კონიექტურა: ტექსტის დამახინჯებული ადგილის აღდგენა შინაარსის მიხედვით; კონიუნქტურა: 1. შექმნილი ვითარება, მდგომარეობა; 2. სასაქონლო მეურნეობის დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა.
კონკორდანსი: ანბანურ რიგზე დალაგებული სია ამა თუ იმ წიგნში ხმარებული ყველა სიტყვისა (და სიტყვათა ყველა ფორმისა) მათი ხმარების ადგილის ჩვენებით; სიმფონია; კონკორდატი: რომის პაპსა და ამა თუ იმ სახელმწიფოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს მათს ურთიერთობას.
კონსონანსი: რამდენიმე ბგერის ჰარმონიული შეხამება, კეთილხმოვნება (საპირისპ. დისონანსი); შდრ.: კონსონანტი: თანხმოვანი ბგერა.
კონსტრუქტორული: კონსტრუქტორისთვის დამახასიათებელი (კონსტრუქტორი – ახალი კონსტრუქციების შემქმნელი. მაგ., თვითმფრინავების): კონსტრუქტორული ნიჭი / ალღო; კონსტრუქციული: კონსტრუქციიდან გამომდინარე, კონსტრუქციის ხასიათისა (კონსტრუქცია: 1. აგებულება. აღნაგობა, მაგ., მანქანის, მექანიზმის; 2. ნაგებობა, მანქანა, მათი ნაწილები).
კონტრაბანდული: კონტრაბანდად შემოტანილი ან გატანილი (კონტრაბანდა – საქონლის ფარულად გატანა-შემოტანა სახელმწიფო საზღვარზე); კონტრაბანდისტული: კონტრაბანდისტისთვის დამახასიათებელი (კონტრაბანდისტი – ფარულად, არაკანონიერად მოვაჭრე).
კოოპერაცია: 1. შრომის ორგანიზაციის თავისებური ფორმა – როცა ბევრი ადამიანი მონაწილეობს ერთსა და იმავე (ან სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულ) შრომის პროცესში; 2. მასობრივი სავაჭრო და მისთ. გაერთიანება, რომელიც იქმნება მისი წევრების სახსრებით; შდრ.: კოოპერატივი: კოოპერაციული მაღაზია; კოოპერირება: კოოპერაციის საწყისებზე გაერთიანება.
კოჭა: სპეც. ტროპიკული ეთერზეთოვანი მცენარე; ამ მცენარის ფესვი (ხმარობენ სანელებლად); კოჭი: 1. სპეც. ჩონჩხის ერთი ძვალი; 2. ბავშვების სათამაშო; 3. გათლილი ძელი სახლის მშენებლობისთვის.
კრიმინალური სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებული (კრიმინალური ვითარება); კრიმინალისტური: კრიმინალისტისათვის (კრიმინალისტიკის სპეციალისტისათვის) დამახასიათებელი (კრიმინალისტური საქმიანობა); კრიმინალისტიკური: კრიმინალისტიკისათვის დამახასიათებელი (კრიმინალისტიკა – სამართ. მოძღვრება სისხლის სამართლის შესახებ): კრიმინალისტიკური ლიტერატურა.
ლამპა: 1. გასანათებელი მოწყობილობა (ლამპის შუშა; ლამპა აანთეს); 2. სხვადასხვა სახის გასახურებელი და გასანათებელი ხელსაწყო (სარჩილავი ლამპა); ლამფა: ჭერის თხელი ფიცარი (კოჭებზე ქვევიდან მიჭედებული); ასეთი ფიცრის ჭერი.
ლანცეტი: ექიმის (ქირურგის) ორპირიანი დანა; შდრ.: პინცეტი: ბოლოებწაწვრილებული ლითონის პატარა მაშა; იხმარება მედიცინაში ოპერაციების, შეხვევის... დროს, აგრეთვე ტექნიკასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ლევკემია, ლეიკემია: მედიც. ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა; თეთრსისხლიანობა; ლეიკომა, ლევკომა: მედიც. თვალის რქოვანას შემღვრევა (თეთრად); ლიბრი.
ლინგვისტური (ალღო); ლინგვისტიკური (მეთოდი).
ლირიზმი: ლირიკური განწყობილება, ხასიათი; ლირიკა: ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა (გამოხატავს ადამიანის გრძნობებს, განცდებს; ასეთი სახის ნაწარმოებთა ერთობლიობა, მაგ., ნ. ბარათაშვილის ლირიკა).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – მხატვრული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი (ლიტერატურული / სალიტერატურო ენა, ფორმა...); შდრ.: ლიტერატურული მემკვიდრეობა / ფაქტი / ტრადიციები / მოღვაწეობა, მაგრამ სალიტერატურო ენა: ლიტერატურაში. მწერლობაში გამოყენებული ენა, რომელიც გარკვეული ნორმებით არის განსაზღვრული (სალიტერატურო ენის ისტორია, სალიტერატურო ენის კურსი; სალიტერატურო ენის ნორმები).
ლიტრი: სითხის საზომი ერთეული; ლიტრა: თიხის პატარა ვიწროყელიანი ჭურჭელი (ზოგ დიალექტში გამოიყენება ლიტრის სინონიმად).
ლიტურგია: მთავარი ქრისტიანული მღვდელმსახურება; ლიტურგიკა: მომღვრება მღვდელმსახურების შესახებ.
ლიტურგიული: ლიტურგიასთან დაკავშირებული (ლიტურგიული მსახურება); ლიტურგიკული: ლიტურგიკასთან დაკავშირებული (ლიტურგიკული ძეგლები).
ლოგისტიკა: 1. გამოანგარიშების, მსჯელობის ხელოვნება; 2. სპეც. მათემატიკური ლოგიკის განვითარების ერთ-ერთი ეტაპი; ლოჯისიკა: მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა.
ლორწოვანი: ლორწოს შემცველი (ლორწოვანი ქსოვილის გარსი); ლორწოიანი: ლორწოთი დაფარული (ლორწოიანი კანი / ლოკოკინა).
მაგისტრი: 1. სამეცნიერო ხარისხი ან ამ ხარისხის მქონე პირი; 2. ისტ. შუა საუკუნეებში ბერმონაზვნური ან რაინდული ორდენის მეთაურის ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი; მაგისტრანტი: პირი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრატურაში სწავლობს; მაგისტრატი: დასავლეთ ევროპაში – ქალაქის მმართველობა; ძველ რომში – სახელმწიფო თანამდებობა; ამ თანამდებობაზე მყოფი პირი.