უაკ: 681.3
სახელმძღვანელო ერთგვარი ნიმუშია პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, თუ როგორ შეადგინოს მაქსიმალურად ეფექტური პრაქტიკული დავალებები. სახელმძღვანელოს თემატიკა ისეა შედგენილი, რომ პროგრამული ბრძანებები, ელექტრული წრედები და პროგრამირებადი დაფა იძლევა სასურველი ციფრული მოწყობილობის შექმნის შესაძლებლობას.ნაშრომი განკუთვნილია ჩაშენებული სისტემების დაპროგრამებით დაინტერესებული სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე პირებისათვის. ის ელქტრონიკის საფუძვლებთან ერთად იძლევა ციფრული სისტემების დაპროგრამების შესწავლის საშუალებას.
უაკ: 656.21(075)
სახელმძღვანელო აგებულია საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის მოქმედი სილაბუსის მიხედვით, სადაც განხილულია რკინიგზის გამყოფი პუნქტების კლასიფიკაცია და ძირითადი ტექნიკური აღჭურვილობის განლაგების პრინციპები. მოცემულია ისრულ გადამყვანთა ტიპები, ლიანდაგთა პარკების სახეები და გამყოფი პუნქტების დაპროექტების ზოგადი წესები. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი გამყოფი პუნქტების უმნიშვნელოვანესი ობიექტების – სადგურების სალიანდაგო განვითარების სქემებს, მათი მუშაობის ტექნოლოგიებს. განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ტრანსპორტის სპეციალობის ბაკალავრებისათვის. ასევე გამოადგება რკინიგზის სადგურებისა და კვანძების დაპროექტების დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს და სარკინიგზო სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებს.
უაკ: 62-5
სახელმძღვანელოში განხილულია ჩაშენებული სისტემების არქიტექტურის საფუძვლები; Spartan, Virtex და Zung ოჯახების პროცესორების აგებისა და ფუნქციონირების თავისებურებები და მათი გამოყენების შესაძლებლობები სხვადასხვა დანიშნულების ციფრული ელექტრონული მოწყობილობების სინთეზისათვის.განსაზღვრულია ჩაშენებული სისტემების პროგრამირების პროცესის პროგრამული და ინსტრუმენტული უზრუნველყოფის პრინციპები და აპარატურული საშუალებები.სახელმძღვანელო განკუთვნილია ელექტრონიკის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმატიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის. მისი დახმარებით შესაძლებელია სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა ჩაშენებული სისტემების სალექციო კურსებში (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).
უაკ: 336
განიხილება ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და საწარმოების ფინანსების მართვის ძირითადი საკითხები თანამედროვე პირობებში. ჩამოყალიბებულია ფინანსური პოლიტიკის, ფინანსური სისტემისა და ფინანსური მენეჯმენტის თეორიული საფუძვლები, ქვეყნის ეკონომიკის მართვის საერთო სისტემაში ფინანსების ადგილი. სახელმწიფო კრედიტის, ბიუჯეტის, გადასახადების, ბიუჯეტგარეშე სპეციალური ფონდების, საბანკო სისტემის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტების გადამცვლელი პუნქტების, დაზღვევის, ფასიანი ქაღალდების როლი, ფინანსების ძირითადი ფუნქციები, დანიშნულება, ასევე ფინანსური მენეჯმენტის კონცეპტუალური საფუძვლები, ფინანსური ბაზარი, აქტივების, კაპიტალის, ინვესტიციების, ფინანსური ნაკადების, რისკების, ანტიკრიზისული ფინანსური მართვის საკითხები.გაშუქებულია ფინანსური მათემატიკის საკვანძო საკითხრები, როგორიცაა: საბაზისო ფინანსური მაჩვენებლები, ფულის დროითი ღირებულების პროგნოზირება, სასესხო დავალიანების დაფარვის, ანუ კრედიტის ამორტიზაციის გეგმის შედგენის ვარიანტები, ფულადი მასის მართვის მოდელის პარამეტრების სრულყოფის, ასევე საბანკო მულტიპლიკატორის თავისებურებები და პროცენტის ძირითადი ფუნქციების ჩამოყალიბების პირველი მცდელობაა შემოთავაზებული. საკმაო ყურადღება ეთმობა წარმოების წრებრუნვის პროცესში ფინანსების წარმოშობის თავისებურებებს მარკეტინგული სტრატეგიის პირობებში.სახელმძღვანელო დამუშავებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოცისალური ფაკულტეტის „საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის“ მიმართულებაზე (კათედრაზე), რომელშიც განიხილება საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ფინანსების მართვის თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები ავტორების სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილების გათვალისწინებით.განკუთვნილია ფინანსური მენეჯერებისათვის, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლებისათვის, უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლებისათვის, ბაკალავრებისათვის, მაგისტრანტებისათვის, დოქტორანტებისათვის, ფინანსური საქმიანობით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის.
უაკ: 620.9
საქართველოს ინდუსტრიულ, საყოფაცხოვრებო, კომერციულ და საზოგადოებრივ სექტორში კვალიფიციური ენერგომენეჯერების დეფიციტის პრობლემის გადასაწყვეტად დღის წესრიგში დადგა ენერგომენეჯმენტის სახელმძღვანელოს შექმნის აუცილებლობა. წინამდებარე სახელმძღვანელოში განხილულია ენერგომენეჯმენტის პროგრამები, პროექტების მენეჯმენტი, ენერგომენეჯმენტის ფინანსური ასპექტები და ენერგოაუდიტი, ენერგოუსაფრთხოება. სახელმძღვანელო სტუდენტებს მისცემს ფუნდამენტურ ცოდნას ენერგიის მოხმარების მართვის, წარმოებისა და გარდაქმნის ტექნოლოგიებში. განუვითარებს მათ რაოდენობრივი შეფასების, ენერგეტიკის საკითხების ანალიზის, პროგნოზირების, კაპიტალდაბანდებების და დანახარჯების გაანგარიშების, სასიცოცხლო ციკლის ეკონომიკური ანალიზის, გარემოზე ზეგავლენის შეფასებას, საქმიანობის ეფექტური დაგეგმვის და მართვის უნარ-ჩვევებს. სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. სახელმძღვანელოს გამოცემა უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ „ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში. მის გამოცემას საფუძვლად დაედო (USAID)-ის კონტრაქტორს Advanced Engineering Associates International, Inc.-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დადებული №ECI-EDU-GA-05 საგრანტიო ხელშეკრულება.
უაკ: 51
უაკ: 681.3.06
წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს JavaScript ენისათვის განკუთვნილი JQuery ბიბლიოთეკის შესაძლებლობების შესასწავლად. იგი განკუთვნილია ინფორმატიკის 22.02, 22.01 და 0719.08 სპეციალობათა შემსწავლელი სტუდენტებისა და ამ საკითხით დაინტერესებული პირებისთვის.
უაკ: 33:62-5
წინამდებარე სახელმძღვანელო ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში – ცოდნის ეკონომიკა – განხილულია ცოდნის არსი, სახეები, კლასიფიკაცია და წყაროები, საზოგადოების განვითარების კონცეფციები, ცოდნის ეკონომიკის განვითარების პირობები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინტელექტუალურ კაპიტალს, მის არსს, სტრუქტურასა და შემადგენელი ნაწილების ურთიერთზემოქმედებას, ინტელექტუალური კაპიტალის, როგორც ინვესტირების ობიექტისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ფაქტორის, შეფასებას.მეორე ნაწილი მოიცავს ცოდნის მართვის საკითხებს. მასში განხილულია ცოდნის მართვის თეორიული საფუძვლები, ცოდნის მართვის პროცესი, ახალი ცოდნის შეძენა, გენერაცია და ცოდნის მართვის ტექნოლოგია.სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკის სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. იგი დიდად დაეხმარება ცოდნის ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.