იხსენებს (წარსულს); იხსენიებს (მეგობარს / წინაპრის სახელს).
კაზმავს: 1. ამკობს, რთავს; 2. ამზადებს სამგზავროდ ცხენს; შდრ.: კმაზავს: სანელებლებს უკეთებს საჭმელს.
კამპანია: ერთობლივ, კოლექტიურ ღონიებათა მიმდინარეობა (საარჩევნო კამპანია) ან ერთ საბრძოლო ასპარეზზე გაჩაღებული ომი. ლაშქრობა, რომელიც სათანადო გეოგრაფიულ სახელს უკავშირდება (ყირიმის კამპანია); კომპანია: სავაჭრო, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა სახის გაერთიანება, ამხანაგობა (მაგ., ავიაკომპანია); გადატ. წრე, ჯგუფი (მეგობართა კომპანია).
კანფეტი: საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილეული; კონფეტი: ქაღალდის ფერად-ფერადი (პაწაწინა), მრგვალი ნაჭრები, რომლებსაც საზეიმო შეხვედრებზე თავზე აყრიან ერთმანეთს.
კაპრიზი: ახირებული სურვილი, უცნაური აჩემება, ჭირვეულობა; კაპრისი: მუს. თავისუფალი ფორმის ინსტრუმენტული პიესა, რომელსაც ახასიათებს მოულოდნელი და ორიგინალური ეფექტი.
კარბონატი: 1. ნახშირმჟავა მარილი; 2. საერთო სახელწოდება მინერალებისა, რომლებიც შეიცავენ ნახშირმჟავას; 3. მინერ. შავი ალმასი; კარბონიტი: ფეთქებადი წივთიერება; სუსტი დინამიტი.
კატარაქტა: თვალის ავადმყოფობა; კატარაქტი: ორთქლის მანქანაში – სარქვლის ავტომატურად ასახდელი მოწყობილობა:
კედი: სპორტული ფეხსაცმელი; კეტი: დიდი ჯოხი.
კვალიტატიური: თვისებრივი, რაგვარობითი; კვანტიტატიური: რაოდენობრივი.
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – დაოსტატებული, დახელოვნებული: კვალიფიციური. კვალიფიცირებული ექიმი / ჟურნალისტი..., მაგრამ კვალიფიცირებულს განსხვავებული მნიშვნელობაც აქვს: განსაზღვრული (მათი საქციელი დანაშაულად იქნა კვალიფიცირებული).
კვეთა: ჭრა; კვეთი: 1. რაიმეს გადაკვეთის ადგილი. განაკვეთი; 2. დვრიტა.
კვეთს (გზას); ჰკვეთს (თავს).
კინეტიკა: თეორიული მექანიკის დარგი, რომელიც მოიცავს დინამიკასა და სტატიკას; კინემატიკა: თეორიული მექანიკის დარგი, რომელიც სწავლობს მოძრაობას გეომეტრიული თვალსაზრისით.
კლერტი: 1. ყურძნის მტევნის ღერო; 2. ფოთლებგაცლილი წვრილი შტო; კლერტა: მრავალწლოვანი სარეველა ბალახი.
კლიენტი: მუშტარი. დამკვეთი (საპარიკმახეროს / ადვოკატის / სავაჭრო ორგანიზაციის... კლიენტი); შდრ.: პაციენტი: ავადმყოფი მკურნალი ექიმისათვის.
კოაგულანტი: სახელწოდება ქიმიური ნაერთებისა, რომლებსაც იყენებენ წყლის გასაწმენდად; კოაგულატი: ნალექი, რომელიც ჩნდება კოლოიდური ხსნარის კოაგულაციის შედეგად.
კობრა: მეტისმეტად შხამიანი გველი; კობრი: მდინარისა და ზღვის ერთგვარი თევზი.
კომბინატორული: 1. ლინგვ. ურთიერთშეპირობებული (კომბინატორული ბგერათცვლილება); 2. საუბ. კომბინატორისათვის დამახასიათებელი (კომბინატორი – ვინც კომბინაციებს აწყობს, ჩვეულებრივ. დაუშვებელს, საჩოთიროს, აკრძალულს); კომბინაციური: კომბინაციის ხასიათისა, კომბინაციაზე დამყარებული (კომბინაციური განლაგება ჯარისა / ფეხბურთელთა გუნდისა...).
კომპლექსი: 1. ერთგვაროვან საგანთა ან მოვლენათა ერთობლიობა (რომელიც ერთ მთლიანს წარმოადგენს): სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომპლექსი; 2. არქიტ. ნაგებობათა წყება (საერთო დანიშნულების მქონე საცხოვრებელ შენობათა კომპლექსი); 3. ლინგვ. რამდენიმე ბგერისაგან შედგენილი ჯგუფი (თანხმოვანთა ბუნებრივი კომპლექსი); 4. ქვეცნობიერად ფორმირებული წარმოდგენების ემოციურად შეფერილი ერთობლიობა, რომელიც არსებით გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქიკისა თუ ქცევის განვითარებასა და ფუნქციონირებაზე. ყოველდღიურ მეტყველებაში კომპლექსს ნეგატიური გაგებაც აქვს და გაიგივებულია არასრულფასოვნების კომპლექსთან; კომპლექტი: სრული შედგენილობა, სრული რიცხვი საგანთა (რომლებიც გარკვეული დანიშნულებით გამოიყენება): სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი.
კონვენცია: შეთანხმება, ხელშეკრულება (სახელმწიფოთა შორის რაიმე სპეციალურ საკითხზე დადებული ხელშეკრულება); კონვექცია: მიტანა, მიზიდვა; სითბოს ან ელექტრომუხტების გადატანა ჰაერის, წყლის მიერ.