განაცხადი: ოფიციალური ხასიათის წინასწარი განცხადება; თხოვნა. მოთხოვნა (განაცხადი საშენი მასალის / ცემენტის... შესახებ); განცხადება: 1. რაიმე წინადადების ან თხოვნის შემცველი ოფიციალური ქაღალდი (განცხადება დაწერა შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით); 2. წერილობითი ან ზეპირი უწყება ვინმეს ან რაიმეს შესახებ (მთავრობის... განცხადება).
განსაზღვრა: 1. რაიმეს საზღვრების, ფარგლების დადგენა (მოცულობის განსაზღვრა); 2. რაიმე ცნების მეცნიერული დახასიათება, განმარტება (ტერმინის განსაზღვრა); განსაზღვრება: გრამატ. წინადადების წევრი. რომელიც ახასიათებს სხვა წევრს (ქვემდებარეს, დამატებას).
განსახლება: დასახლება; გასახლება: იძულებით სახლიდან გაყვანა. გაძევება (ვინმესი).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ერთნაირად, თანაბრად: „ხალხი ითხოვდა პირდაპირ შებმას – განურჩევლად, ვინც არ უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგე“ (ა. ყაზბ.); |„ყველას გაურჩევლად ეხუმრებოდა“ (მელან.), მაგრამ გაურჩევლად: 1. გარჩევის გარეშე (ლობიო გაურჩევლად დატოვეს); 2. განხილვის გარეშე (გაურჩევლად დარჩენილი საკითხი); 3. გაურკვევლად (გაურჩევლად ნაწერი).
გასამართლებელი: 1. ვინც უნდა გაამართლონ, ვისი გამართლებაც შეიძლება; 2. რითაც უნდა გაამართლონ ან გამართლდეს (გასამართლებელი საბუთი); გასასამართლებელი: ვინც უნდა გაასამართლონ. სამართალში მისცენ.
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს: ვინც ვერ გაიგებს, შეუგნებელი, შეუსმენელი; ვისაც გაგების უნარი არა აქვს, მაგრამ მათ განსხვავებული მნიშვნელობებიც აქვთ – გაუგებარი: რაც ვერ გაიგეს, რისი გაგებაც შეუძლებელია; გაურკვეველი (გაუგებარი ამოცანა); გაუგებელი: შეუტყობელი (გაუგებელი ამბავი).
გაუტანია (მაგიდა... გარეთ); გაუტანებია (წიგნი... მეგობრისთვის).
გაუღვიძია (გაიღვიძებს; გაიღვიძა): გაუღვიძია (თვითონ); გაუღვიძებია (გააღვიძებს; გააღვიძა): გაუღვიძებია (ბავშვი).
გაუღიმია (გაიღიმებს; გაიღიმა): გაუღიმია (თვითონ); გაუღიმებია (გააღიმებს; გააღიმა): გაუღიმებია (სხვა).
გაუცინია (გაიცინებს; გაიცინა): გაუცინია თვითონ); გაუცინებია (გააცინებს; გააცინა): გაუცინებია (სხვა).
გაღვივება: გაჩაღება (გაღვივება ცეცხლისა); გაფუება, ამოყვანა (გაღვივება ცომისა); გადატ. გაძლიერება, გამწვავება, გაღრმავება; აღგზნება; გაღვივება: ღივის გამოტანა (თესლის გაღივება).
გენეტიკური: გენეტიკასთან დაკავშირებული; რაიმეს წარმოშობისა და განვითარების შემსწავლელი (გენეტიკური ფსიქოლოგია...); გენიტიური: გრამატ. ნათესაობითი (ბრუნვა).
დაბალი (კაცი / შენობა...); მდაბალი: 1. მოკრძალებული. მორჩილი (მდაბალი სალამი); 2. ზნედაცემული (მდაბალი სულის მქონე).
დაგეგმვა (დაგეგმავს): 1. გეგმის შედგენა; 2. წინასწარ შემუშავებულ ღონისძიებათა პროექტის შედგენა (სამუშაოს / შეხვედრის დაგეგმვა); დაგეგმარება (დააგეგმარებს): დაპროექტება (ქალაქის / გზის დაგეგმარება).
დადგენა (სიმართლისა / წორმეგისა...); დადგენიილება (ყრილობისა / კრებისა...). :
დაზარალებული: ვინც მატერიალური ზარალი განიცადა (გრიგალისგან დაზარალებული ოჯახი); დაზიანებული: 1. ვინც (რაც) დააზიანეს ან დაზიანდა; რამაც ზიანი განიცადა (გრიგალისგან დაზიანებული სახლი); 2. დაავადებული. დაშავებული (იგულისხმება სხეულის რომელიმე ნაწილი): „დაჭრილი დაზიანებულ მკლავს იხვევდა“ (ა. ყაზბ.).
დამფარავი: 1. ვინც ან რაც დაფარავს სიმართლის / დამნაშავის დამფარავი); 2. გადამხდელი (ვალის დამფარავი); 3. მფარველი. დამცავი; დამფარებელი: ვინც რაიმეს დაიფარებს ან დააფარებს (თავზე...); შ დ რ.: ხელის დამფარებელი.
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს: 1. გახურებული რკინის იარაღით შანთით) დასმული ნიშანი (ცხენის, კამეჩის...) სხეულზე: „ვისია ეგ ცხორი? – ..დამღაც იმათ მეტს არავისა აქვს“ (ა. ყაზბ.); „ყარამანი სულ დაწვრილებით ჩამოუწერდა: ვისი ცხენი რამდენი წლისა იყო; ჩამოუწერდა დაღის მოხაზულობას“ (ა. ბელ.); 2. გადატ. რაიმეს კვალი, ნიშანი: „ცოდვას, სიკვდილს და თვით ჯოჯოხეთს თავიანთი დამღა დაუჭდევიათ“ (ი. მაჩაბ. თარგმ.); „ძველი ჭრილობის დაღი შუბლზე თითქოს გამქრალა“ (ნ. ლორთქ.), მაგრამ დამღას განსხვავებული მნიშვნელობებიც აქვს: 1. ბეჭედი ან ნიშანი, რომელიც მიუთითებს პროდუქციის სადაურობასა თუ ხარისხზე; 2. ნუმიზმ. მონეტაზე დასმული მცირე ზომის ნიშანი.
დამცავი: რაც დაიცავს; რაიმესგან დასაცავად დანიშნული (დამცავი სათვალე / ნაგებობა...); შდრ.: დამცავი ფერი; დამცველი: 1. ვინც დაიცავს; მფარველი; მხარის დამჭერი (მეგობრის დამცველი); 2. სამართ. პირი, რომელიც იცავს ვინმეს სასამართლო პროცესზე; ადვოკატი; 3. ტექ. რასაც იზოლაციის დანიშნულება აქვს;
იზოლატორი; დამცველი მოწყობილობა (დამცველები ამოვარდა).
დაუკლავს (ქათამი); დაუკლია (წონაში).