პარონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად (ხან საერთო წარმომავლობის ან მსგავსი წარმოების გამო, ხან შემთხვევით, ზოგჯერ სემანტიკური ელფერითაც) ჰგვანან ერთმანეთს, რაც მიზეზი ხდება მათი აღრევისა (ისინი გაუმართლებლად მონაცვლეობენ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში). გთავაზობთ პარონიმებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საყურადღებო უნდა იყოს საგამომცემლო სახლის ავტორებისათვის. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2011 წელს გამოცემული ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონით. მთავარი რედაქტორი - თ. ვაშაკიძე.



 
იკრიბება – იკრიფება

იკრიბე (ხალხი); იკრიფე (ხილი).


 
ილოცება – ლოცულობს

ილოცება: 1. დასალოც სიტყვებს წარმოთქვამს ვინმეს (მაგ., მოწყალების გამღების) მიმართ;
2. სად­ღეგრ­ძელოს ამბობს; ლოცულობს: ლოცვას წარმოთქვამს.


 
იმის(ა)თვის – იმიტომ, იმის გამო

იმის(ა)თვის (მიზანი: იმის(ა)თვის, რომ სკოლაში არ დაიგვიანო, ადრე უნდა ადგე); იმის გამო, იმიტომ (მიზეზი: ლუკას გაკვეთილზე დააგვიანდა იმიტომ / იმის გამო, რომ სკოლის ეზოში ამხანაგს ელაპარაკებოდა; „ყური იმიტომ არ იზრდება. რომ ბევრის გამგონეაო“).


 
ინანებს – ინანიებს

ინანებს (ინანა; უნანია): სანანებელი გაუხდება; თავისი საქციელით უკმაყოფილო იქნება. ნაწყენი დარჩება; ინანიებს (მოინანია; მოუნანიებია): სინანულს გრძნობს და გამოსწორებას ცდილობს. (ინანიებს ცოდვებს).


 
ინტერპელაცია – ინტერპოლაცია

ინტერპელაცია: პოლიტ. შეკითხვა პარლამენტის წევრისა (წევრთა ჯგუფისა) მთავრობის მიმართ რაიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით (ინტერპელაცია შეიტანა); ინტერპოლაცია: 1. ფილოლ. შემდეგი დროის ჩანამატი, მინაწერი ლიტერატურული ძეგლის ტექსტში (გადამწერის ან მკითხველის მიერ); 2. მათემ. შუალედურ წევრთა ჩართვა საძიებელ სიდიდეთა ნამდვილი მნიშვნელობის გამოსარკვევად.


 
იოგა – იოგი

იოგა: 1. იოგების მოძღვრება; 2. მ რ. იოგები: იოგის მიმდევრები; იოგი: ქსოვილი, რომელიც ამაგრებს სახსარს; შ დ რ.: ხმის იოგები.


 
იოტა – იოტი

იოტა: ბერძნული ანბანის ერთ–ერთი ასოს სახელწოდება; იოტი: 1. ლათინურისა და ძველი ქართული ანბანის ერთ-ერთი ასოს სახელწოდება 2. გადატ. ძალიან მცირე. პატარა ნაწილი რაიმესი.


 
იპოსტასი, ჰიპოსტასი – ჰიპოსტაზი

იპოსტასი, ჰიპოსტასი: სამების თითოეული წევრი; ჰიპოსტაზი: მედიც. სისხლის შეგუბება სხეულის ქვედა ნაწილებსა და ორგანოებში (ემართებათ ავადმყოფებს, რომელთაც გულის მოქმედება აქვთ მოდუნებული).


 
ირონია – იუმორი

ირონია: შეფარული დაცინვა; შდრ.: ბედის ირონია; იუმორი: უწყინარი (გონებამახვი­ლური) დაცინვა (სასაცილოდ აგდება რაიმე ნაკლოვანი მხარისა).


 
ისმება – ისმევა

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნვს: სმა შეიძლება (ეს ღვინო, წვენი... ისმება / ისმევა), მაგრამ: ისმება [და არა ისმევა] (საკითხი / წერტილი...).


 
ისტერია – ისტერიკა

ისტერია: დაავადება; ისტერიკა: დაავადების შეტევა.


 
ისტერიული – ისტერიკული

ისტერიული (ავადმყოფი); ისტერიკული (შეტევა / მდგომარეობა /სიცილი).


 
ისტერიული – ისტერიკული

ისტერიული (ავადმყოფი); ისტერიკული (შეტევა / მდგომარეობა /სიცილი).


 
ისუნთქავს – ისუნთქებს

ისუნთქავს: შეისუნთქავს (ისუნთქავს ჰაერს წამალს; ისუნთქებს: სუნთქვას მოჰყვება.


 
ისუნთქავს – ისუნთქებს

ისუნთქავს: შეისუნთქავს (ისუნთქავს ჰაერს წამალს; ისუნთქებს: სუნთქვას მოჰყვება.


 
იფარავს – იფარებს

იფარავს: 1. ზევიდან რაიმეს იხურავს, იმალავს (სახეს იფარავს); 2. შველის, იცავს: „ძალიან ცხელი დღე დადგა, ტყეც აღარ გვიფარავდა სიცხისგან“ (ვ. ბარნ.); იფარებს: 1. წინიდან იდებს რაიმეს, რომ დაიფაროს: „თინათინი პირზე ხელებს იფარებს, სხვამ არ დამინახოს, რომ კბილები მაკლიაო“ (ე. ნინოშ.); 2. თავ­შესაფარს აძლევს; მალავს, მფარველობს (გაქცეულებს მეგობრები იფარებდნენ).


 
იქნება – იქმნება

იქნება (ხვალ კარგი ამინდი იქნება); იქმნება (ახალი ორგანიზაციები / პარტიები).