უაკ: 53
სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ფიზიკის სამტომეულის პირველ ტომს. მასში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის და თერმოდინამიკის ყველა საკითხი, რომლებიც დაწერილია საკმაო სიმკაცრით და ამავე დროს იმ ვარაუდით, რომ სტუდენტს გაუადვილდეს წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობა.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 615.849.1
ნაშრომი არის „მაიონიზებელი გამოსხივება მედიცინაში“ სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი – „მკურნალობა“. განხილულია რადიოთერაპიის ძირითადი პრინციპები. თერაპიაში გამოყენებული დასხივების წყაროების მახასიათებლები, დანადგარების მუშაობის პრინციპები. დეტალურად არის განხილული მკურნალობის ისეთი თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა რადიოთერაპია, სხივური ქირურგია, პროტონო-სხივური თერაპია, ბრაქითერაპია, ნეიტრონული თერაპია და სხვა. მოყვანილია სხივურ თერაპიაში გამოყენებული დასხივების დოზები და გაზომვის ერთეულები. ასევე, სხვადასხვა დაავადების სხივური თერაპიის მაგალითები. დიდი ადგილი ეთმობა სამედიცინო კვლევებისას ადამიანზე რადიაციის ზემოქმედების ასპექტებს, პაციენტების რადიოაქტიურ უსაფრთხოებას. ასევე, განხილულია მაიონიზებელი მედიცინის კომპონენტებისაგან მოსახლეობის დაცვის პრინციპები. სახელმძღვანელოში აღწერილია ფოტონოთერაპიის თანამედროვე მეთოდები და მათი გამოყენების ისტორია. განკუთვნილია სტუ-ის სამედიცინო ფიზიკის, ფარმაციის, რადიაციული უსაფრთხოების სპეციალობის და სხვადასხვა ტექნიკური დარგის სტუდენტებისათვის. აგრეთვე, სასარგებლო იქნება სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც.
უაკ: 381.8.82.614.8.084.691
სახელმძღვანელოში მოცემულია შრომის დაცვის, საწარმოო სანიტარიისა და ჰიგიენის, უსაფრთხოების ტექნიკის საერთო და სპეციფიკური საკითხები, ყურადღებაა გამახვილებული საშენ მასალათა წარმოებაში პროფესიული რისკების შეფასებაზე, საწარმოო მავნეობათა იდენტიფიცირებაზე.წიგნში სისტემურად და ამომწურავადაა წარმოდგენილი საშენ მასალათა (ცემენტი, აგური, კერამიკული ნაწარმი, მინა და მინის ბაზაზე დამზადებული მასალები, აზბოცემენტი) წარმოების ტექნოლოგიები, ძირითადი მავნე და საშიში საწარმოო ფაქტორები, მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და პროფილაქტიკური ღონისძიებები.განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა შრომის პირობების გაუმჯობესების ზოგადი მეთოდები, ელექტროუსაფრთხოება, სამრეწველო გამოსხივება, ხმაური, ვიბრაცია, საშენ მასალათა საწარმოებში გამოყენებული მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, გარემოს დაცვის ღონისძიებები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, პირველადი სამედიცინო დახმარება.სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ცემენტის, მინისა და კერამიკული მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრებისათვის, წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს ამავე დარგის ყველა სპეციალობის ბაკალავრებს, საშენ მასალათა წარმოების ობიექტებზე დასაქმებულ პერსონალს, შრომის დაცვის მენეჯმენტზე პასუხისმგებელ პირებს და ტექნიკურ ინსპექტორებს.
უაკ: 621.83
შედგენილია მანქანათა ნაწილების იმ ზოგადი მოკლე კურსის მიხედვით, რომელსაც ავტორი კითხულობს ათეული წლების განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების როგორც მექანიკური და სატრანსპორტო სპეციალობის, ისე არამექანიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე სასარგებლო იქნება საკონსტრუქტორო ბიუროებში მომუშავე კონსტრუქტორთათვის.
უაკ: 681.3
სახელმძღვანელოში განხილულია ინტერნეტ-მარკეტინგის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები, კერძოდ, აღწერილია ინტერნეტისა და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძველზე მარკეტინგის სრულიად ახალი მიმართულების − ინტერნეტ-მარკეტინგის წარმოშობა, ინტერნეტ-მარკეტინგის ინფრასტრუქტურის ძირითადი ელემენტები: ქსელი და მისი სამსახურები, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები, საგადამხდელო ინტერნეტ-სისტემები. გაშუქებულია მარკეტინგული კვლევების ორგანიზაცია, სასაქონლო, საფასო, განაწილებისა და კომუნიკაციური პოლიტიკა.სახელმძღვანელო გათვალისწინებულია ეკონომიკური პროფილის სპეციალობის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის, აგრეთვე ინტერნეტ-მარკეტინგისა და ელექტრონული კომერციის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 541.139
წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ფიზიკური ქიმიის შემადგენელ ნაწილს სახელწოდებით მაგნეტოქიმია. ის შეისწავლის ნივთიერებათა მაგნიტური და ქიმიური თვისებების ურთიერთქმედების კავშირებს; ადგენს აღნიშნული თვისებების განმსაზღვრელ ნივთიერებათა ქიმიურ შემადგენლობასა და სტრუქტურას. სახელმძღვანელოში საფუძვლიანადაა გაანალიზებული როგორც სტატისტიკური თერმოდინამიკის საკითხები, ასევე მეთოდები გამოყენებული მყარი სხეულების ქიმიაში. ფართოდაა შესწავლილი მყარ სხეულებში დიამაგნეტიზმისა და პარამაგნეტიზმის ბუნება და მათი მიკროსკოპული მექანიზმები.სახელმძღვანელო განკუთვნილია ფიზიკისა და ქიმიის სპეციალისტების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის. ის აგრეთვე სასარგებლო იქნება იმ მეცნიერ თანამშრომლებისა და ინჟინრებისათვის, რომლებიც მუშაობენ ექსპერიმენტული ქიმიისა და ფიზიკის სხვადასხვა დარგებში.
უაკ: 362.654:616-057
სახელმძღვანელოში წარმოდგენილია საწარმოებში საწარმოო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებების წარმოშობის მიზეზები, ცნება სახიფათო ზონაზე, ტრავმებისა და პროფესიული დაავადებების სახეები; განხილულია პროფესიული დაავადებების დინამიკა, უკანასკნელ წლებში სამრეწველო დარგებისა და გამომწვევი მიზეზების მიხედვით. ასევე, საწარმოო ტრავმატიზმი და პროფესიული დაავადებები ქიმიურ და კვების მრეწველობაში, სატრანსპორტო მეურნეობაში, სამთო და მეტალურგიულ საწარმოებში, ცემენტის წარმოებაში. მოცემულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებები და პირველადი დახმარება უბედური შემთხვევის დროს. მუშების სწავლება და ინსტრუქტაჟი. სახელმძღვანელოს ცალკე თავად დართული აქვს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება“ სპეციალობის მაგისტრებისათვის. ასევე, იმ ფართო წრის სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.
უაკ: 343
ნაშრომში განხილულია გლობალიზაციის პროცესების მზარდი ტენდენციების ფონზე ახალი გამოწვევების წარმოშობისა და გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც გლობალური საფრთხეების სახით დამკვიდრდა პოლიტიკურ ლექსიკონში. უთუო პოზიტივად უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ ქართველი მეცნიერები ცდილობენ იმ პრობლემატიკის კვლევასა და დამუშავებას, რომლებიც საქართველოს დღევანდელ სინამდვილეში განსაკუთრებულად აქტუალურია. გლობალური საფრთხეების გამოწვევის ფონზე, ერთ-ერთ ასეთს შეიძლება მივაკუთვნოთ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკაც. ამ მიმართულებით გამოცემულია ქართველი მკვლევრების ნაშრომები, ლექციების კურსი თუ სტატიები. სწორედ ამ მემკვიდრეობას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება − მომემზადებინა წინამდებარე ნაშრომი. სახელმძღვანელო განკუთვნილია, უწინარეს ყოვლისა, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის. ასევე, მკითხველთა ფართო წრისათვის. სწორედ ამითვეა განპირობებული მისი კონსტრუქციაც და სემანტიკური სტრუქტურაც.
უაკ: 631.4
სახელმძღვანელო ეხება საინჟინრო გეოლოგიურ კლასიფიკაციაში მიღებული სხვადასხვა ჯგუფის ქანების რაგვარობისა და მდგომარეობის, გრანულომეტრიული და ნივთიერი შედგენილობის, ფიზიკურ-მექანიკური და წყლოვანი თვისებების თეორიული, საველე-ვიზუალური და ლაბორატორიული სამუშაოების კვლევით ორგანიზაციას, მათი ჩატარებისა და დამუშავების რაციონალურ თანამიმდევრობას, მიღებული შედეგების გამოსახვის როგორც არსებულ, ისე ჩვენს მიერ შემუშავებულ ახალ ხერხებს, საანგარიშო მაჩვენებლების მათემატიკურ-სტატისტიკურ დამუშავებას, სხავადასხვა ჯგუფის ქანებზე შენობა-ნაგებობების დაპროექტების თავისებურებებს, ტექნიკური ანგარიშის შედგენის სქემასა და მის შინაარსს. სახელმძღვანელოში აღწერილია ის ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება ქანების აღნიშნული თვისებების შესწავლისას. სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისა და სპეციალისტთა იმ წრისათვის, რომლებიც შეისწავლიან ქანებს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით.