უაკ: 624.131.31
სახელმძღვანელოში „საინჟინრო გეოლოგია“ განხილულია საინჟინრო გეოლოგიის ფართო წრე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინჟინრო-გეოდინამიკურ პროცესების აღწერას, როგორიცაა კარსტი, სუფოზია, ჯდენები, მეწყერები და სხვ.აქვეა წარმოდგენილი ჰიდროგეოლოგიის ზოგიერთი საკვანძო საკითხები, რომელთა განხილვა საჭიროდ მივიჩნიეთ.წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს ჰიდროგეოლოგიასა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულების მაგისტრატურის და ბაკალავრიატის სასწავლო დისციპლინაში. ის შინაარსობრივად და სტრუქტურულად აგებულია სასწავლო დისციპლინის სილაბუსებზე.
უაკ: 613.6 (075.8)
განხილულია შრომის ჰიგიენის აქტუალური საკითხები. მოცემულია ძირითადი მავნე და საშიში საწარმოო ფაქტორების ჰიგიენური დახასიათება, რომლებიც გვხვდება ეკონომიკის სხვადასხვა დარგის საწარმოებში. მოცემულია ადამიანის ორგანიზმზე ამ ფაქტორების ბიოლოგიური ზემოქმედება და პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელთა წარმატებით გატარება უზრუნველყოფს ნებისმიერ საწარმოში შრომის უსაფრთხო და ჯანმრთელ პირობებს. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასების“ და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სტუდენტებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს, ახალი ტექნოლოგიური პროცესების შექმნაზე მომუშავე მეცნიერ მუშაკებსა და ტექნიკურ ინსპექტორებს.
უაკ: 6293.113
სახელმძღვანელოში განხილულია როგორც საერთო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზოგადი მოწყობილობა და კლასიფიკაცია, ასევე, სპეციალიზებული მოძრავი შემადგენლობის სახეები და ზოგადი კონსტრუქციები. ამავდროულად, სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ჰიბრიდული ავტომობილებისა და ელექტრომობილების აღწერილობა და მუშაობის პრინციპი.ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს საავტომობილო ტრანსპორტის დარგის მუშაკებსაც.
უაკ: 532:331.48:627.133
განხილულია წყალსამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი თეორიული და პრაქტიკული საკითხები: ჰიდრავლიკის საფუძვლები, ჰიდროლოგიის ამოცანები, ჰიდრომეტრიულ კვლევათა მეთოდები და ხელსაწყოები, ხიდებისა და საგზაო მილების ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდები. შედგენილია პროგრამის სრული შესაბამისობით. განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 004.5
გადმოცემულია კორპორაციათა ბიზნესპროცესების ანალიზის და ინტელექტუალური მართვის (BI) ტექნოლოგიის საფუძვლები. დეტალურადაა აღწერილი BI ტექნოლოგიის სტრუქტურა და გამოყენების სფეროები, რაც საწარმოო და ინტელექტუალური რესურსების მართვის და კორპორაციული ბიზნესპროცესების ირგვლივ ფოკუსირდება. BI ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტის – მონაცემთა აღმოჩენისა და ღრმა ანალიზის კონცეფციის (Data Minning) ჭრილში განხილულია გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი სისტემებისა და მეთოდების გამოყენება, ხოლო მონაცემთა ანალიზის თვალსაზრისით აღწერილია მონაცემთა საცავების ტექნოლოგია. სადემონსტრაციო მაგალითის რეალიზაციისთვის შემოთავაზებულია ინტელექტუალური რესურსების განვითარების ინტეგრირებული ავტომატიზებული სისტემის დამუშავება, როგორც ელექტრონული სწავლების სისტემებში BI ტექნოლოგიის გამოყენების ნიმუში. სახელმძღვანელო განკუთვნილია პრაქტიკული და გამოყენებითი ინფორმატიკის დარგის სპეციალისტებისთვის, განსაკუთრებით მართვის საინფორმაციო სისტემების მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.
უაკ: 341
განხილულია ენერგობიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, ლიცენზირებისა და ტარიფის დადგენის პრინციპები ელექტროენერგეტიკის სფეროში, შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები, გადასახადების, მოსაკრებლების არსი და მათი გამოყენება ენერგობიზნესის პროცესში. განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრანტების, დოქტორანტების და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
უაკ: 681.3.06
დაპროგრამების ენა C++ გამოიყენება თანამედროვე, მაღალმწარმოებლური პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად და უაღრესად პოპულარულია პროგრამისტებს შორის. ამ ენას ხშირად უნივერსალურსაც კი უწოდებენ, რადგანაც მისი საშუალებით შესაძლებელია ამოცანების გადაწყვეტა პრაქტიკულად ყველა სფეროში. ამიტომ ენა C++ ისწავლება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში და ასევე აქტუალურია მისი შესწავლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც.აღწერილია დაპროგრამების ენის C++ სინტაქსი, მონაცემთა ტიპები, ოპერატორები, ოპერაციები და მათი საშუალებით ფუნდამენტური ალგორითმების გადაწყვეტა.სახელმძღვანელოში უხვადაა საილუსტრაციო პროგრამები, რაც, თვალსაჩინოს ხდის გადმოცემულ მასალას და აადვილებს მის შესწავლას. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ ნებისმიერ თეორიულ საკითხს მაგალითის სახით ახლავს კონკრეტული პროგრამის საწყისი კოდი.განკუთნილია სტუ-ს სტუდენტებისა და დაპროგრამების საწყისებით დაინტერესებული ყველა პირისათვის.
უაკ: 625.1
სახელმძღვანელოში განხილულია ლიანდაგის, ნაგებობების და მოწყობილობების დათვალიერების და შემოწმების ძირითადი წესები. მოცემულია რელსების, სამაგრების, შპალების, საბალასტო პრიზმის, ისრული გადამყვანების, მიწის ვაკისის, ხიდებზე და გვირაბებში განლაგებული ლიანდაგის დათვალიერების წესები. აღწერილია უპირაპირო ლიანდაგის, ავტობლოკირების და ელექტრული წევის უბნებზე, ჩქაროსნულ უბნებზე, სადგურებში, წლის სხვადასხვა დროს ლიანდაგის დათვალიერების თავისებურებები. გადმოცემულია უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის საკითხები ლიანდაგის დათვალიერებისას, პირველადი სამედიცინო დახმარების ხერხები უბედური შემთხვევების დროს. მოტანილია საცნობარო და ნორმატიულ-ტექნიკური მასალები. სახელმძღვანელო განკუთვნილია რკინიგზის ტრანსპორტის დარგის ბაკალავრებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს, აგრეთვე, რკინიგზის ტრანსპორტის, კერძოდ სალიანდაგო მეურნეობაში დაკავებულ ექსპლუატაციის მუშაკებს და ინჟინერ-მშენებლებს.
უაკ: 624; 69; 616-07
განხილულია შენობის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენა-დიაგნოსტიკის მეთოდები, რემონტისა და რეკონსტრუქციის აუცილებლობა ნაგებობის ფიზიკური და მორალური ცვეთისას, საერთო გამოკვლევის შედეგების მიხედვით სარეკონსტრუქციო შენობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, შენობის შემადგენელი ყოველი ელემენტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროგრესული მეთოდები, შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის წარმოების ტექნოლოგიური თავისებურებები. მოყვანილია სამშენებლო-სარემონტო ორგანიზაციების მიერ დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით ეფექტური ტექნიკურ გადაწყვეტილებათა შერჩევის თავისებურებები. განკუთვნილია სამშენებლო-სარემონტო ორგანიზაციებში მომუშავე ფართო მასებისათვის.