული – დეკორაციული

დეკორატიული: ადგილის დამამშვენებელი. ლამაზი, ეფექტური (დეკორატიული მცენარეები / ვაზა); დეკორაციული: დეკორაციასთან დაკავშირებული (დეკორაცია: 1. თეატრ. სცენაზე მოქმედების ადგილის მხატვრული გაფორმება; 2. გადატ. მოჩვენებითი რამ ნაკლის დასაფარავად (გარეგნულად ლამაზი და მიმზიდველი): დეკორაციული კოსმეტიკა.


 
დეპორტი – დეპორტაცია

დეპორტი: სპეციალური გარიგება ბირჟაზე საკურსო განსხვავების მისაღებად; დეპორტაცია: იძულებითი გასახლეგა ქვეყნიდან.


 
დეფექტიანი – დეფექტური

დეფექტიანი (ადამიანი); დეფექტური (მეტყველება / იარაღები); შ დ რ.: დეფექტური ზმნეი.


 
დიდი – დიადი

დიდი: ჩვეულებრივზე მეტი სიდიდით, ზომით, მოცულობით, ტევადობით, რაოდენობით, სივრცით: „დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო“ (ანდაზა); დიდი ჯარი იდგა საზ­ღვარზე; დიადი: თავისი მნიშვნელობით დიდი; დიდებული, ძლევამოსილი: „საქმე კეთდება დიადი“ (ბაჩ.).


 
დისკრეტული – დისკრეციული

დისკრეტული: ნაწყვეტ-ნაწყვეტი, წყვეტილი: ცალკეული ნაწილებისაგან შემდგარი (დისკრეტული სიდიდეები); დისკრეციული: პირადი შეხედულების მიხედვით. თავისი შეხედულებისამებრ მოქმედი.


 
დიფერენციული – დიფერენციალური

 დიფერენციული: განსხვავებული (სიდიდის, პირობების... მიხედვით); დიფერენციალური (აღრიცხვა): უმაღლესი მათემატიკის დარბი.


 
დოგმატური – დოგმატიკური

დოგმატური: დოგმებზე დამყარებული; უკრიტიკოდ გაზიარებული (დოგმატური დებულებები); დოგმატიკური (მწერლობა): საეკლესიო მწერლობის დარგი, რომელშიც გამოხატულია ქრისტიანობის იდეური მხარე. მისი ფილოსოფია (კ. კეკელ.).


 
ეთიკური – ესთეტიკური

ეთიკური: ეთიკასთან დაკავშირებული: ეთიკური ნორმები (ეთიკა – მოძღვრება ზნეობისა და მორალის შესახებ); ესთეტიკური: ესთეტიკასთან დაკავშირებული: ესთეტიკური სიამოვნება (ესთეტიკა – მომღვრება ხელოვნებისა და, საერთოდ, მშვენიერების შესახებ).


 
ეკლესიური – საეკლესიო

ეკლესიური (ყოფა; შდრ.: ეკლესიური ადამიანი); საეკლესიო (სკოლა / მიწები; შდრ.: საკლესიო მწერლობა / ლიტერატურა).


 
ეკონომიური – ეკონომიკური

ეკონომიური: ეკონომიის მომცემი. მომჭირნეობითი (ეკონომიური ხარჯვა); ეკონომიკური: ეკონომიკაზე დამყარებული; ეკონომიკასთან დაკავშირებული: ეკონომიკური დონე / პოლიტიკა / ტერმინოლოგია; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (ეკონომიკა: 1. ადამიანთა წარმოებითი ურთიერთობების ერთობლიობა. რომელიც შეესაბამება საზოგადოების საწარმოო ძალთა განვითარების განსაზღვრულ საფეხურს; 2. სახალხო მეურნეობისა და მისი ცალკეული დარგების მდგომარეობა; 3. მეც­ნიერება, რომელიც სწავლობს სამეურნეო ცხოვრების რომელიმე დონეს).


 
ელემენტური – ელემენტარული

ელემენტური (ანალიზი): ელემენტების მიხედვით განხილვა; ელემენტარული: 1. დაწყებითი; 2. მარ­ტივი, უბრალო; ყველასათვის ცნობილი; მინიმალურად აუცილებელი.


 
ელექტროლიზი – ელექტროლიტი

ელექტროლიზი: ნივთიერების შემადგენელ ნაწილებად დაშლისა და ამ ნაწილების ელექტროდებზე გამოყოფის პროცესი (ელექტროლიტში დენის გავლისას); ელექტროლიტი: ქიმიური ნივთიერება, რომელიც იშლება შემადგენელ ნაწილებად მასში ელექტრული დენის გავლის შედეგად.


 
ელექტრული – ელექტრონული

ელექტრული: ელექტრობასთან დაკავშირებული (ელექტრული დენი / ველი / მუხტი...); ელექტრონუ­ლი: ელექტრონთან დაკავშირებული (ელექტრონული მიკროსკოპი...).


 
ერთხელ – ერთჯერ

ერთხელ (თითო აბი დღეში ერთხელ); ერთჯერ (ერთჯერ ორი ორია).


 
ესკადრა – ესკადრილია – ესკადრონი

ესკადრა: სამხედრო ხომალდების მსხვილი შენაერთი; ესკადრილია: სამხედრო-საავიაციო შენაერთი. რომელიც თვითმფრინავების რამდენიმე რაზმისგან შედგება; ესკადრონი: ცხენოსანი ჯარის ერთეული.