იკრიბება (ხალხი); იკრიფება (ხილი).
ილოცება: 1. დასალოც სიტყვებს წარმოთქვამს ვინმეს (მაგ., მოწყალების გამღების) მიმართ; 2. სადღეგრძელოს ამბობს; ლოცულობს: ლოცვას წარმოთქვამს.
იმის(ა)თვის (მიზანი: იმის(ა)თვის, რომ სკოლაში არ დაიგვიანო, ადრე უნდა ადგე); იმის გამო, იმიტომ (მიზეზი: ლუკას გაკვეთილზე დააგვიანდა იმიტომ / იმის გამო, რომ სკოლის ეზოში ამხანაგს ელაპარაკებოდა; „ყური იმიტომ არ იზრდება. რომ ბევრის გამგონეაო“).
ინანებს (ინანა; უნანია): სანანებელი გაუხდება; თავისი საქციელით უკმაყოფილო იქნება. ნაწყენი დარჩება; ინანიებს (მოინანია; მოუნანიებია): სინანულს გრძნობს და გამოსწორებას ცდილობს. (ინანიებს ცოდვებს).
ინტერპელაცია: პოლიტ. შეკითხვა პარლამენტის წევრისა (წევრთა ჯგუფისა) მთავრობის მიმართ რაიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით (ინტერპელაცია შეიტანა); ინტერპოლაცია: 1. ფილოლ. შემდეგი დროის ჩანამატი, მინაწერი ლიტერატურული ძეგლის ტექსტში (გადამწერის ან მკითხველის მიერ); 2. მათემ. შუალედურ წევრთა ჩართვა საძიებელ სიდიდეთა ნამდვილი მნიშვნელობის გამოსარკვევად.
იოგა: 1. იოგების მოძღვრება; 2. მ რ. იოგები: იოგის მიმდევრები; იოგი: ქსოვილი, რომელიც ამაგრებს სახსარს; შ დ რ.: ხმის იოგები.
იოტა: ბერძნული ანბანის ერთ–ერთი ასოს სახელწოდება; იოტი: 1. ლათინურისა და ძველი ქართული ანბანის ერთ-ერთი ასოს სახელწოდება 2. გადატ. ძალიან მცირე. პატარა ნაწილი რაიმესი.
იპოსტასი, ჰიპოსტასი: სამების თითოეული წევრი; ჰიპოსტაზი: მედიც. სისხლის შეგუბება სხეულის ქვედა ნაწილებსა და ორგანოებში (ემართებათ ავადმყოფებს, რომელთაც გულის მოქმედება აქვთ მოდუნებული).
ირონია: შეფარული დაცინვა; შდრ.: ბედის ირონია; იუმორი: უწყინარი (გონებამახვილური) დაცინვა (სასაცილოდ აგდება რაიმე ნაკლოვანი მხარისა).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნვს: სმა შეიძლება (ეს ღვინო, წვენი... ისმება / ისმევა), მაგრამ: ისმება [და არა ისმევა] (საკითხი / წერტილი...).
ისტერია: დაავადება; ისტერიკა: დაავადების შეტევა.
ისტერიული (ავადმყოფი); ისტერიკული (შეტევა / მდგომარეობა /სიცილი).
ისუნთქავს: შეისუნთქავს (ისუნთქავს ჰაერს წამალს; ისუნთქებს: სუნთქვას მოჰყვება.
იფარავს: 1. ზევიდან რაიმეს იხურავს, იმალავს (სახეს იფარავს); 2. შველის, იცავს: „ძალიან ცხელი დღე დადგა, ტყეც აღარ გვიფარავდა სიცხისგან“ (ვ. ბარნ.); იფარებს: 1. წინიდან იდებს რაიმეს, რომ დაიფაროს: „თინათინი პირზე ხელებს იფარებს, სხვამ არ დამინახოს, რომ კბილები მაკლიაო“ (ე. ნინოშ.); 2. თავშესაფარს აძლევს; მალავს, მფარველობს (გაქცეულებს მეგობრები იფარებდნენ).
იქნება (ხვალ კარგი ამინდი იქნება); იქმნება (ახალი ორგანიზაციები / პარტიები).
იღუმენი: მამათა მონასტრის წინამძღვარი; არქიმანდრიტის ქვემდგომი; იღუმენია: დედათა მონასტრის წინამძღვარი.
იცხებს (შუბლზე ზეთს); იცხობს (თავისთვის ნამცხვარს).
იწამლავს: საწამლავით იკლავს თავს; იწამლებს: წამლებს მიიღებს, იმკურნალებს.