უაკ: 711
ჩამოყალიბებულია საპროექტო-დაგეგმარებითი სამუშაოების სისტემა. განხილულია ქალაქების კლასიფიკაცია, მათი მოსახლეობის პერსპექტიული რაოდენობის განსაზღვრა და დაგეგმარებითი სტრუქტურები. ძირითადი ყურადღება ეთმობა დასახლებათა სამოსახლო ზონის დაგეგმარებისა და განაშენიანების, საზოგადოებრივი მომსახურების, მწვანე ნარგავების, ქუჩების, გზების ორგანიზაციისა და არქიტექტურულ-სივრცობრივ კომპოზიციის საკითხებს, რომლებიც წამოიჭრება თავისუფალი ტერიტორიების ათვისებისას. ნაშრომში შეტანილია მოცემულობები ესკიზური პროექტების შესადგენად ქალაქთმშენებლობაში მოკლე მეთოდური მითითებებით, აგრეთვე ქალაქთმშენებლობის ტერმინებისა და ცნებების განმარტება. სახელმძღვანელო ილუსტრირებულია დასახლებათა სამოსახლო ზონის დაგეგმარებისა და განაშენიანების თეორიული სქემებით და პრაქტიკის მაგალითებით. სახელმძღვანელო გათვალისწინებულია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი სასარგებლო იქნება პრაქტიკოს არქიტექტორებისათვის და მშენებლებისათვის, მეცნიერ-მუშაკებისათვის, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის პრობლემებით.
უაკ: 629.472.7-629.4.077
სახელმძღვანელო შედგენილია მოქმედი პროგრამის შესაბამისი სილაბუსის მიხედვით. წიგნში გაშუქებულია ლიანდაგზე მოძრაობისას ვაგონების რხევათა სახეები, თვლის დინამიკური ზემოქმედება რელსის მიმართ და ვაგონის დინამიკის საანგარიშო მოდელები. განხილულია ერთმაგი და ორმაგი რესორული ჩამოკიდების მქონე ვაგონის კონსტრუქცია და რხევები, მოცემულია ღონისძიებანი ამ რხევების შესამცირებლად. დამუშავებულია ვაგონის მდგრადობის საკითხები სწორ და მრუდე უბნებზე მოძრაობის დროს. გამოკვლეულია ვაგონის ძარისა და ვაგონზე დამაგრებული მექანიზმების დრეკადი რხევები. დამუშავებულია ვიბროდაცვის საკითხები. განხილულია ვაგონების დანადგარების მექანიზმებისა და სამუხრუჭო სისტემების დინამიკური კვლევის პრობლემები. წიგნი განკუთვნილია რკინიგზის ტრანსპორტის დოქტორანტებისათვის. იგი სარგებლობას მოუტანს მეცნიერ-მუშაკებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ვაგონების ოპტიმალურ პროექტირებასთან.
უაკ: (629.463.12+656.225.444)
სახელმძღვანელოში გადმოცემულია ხელოვნური სიცივის მიღების ძირითადი თეორიული დებულებანი, ვაგონების სამაცივრო ნაგებობების გაანგარიშების საფუძვლები; მოცემულია იზოთერმული მოძრავი შემადგენლობის ვაგონების ტექნიკური პარამეტრები, მათი აგებულება, გამოყენების ეტაპები და მომსახურების ფორმები; მოყვანილია იზოთერმული ვაგონებისა და კონტეინერების სამაცივრო მოწყობილობების გაანგარიშების საწყისი განტოლებები; ჩატარებულია მაცივარი აგრეგატების ენერგეტიკული მაჩვენებლებისა და მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების ანალიზი; დამუშავებულია მალფუჭებადი ტვირთების მომზადებისა და გადაზიდვის ორგანიზაციის საკითხები რკინიგზისა და სხვა სახის სამაცივრო ტრანსპორტისათვის. სახელმძღვანელო დაწერილია დისციპლინის „რკინიგზის სამაცივრო ტრანსპორტის“ მოქმედი სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია სარკინიგზო ტრანსპორტის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 22.151.3
მოცემულია გრაფიკული სამუშაოები, რომლებიც მსმენელს მიეწოდება პერსონალური კომპიუტერის საშუალებით, როგორც პროგრამული პროდუქტი – AutoCAD. გეომეტრიული მოდელირებისა და ნახაზის შედგენის ტექნოლოგიის გამოყენებით, მსმენელი ითვისებს კომპიუტერული გრაფიკის მეთოდებსა და საშუალებებს; შეიძენს კონკრეტული დარგობრივი პროგრამების პაკეტებთან მუშაობისა და დეტალის სამუშაო ნახაზების, საკონსტრუქტორო დოკუმენტაციების გასაფორმებლად საჭირო გამოცდილებასა და ცოდნას.სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრის მსმენელებისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მოსამზადებელი სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების, სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ინჟინრებისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და მინიმალურ დონეზე აქვთ ათვისებული კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
უაკ: 624.012.35.46
ნაშრომში მოცემულია ზოგადი ცნობები სამრეწველო და სამოქალაქო შენობების რკინაბეტონის სამშენებლო კონსტრუქციების შესახებ, რკინაბეტონის წინაღობის თეორიის, ჩვეულებრივი და წინასწარდაძაბული ელემენტების კონსტრუქციული გადაწყვეტებისა და გაანგარიშების საფუძვლები. შედგენილია რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშების ამჟამად მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.869
ნაშრომში წარმოდგენილია სასწავლო კურსის „სამშენებლო, საგზაო მანქანები და მოწყობილობები“ მეორე ნაწილი. კერძოდ, განხილულია მანქანები და დანადგარები სამშენებლო მასალების შესარევად და მათი ტრანსპორტირებისათვის. მოცემულია ძირითადი სამშენებლო მასალების – ბეტონისა და სამშენებლო ხსნარების, აგრეთვე მინერალური შემკვრელების წარმოებაში შლამებისა და სუსპენზიების მოსამზადებელი მანქანებისა და დანადგარების კონსტრუქციები, მათი მუშაობის პრინციპი და ძირითადი პარამეტრების გაანგარიშების საფუძვლები. განხილულია აგრეთვე მასალების დოზირებისა და ტრანსპორტირების საშუალებები და დამხმარე მოწყობილობები, ბეტონისა და სამშენებლო ხსნარების ქარხნები. ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების „ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო, საგზაო, სალიანდაგო მანქანებისა და მოწყობილობების“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოდ. იგი გამოადგებათ, აგრეთვე, ამავე სპეციალობის მაგისტრანტებს და განხილული მანქანა-დანადგარების პროექტირებითა და ექსპლუატაციის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.
ნაშრომში წარმოდგენილია სასწავლო კურსის „სამშენებლო, საგზაო მანქანები და მოწყობილობების“ ერთი ნაწილი, კერძოდ, სამსხვრევ-სახარისხებელი მანქანები და დანადგარები. განხილულია მათი კონსტრუქციები, მუშაობის პრინციპი და გაანგარიშების საფუძვლები. საცნობარო მონაცემები და გაანგარიშების მაგალითები აქ არ არის მოტანილი, რადგან არსებობს შესაბამისი მეთოდური ლიტერატურა. ნაშრომი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების „ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო, საგზაო, სალიანდაგო მანქანებისა და მოწყობილობების“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის. იგი ასევე გამოადგებათ მაგისტრანტებს და ამ მანქანა-დანადგარების დაპროექტირებისა და ექსპლუატაციის საკითხებით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 669. 21/23 (075.8)
სახელმძღვანელოში მოცემული ცნობები ახასიათებს ოქროსა და ვერცხლის თანამედროვე მეტალურგიულ წარმოებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბოლო 20-30 წლის მანძილზე რეალიზებულ პროცესებს და ზოგიერთ თეორიულ საკითხს, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ოქროსა და ვერცხლის გახსნასა და ხსნარებიდან მათ გამოყოფასთან.მოცემულია ისტორიული ცნობები ოქროსა და ვერცხლის მეტალურგიის წარმოშობისა და განვითარების, მსოფლიოში მათი წარმოების მასშტაბების, მოხმარების სტრუქტურის, სავალუტო ფუნქციისა და გამოყენების სფეროების შესახებ. აღწერილია ოქროსა და ვერცხლის შემცველი ნედლეულების მოსამზადებელი და გამამდიდრებელი ოპერაციები; ამოწვლილვის ტექნოლოგიები ქვიშრობებიდან და ძირეული საბადოებიდან; განხილულია თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები; საზღვარგარეთის მეტალურგიული და აფინაჟის ქარხნების პრაქტიკა. მოცემულია ცნობები კეთილშობილი ლითონების მეორეული მეტალურგიის შესახებ, რომელიც მოიცავს ნედლეულის კლასიფიკაციას და მახასიათებლებს, მათი გამდიდრების და მეტალურგიულად გადამუშავების მეთოდებს.სახელმძღვანელო განკუთვნილია სწავლების ყველა დონის სტუდენტებისთვის, რომლებიც ეუფლებიან კეთილშობილი ლითონების მეტალურგიას და ამ სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.
უაკ: 528.48(075.8)
წიგნში განხილულია სატრანსპორტო საინჟინრო ნაგებობათა, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური, პრეციზიული და სხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობისას ჩასატარებელი საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოები – მიმოკვლევის, გეოდეზიურ სამუშაოთა დაპროექტების, დაკვალვის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის სტადიებში. დეტალურადაა განხილული საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოები, რომლებიც უნდა შესრულდეს საგზაო მშენებლობის, ხიდებისა და გვირაბების გეოდეზიური უზრუნველყოფის, შემხვედრი გვირაბების გაყვანისა და მიწისქვეშა გეოდეზიური საფუძვლის ორიენტირების ხერხების გამოყენების, პრეციზიულ ნაგებობათა მშენებლობის დროს და სხვა. განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიის, მარკშეიდერიისა და კადასტრის სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.