უაკ: 72.04
Задача лекционного курса - изучение студентами традиционных и инновационных отделочных материалов искусственного и природного происхождения, используемых в архитектурном проектировании, их классификации, физической сущности свойств, основ производства, ассортимента и характеристик изделий на их основе, а также получение опыта их использования в архитектурно-строительной и проектной практике.
Лекционного курс в основном предназначен для студентов бакалавриата и магистратуры факультета архитектуры, урбанистики и дизайна.
უაკ: 72
სალექციო კურსის მიზანია, ასწავლოს სტუდენტებს არქიტექტურულ დიზაინში გამოყენებული ხელოვნური და ბუნებრივი წარმოშობის ტრადიციული და ინოვაციური მოსაპირკეთებელი მასალები, მათი კლასიფიკაცია, თვისებების ფიზიკური არსი, წარმოების საფუძვლები, მათზე დაფუძნებული პროდუქციის ასორტიმენტი და მახასიათებლები, ასევე შესძინოს მათ არქიტექტურულ-სამშენებლო და დიზაინერულ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
ნაშრომი ძირითადად განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.86/87
წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის („ტრანსპორტის“ საგანმანათლებლო პროგრამა) ბაკალავრებისათვის. ნაშრომი დახმარებას გაუწევს სარკინიგზო ტრანსპორტის ავტომატიკის, ტელემექანიკისა და კავშირგაბმულობის სამსახურის თანამშრომელთა ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებს, ელექტრომექანიკოსებსა და ელექტრომონტიორებს.
უაკ: 621
დამხმარე სახელმძღვანელოში „ტექნოლოგიური პროცესები მანქანათმშენებლობაში“, განხილულია მანქანათა დეტალების საკონსტრუქციო და ლითონსაჭრელი იარაღების მასალები, ლითონების ჭრით, მექანიკური დამუშავების თეორიული საფუძვლები, სიზუსტე, ზედაპირის ხარისხი და მათი კონტროლის საშუალებები, მანქანათმშენებლობაში გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესები (ლითონების ჩამოსხმა, წნევით დამუშავება, შედუღება, მირჩილვა და ა. შ.), მექანიკური დამუშავების ტექნოლოგიური მეთოდები (ახარატება, ბურღვა, ფრეზვა, კბილების დამუშავება, ხეხვა, საფინიშე და გამომყვანი მეთოდები), მანქანათა დეტალების დამზადების ტექნოლოგიური პროცესის მომზადების, მისი უზრუნველყოფისა და შესრულების საკითხები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის მონათესავე სპეციალობების ბაკა-ლავრიატის, აგრეთვე პროფესიული სწავლების მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის სტუდენტებისა და სამანქანათმშენებლო საწარმოთა სპეციალისტებისათვის.
უაკ: 513.491/494
რვეულში შეტანილი ამოცანები დაყოფილია თხუთმეტი პრაქტიკული მეცადინეობის გათვალისწინებით და შეესაბამება მოქმედ სილაბუსს. ამოცანების პირობები მოცემულია როგორც გრაფიკული გამოსახულებების, ისე ტექსტური ინფორმაციის საშუალებით.
ნაშრომის ძირითადი პედაგოგიური კონცეფცია დამუშავებულია და აპრობირებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოს ძირითადი პედაგოგიური კონცეფცია დამუშავებულია და აპრობირებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 666.1.013.14
ნაშრომში განზოგადებულია ექსპერიმენტული, თეორიული მიღწევები და პრაქტიკული გამოცდილება ფერადი მინებისა და შემფერავების (მათ შორის დისპერსიული ლითონების საფუძველზე) ქიმიის სფეროში. განხილულია ფერადი მხატვრული და სპეციალური დანიშნულების მინების წარმოების მეთოდები. მოცემულია მინის შემფერავების ფართო ასორტიმენტის დახასიათება, მათი კლასიფიკაცია მინის მასაში შეყვანილი შემფერავების მოქმედების მიხედვით და შეფერილი მინების შედგენილობის კონკრეტული მაგალითები, ასევე შეფერილი მინების ხარშვის ოპტიმალური პირობები.
განკუთვნილია სილიკატების ტექნოლოგიის სპეციალობების სტუდენტების, დოქტორანტების, მეცნიერი მუშაკების, პროფესორ-მასწავლებლების, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისა და ხელოვნების დარგის სპეციალისტებისთვის.
უაკ: 626.87
სახელმძღვანელოში განხილულია სამელიორაცო-სატუმბი სადგურების გაანგარიშებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები. მოყვანილია ამ საკითხების შესახებ მოკლე თეორიული ცნობები და გაანგარიშების მაგალითები.
ნაშრომი განკუთვნილია აგროსაინჟინრო სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.