პარონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად (ხან საერთო წარმომავლობის ან მსგავსი წარმოების გამო, ხან შემთხვევით, ზოგჯერ სემანტიკური ელფერითაც) ჰგვანან ერთმანეთს, რაც მიზეზი ხდება მათი აღრევისა (ისინი გაუმართლებლად მონაცვლეობენ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში). გთავაზობთ პარონიმებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საყურადღებო უნდა იყოს საგამომცემლო სახლის ავტორებისათვის. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2011 წელს გამოცემული ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონით. მთავარი რედაქტორი - თ. ვაშაკიძე.



 
ესკალატორი – ექსკავატორი

ესკალატორი: მოძრავი კიბე; შდრ.: ექსავატორი: მიწის სათხრელი მანქანა.


 
ეტაპობრივი – საეტაპო

ეტაპობრიი: ეტაპ-ეტაპ, თანდათან მიმდინარე (სწავლების ახალ სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა); საეტაპო: 1. ეტაპის შემქმნელი, მეტად მნიშვნელოვანი (რუსთაველის თეატრმა დადგა საეტაპო სპექტაკლი); 2. ძვ. ეტაპისა (საეტაპო საპატიმრო).


 
ეძებს – იძიებს

ეძებს: 1. ცდილობს იპოვოს, მონახოს; 2. ცდილობს მიაღწიოს; იძიებს: გამოძიებას აწარმოებს; იკვლევს; შ დ რ.: შურს იძიე: სამაგიეროს გადაუხდის.


 
ეწვია – ეწია

ეწვია (სტუმარი); ეწია (ბედს).


 
ეჭვობს – ეჭვიანობს

ეჭვობს: საეჭვოდ მიაჩნია (ვეჭვობ, ამ წამალმა გაამართლოს); ეჭვიანობს: ეჭვიანის თვისებებს ამჟღავნებს (უსაფუძვლოდ ეჭვიანობს მეგობარზე).


 
ვალდებულება – მოვალეობა

ვალდებულება (სამხედრო ვალდებულება); ოვალეობა (საპატიო მოვალეობა; დირექტორის ოვალეობის შემსრულებელი).


 
ვეგეტატიური – ვეგეტაციური

ვეგეტატიური (ნევროზი); ვეგეტაციური (გამრავლება).


 
ვულკანიზაცია, ვულკანიზება – ვულკანიზმი

ვულკანიზაცია, ვულკანიზეა: 1. კაუჩუკის დამუშავება გოგირდით ან სხვა ნივთიერებით მისგან რეზინის მისაღებად; 2. დაბერვა, ჰაერით შევსება (საბურავის ვულკანიზაცია); ულკანიზმი: გეოლ. მოვლენათა ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია დედამიწის წიაღში მაგმის მოძრაობასა და მის (ამონთხევასთან  ვულკანების გზით).


 
ზარალი – ზიანი

ზარალი: ქონებრივი დანაკარგი; დანაკლისი: „მოგება და ზარალი ამხანაგები არიანო“ (ანდაზა); ოჯახს ზარალი არალზე მოსდიოდა“ (ბ. ჩხ.); იანი: ფიზიკურად დაშავება, დაზია­ნება (ფილოქსერამ ვაზს ზიანი მიაყენა).


 
ზევით – ზემოთ

ზევით / ზემოთ ადის, მაგრამ: როგორც ემოთ [და არა ზევით] აღვნიშნეთ / ითქვა...


 
ზეთიანი – ზეთოვანი

ზეთიანი (ჭურჭელი / საჭმელი / თითები); ზეთოვანი (კულტურები).


 
თავდაცობილი – თავდაცული

თავდაცობილი (ბოთლი); თავდაცული (კაცი).


 
თავისი – მისი

თავისი: საკუთარი („მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“; „ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონს“); მიი: სხვისი (და არა თავისი): გიორგიმ მი შვილი მოიყვანა (რაც ნიშნავს – მოიყვანა სხვისი შვილი).


 
თანამდები – თანამდევი

თანამდეი: ძვ. მოვალე; თანამდევი: ვინც ან რაც თან სდევს; ვინმესთან ან რამესთან მყოფი: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა! მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული" (ილია).


 
თარგმნა – თარგმანი

თარგმნა: ერთი ენიდან მეორეზე გადაღება („ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურად თარგმნა იოლი არ არის); თარგმანი: ერთი ენიდან მეორეზე გადაღებული ტექსტი ან სიტყვა („ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურად თარგმანი).


 
თემა – თემატიკა

თემა: საკითხი, რომელსაც ეხება თხზულება რომანის... თემა); შ დ რ.: საუბრის თემა; თემატიკა: თემათა ერთობლიობა. თემათა სისტემა.


 
თვალსაზრისი – მოსაზრება

თვალსაზრისი: ჩამოყალიბებული შეხედულება, პოზიცია რაიმეს შესახებ (მისაღები თვალსაზრისი); მოსაზრება: ვარაუდი, აზრი ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით (ეს მოსაზრე თავში ამწუთას მოუვიდა).


 
თხოვნა – მოთხოვნა

 თხოვნა: სათხოვარი; მოთხოვნა: ერთი მხარის მიერ მეორისათვის რაიმეს კატეგორიულად, დაჟინებით თხოვნა.


 
იზომავს – იზომებს

იზომავს: ზომავს თავისას (სიცხეს / წნევას იზომავს); იზომებს (კაბას იზომე).


 
იკრებს – იკრეფს

იკრებს (მეგობრებს / ძალ-ღონეს); იკრეფს (ხილს / ყვავილებს). ·