უაკ: 711.142:711.14
მიწის, როგორც სახელმწიფოს უდიდესი რესურსის სწორად მართვისათვის, ამ დარგში არსებული საკანონმდებლო ბაზის ათვისების, მიწის დაცვისა და რაციონალურად გამოყენების პრინციპების ცოდნისათვის – აუცილებელია თანამედროვე სპეციალისტის მომზადება.წინამდებარე სახელმძღვანელო – „მიწის ადმინისტრირება“ – საქართველოში იბეჭდება პირველად და განკუთვნილია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობების სტუდენტებისათვის. იგი ასევე დააინტერესებს სახელმწიფო მოხელეებს, ეკონომისტებს, იურისტებსა და ეკოლოგებს.ვიმედოვნებთ, სახელმძღვანელოს გამოცემა შეავსებს ამჟამად არსებულ ხარვეზს და შესაბამის წვლილს შეიტანს მომავალი სპეციალისტების მომზადების საქმეში.
უაკ: 646.7
სახელმძღვანელო „კოსმეტოლოგია“ შეიცავს ფართო საინფორმაციო მასალას, დავალებებს სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობებისთვის. სპეციალურად შედგენილ ცნობარში წარმოდგენილია დერმატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში გამოყენებული სამკურნალო მცენარეები და თანამედროვე პრეპარატები.სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ამ დარგის სპეციალისტებისთვის. ნაშრომი საინტერესო იქნება მკითხველთა ფართო წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კოსმეტოლოგიის პრობლემებით.
უაკ: 72.03
წიგნი არის სახელმძღვანელოების გამოცემათა სერიის ნაწილი, რომელიც მოიცავს მსოფლიო არქიტექტურის ისტორიას. მასში განხილულია ძველი საბერძნეთის, ანტიკური რომის, ადრექრისტიანული და ბიზანტიური ხუროთმოძღვრების პერიოდები და ამ ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლები, ასევე სახვითი ხელოვნების ნიმუშები.სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ბაკალავრებისათვის.
უაკ: 614.841.33
სახელმძღვანელოს ძირითადი პედაგოგიური კონცეფცია გამომუშავებული და აპრობირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში.სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტთან არსებული უმაღლესი სკოლების გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ცენტრის მსმენელთათვის.
უაკ: 681.3.06
სახელმძღვანელოში განხილულია დაპროგრამების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და უნივერსალური ენის – პითონის გამოყენების ფართო შესაძლებლობები. მოცემულია ამ ენის ძირითადი კონსტრუქციები, მმართველი სტრუქტურები, ოპერატორები, ენაში ჩაშენებული ფუნქციები და მეთოდები, სამომხმარებლო ფუნქციები, მონაცემთა სტრუქტურები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამონაკლისების მართვის საკითხებს, ფაილურ სისტემას, მოდულებსა და პაკეტებს, ტექსტური ინფორმაციის დამუშავებას. განხილულია ობიექტზე ორიენტირებული პითონის კლასები და მემკვიდრეობის საკითხები. წიგნი მოიცავს თეორიულ წინამძღვრებს და მასში აღწერილია პროგრამული კოდის ჩაწერისა და მისი შესრულების პროცედურები. გამოცემა განკუთვნილია დაპროგრამების ენა Python-ის ასათვისებლად.
უაკ: 551.49+624.131.1
განხილულია ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ასახავს მიწისქვეშა წყლების ფორმირებისა და გავრცელების, აგრეთვე გეოლოგიური გარემოს საინჟინრო-გეოლოგიურ თავისებურებებს. დახასიათებულია წყლის განაწილება ატმოსფეროში, მიწის ზედაპირსა და წიაღში, მიწისქვეშა წყლების ფიზიკური თვისებები და ქიმიური შედგენილობა, მათი წარმოშობა, მიწისქვეშა წყლების ტიპები და მათი კლასიფიკაცია, ბუნებრივი გამოსავლები მიწის ზედაპირზე, მინერალური და სამრეწველო წყლები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ჰიდროგეოლოგიური პირობები, მიწისქვეშა წყლების მოძრაობა და მათი მოდინება საკაპტაჟე ნაგებობებისაკენ, სასარგებლო წიაღისეულის დამუშავებისას მიწისქვეშა წყლებთან ბრძოლის მეთოდები, ჰიდროგეოლოგიური კვლევის თავისებურებები სასარგებლო წიაღისეულის ძებნისა და ძიების დროს. აგრეთვე განხილულია ქანების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, თანამედროვე გეოლოგიური პროცესები და მოვლენები, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ამოცანები და სახეობანი, ზოგადი ცნობები ბინარული სისტემის, მისი შემადგენელი კომპონენტების შესახებ საინჟინრო-გეოლოგიის ამოცანები გეოლოგიური გარემოს რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით. განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. დიდად დაეხმარება აგრეთვე ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
სახელმძღვანელოში „მონაცემთა ბაზების დაპროექტება“ მოცემულია თანამედროვე საინფორმაციო სისტემებში გამოყენებული მონაცემთა ბაზების თეორიისა და დაპროექტების საფუძვლების ძირითადი საკითხები. წარმოდგენილი სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სპეციალობის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის.
უაკ: 341.23
ნაშრომში, შედარებითი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, გაშუქებულია სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ზოგადი და განსაკუთრებული ხასიათის პრობლემური და პრაქტიკული თვალსაზრისით დღეისათვის აქტუალური საკითხები. ნაშრომი მესამე გადამუშავებული გამოცემაა და შედგენილია 2010 წელს არსებული საკანონმდებლო ბაზისა და ამ პერიოდისთვის დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე. განკუთვნილია იურიდიული და ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის და ზოგადად სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ნოვატორული საკითხებით დაინტერესებული იურისტებისა და ეკონომისტებისათვის.
უაკ: 53:616
სახელმძღვანელოს გამოყენებით შესაძლებელი იქნება სამედიცინო ფიზიკის საფუძვლებში სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება იმ დონეზე, რომ შეძლონ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ფიზიკური არსის დადგენა და სამედიცინო-ტექნიკური ინფორმაციის ადეკვატური აღქმა. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრიატისა და სამედიცინო ფიზიკის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.