image-1
გ. ჩიტაიშვილი, ნ. ნოზაძე

საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2011
II ნაწილი

უაკ: 76:004.43

წინამდებარე სახელმძღვანელო საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2011 განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი  პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლიათ აგრეთვე ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევები. გარდა ამისა ეს სახელმძღვანელო დაეხმარება ყველას, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.

 

 

image-1
ე. ბარათაშვილი, ნ. ფარესაშვილი, თ. აბრალავა

ბიზნესის მართვის კლასტერული პოლიტიკა

უაკ: 339.15

სახელმძღვანელოში განხილულია კლასტერების ჩამოყალიბების, ფუნქციონირებისა და განვითარების სხვადასხვა ასპექტები, დეტალურადაა გაანალიზებული კლასტერული პოლიტიკის ფორმირების საზღვარგარეთული გამოცდილება. საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ინტეგრაციული პროცესების განვითარების გამოცდილება მოწმობს, რომ ინტეგრირებული სტრუქტურები, რომლებიც აერთიანებენ საბოლოო პროდუქტის წარმოების ყველა რგოლს, საბაზრო ეკონომიკაში უფრო ეფექტიანია. ამ პროცესებში კლასტერების თემა მნიშვნელოვნად აქტუალური ხდება. ნაშრომში არსებული მასალა მნიშვნელოვანი ანალიზის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის სპეციალობების დოქტორანტებისათვის. იგი აგრეთვე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მენეჯერებს და მმართველობითი საქმიანობით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1
ა. გიგინეიშვილი, გ. კუკულაძე

ზოგადი ფიზიკა
მექანიკისა და მოლეკულური ფიზიკის საფუძვლები I ტომი

უაკ: 53

სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ფიზიკის სამტომეულის პირველ ტომს. მასში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მექანიკის, მოლეკულური ფიზიკის და თერმოდინამიკის ყველა საკითხი, რომლებიც დაწერილია საკმაო სიმკაცრით და ამავე დროს იმ ვარაუდით, რომ სტუდენტს გაუადვილდეს წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობა.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ნ. დოლიძე, ქ. კოტეტიშვილი, გ. ჩიხლაძე

მაიონიზებელი გამოსხივება მედიცინაში მკურნალობა II ნაწილი

უაკ: 615.849.1

ნაშრომი არის „მაიონიზებელი გამოსხივება მედიცინაში“ სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი – „მკურნალობა“.  განხილულია რადიოთერაპიის ძირითადი პრინციპები. თერაპიაში გამოყენებული დასხივების წყაროების მახასიათებლები, დანადგარების მუშაობის პრინციპები. დეტალურად არის განხილული მკურნალობის ისეთი თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა რადიოთერაპია, სხივური ქირურგია, პროტონო-სხივური თერაპია, ბრაქითერაპია, ნეიტრონული თერაპია და სხვა. მოყვანილია სხივურ თერაპიაში გამოყენებული დასხივების დოზები და გაზომვის ერთეულები. ასევე, სხვადასხვა დაავადების სხივური თერაპიის მაგალითები. დიდი ადგილი ეთმობა სამედიცინო კვლევებისას ადამიანზე რადიაციის ზემოქმედების ასპექტებს, პაციენტების რადიოაქტიურ უსაფრთხოებას. ასევე, განხილულია მაიონიზებელი მედიცინის კომპონენტებისაგან მოსახლეობის დაცვის პრინციპები. სახელმძღვანელოში აღწერილია ფოტონოთერაპიის თანამედროვე მეთოდები და მათი გამოყენების ისტორია. 
განკუთვნილია სტუ-ის სამედიცინო ფიზიკის, ფარმაციის, რადიაციული უსაფრთხოების სპეციალობის და სხვადასხვა ტექნიკური დარგის სტუდენტებისათვის. აგრეთვე, სასარგებლო იქნება სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც.

 

 

 

image-1
ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია

შრომის დაცვა

უაკ: 381.8.82.614.8.084.691

სახელმძღვანელოში მოცემულია შრომის დაცვის, საწარმოო სანიტარიისა და ჰიგიენის, უსაფრთხოების ტექნიკის საერთო და სპეციფიკური საკითხები, ყურადღებაა გამახვილებული საშენ მასალათა წარმოებაში პროფესიული რისკების შეფასებაზე, საწარმოო მავნეობათა იდენტიფიცირებაზე.
წიგნში სისტემურად და ამომწურავადაა წარმოდგენილი საშენ მასალათა (ცემენტი, აგური, კერამიკული ნაწარმი, მინა და მინის ბაზაზე დამზადებული მასალები, აზბოცემენტი) წარმოების ტექნოლოგიები, ძირითადი მავნე და საშიში საწარმოო ფაქტორები, მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და პროფილაქტიკური ღონისძიებები.
განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა შრომის პირობების გაუმჯობესების ზოგადი მეთოდები, ელექტროუსაფრთხოება, სამრეწველო გამოსხივება, ხმაური, ვიბრაცია, საშენ მასალათა საწარმოებში გამოყენებული მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, გარემოს დაცვის ღონისძიებები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, პირველადი სამედიცინო დახმარება.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ცემენტის, მინისა და კერამიკული მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრებისათვის, წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს ამავე დარგის ყველა სპეციალობის ბაკალავრებს, საშენ მასალათა წარმოების ობიექტებზე დასაქმებულ პერსონალს, შრომის დაცვის მენეჯმენტზე პასუხისმგებელ პირებს და ტექნიკურ ინსპექტორებს.

 

 

image-1
გ. ჭელიძე

მანქანათა ნაწილები

უაკ: 621.83

შედგენილია მანქანათა ნაწილების იმ ზოგადი მოკლე კურსის მიხედვით, რომელსაც ავტორი კითხულობს ათეული წლების განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების როგორც მექანიკური და სატრანსპორტო სპეციალობის, ისე არამექანიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე სასარგებლო იქნება  საკონსტრუქტორო ბიუროებში მომუშავე კონსტრუქტორთათვის.

 

 

image-1
გ. ჯოლია, დ. სეხნიაშვილი

ინტერნეტ-მარკეტინგი

უაკ: 681.3

სახელმძღვანელოში განხილულია ინტერნეტ-მარკეტინგის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები, კერძოდ, აღწერილია ინტერნეტისა და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძველზე მარკეტინგის სრულიად ახალი მიმართულების − ინტერნეტ-მარკეტინგის წარმოშობა, ინტერნეტ-მარკეტინგის ინფრასტრუქტურის ძირითადი ელემენტები: ქსელი და მისი სამსახურები, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები, საგადამხდელო ინტერნეტ-სისტემები. გაშუქებულია მარკეტინგული კვლევების ორგანიზაცია, სასაქონლო, საფასო, განაწილებისა და კომუნიკაციური პოლიტიკა.
სახელმძღვანელო გათვალისწინებულია ეკონომიკური პროფილის სპეციალობის ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის, აგრეთვე ინტერნეტ-მარკეტინგისა და ელექტრონული კომერციის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

 

image-1
ზ. ჩაჩხიანი

მაგნეტოქიმია
II ნაწილი

უაკ: 541.139

წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ფიზიკური ქიმიის შემადგენელ ნაწილს სახელწოდებით მაგნეტოქიმია. ის შეისწავლის ნივთიერებათა მაგნიტური და ქიმიური თვისებების ურთიერთქმედების კავშირებს; ადგენს აღნიშნული თვისებების განმსაზღვრელ ნივთიერებათა ქიმიურ შემადგენლობასა და სტრუქტურას. სახელმძღვანელოში საფუძვლიანადაა გაანალიზებული როგორც სტატისტიკური თერმოდინამიკის საკითხები, ასევე მეთოდები გამოყენებული მყარი სხეულების ქიმიაში. ფართოდაა შესწავლილი მყარ სხეულებში დიამაგნეტიზმისა და პარამაგნეტიზმის ბუნება და მათი მიკროსკოპული მექანიზმები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ფიზიკისა და ქიმიის სპეციალისტების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის. ის აგრეთვე სასარგებლო იქნება იმ მეცნიერ თანამშრომლებისა და ინჟინრებისათვის, რომლებიც მუშაობენ ექსპერიმენტული ქიმიისა და ფიზიკის სხვადასხვა დარგებში.

 

 

image-1
ნ. მაჭავარიანი, ნ. რატიანი

საწარმოო ტრავმატიზმი და პროფესიული დაავადებები

უაკ: 362.654:616-057

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია საწარმოებში საწარმოო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებების წარმოშობის მიზეზები, ცნება სახიფათო ზონაზე, ტრავმებისა და პროფესიული დაავადებების სახეები; განხილულია პროფესიული დაავადებების დინამიკა, უკანასკნელ წლებში სამრეწველო დარგებისა და გამომწვევი მიზეზების მიხედვით. ასევე, საწარმოო ტრავმატიზმი და პროფესიული დაავადებები ქიმიურ და კვების მრეწველობაში, სატრანსპორტო მეურნეობაში, სამთო და მეტალურგიულ საწარმოებში, ცემენტის წარმოებაში. მოცემულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებები და პირველადი დახმარება უბედური შემთხვევის დროს. მუშების სწავლება და ინსტრუქტაჟი.
სახელმძღვანელოს ცალკე თავად დართული აქვს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება“ სპეციალობის მაგისტრებისათვის. ასევე, იმ ფართო წრის სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ უშუალოდ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.