უაკ: 666.29
გადმოცემულია მინანქრების და მომინანქრებული ზედაპირების თვისებების განსაზღვრის და კონტროლის მეთოდები და საშუალებები. განკუთვნილია სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი ორგანიზაციების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტების და საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისთვის, რომლებიც მინისებრი მასალების და საფარების მიღების სფეროთი არიან დაინტერესებული.
უაკ: 2(02)
საქართველოს ისტორია არ არის განებივრებული ისეთი სასულიერო პირებით, რომლებიც გარდა თეოლოგიური განათლებისა ფლობდნენ საერო მეცნიერებებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია-მონასტრები ყოველთვის წარმოადგენდნენ სასწავლო-საგანმანათლებლო კერებსაც, და სრული სისავსით მოიხმარდნენ თანადროულ მეცნიერულ ინოვაციებს, მაინც ეკლესიის ისტორიას მცირე სახელები შემორჩა იმ ადამიანებისა, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები და მოღვაწეობა დაუტოვეს შთამომავლობას: იაკობ ხუცესი, იოანე საბანისძე, გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელი, ექვთიმე ათონელი, გიორგი ათონელი, ლეონტი მროველი, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, იოანე ბოლნელი, იოანე მანგლელი, ანტონ პირველი, გაიოზ რექტორი, გაბრიელ ქიქოძე, კირიონ მეორე, გრიგოლ ფერაძე. წმ. ილია მართალმა წმ. გაბრიელ ქიქოძის დაკრძალვაზე წარმოთქმულ პანეგირიკში ხაზი გაუსვა იმერეთის ეპისკოპოსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს, რომელიც საერთოა ზემოთ ჩამოთვლილ სასულიერო პირებთან - ესაა გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება! ფრიად სასიხარულოა, რომ მე-20 საუკუნეში უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 1981 წელს მღვდელმთავრად გამოარჩია მეუფე ანანია ჯაფარიძე. იგი თავისი ფართო დიაპაზონიანი სამეცნიერო მოღვაწეობით იმ მცირე სასულიერო პირების რიცხვში აღირაცხება, რომელთაც საქართველოს ეკლესია არამარტო აქამომდე მოიყვანეს, არამედ მისი სულიერ-ინტელექტუალური ბაზისიც, რამაც თავის მხრივ განსაზღვრა და ჩამოაყალიბა ქართველი ერი, საკუთარი იდენტობით - მამული, ენა, სარწმუნოება!
უაკ: 631.42
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოლოგიის დეპარტამენტის, აგრარული ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის ინჟინერიისა და სატყეო საქმის მიმართულების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის. მასში ძირითადად განხილულია ნიადაგის ეკოქიმიური გამოკვლევის ბაზისური მეთოდები ნიადაგის ნაყოფიერებისა და ეკოლოგიური სრულფასოვნების დადგენის თვალსაზრისით.
უაკ: 801.32
ზოგადტერმინოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო განმარტებითი ლექსიკონის პირველი წიგნი მოიცავს 5300-ზე მეტ სიტყვა-ტერმინს, სპეციფიკურ ცნებასა და ფრაზეოლოგიურ გამონათქვამს. ლექსიკონში ასახვა პოვა ისეთმა სასწავლო-სამეცნიერო დარგებმა და დისციპლინებმა, როგორიცაა: ა. ზოგადსაგანმანათლებლო ცნება-ტერმინები, ბ. ეკონომიკა, ბიზნესი, მარკეტინგი, გ. პოლიტიკა, დიპლომატია, სამართალი, დ. მასობრივი კომუნიკაციები. ზოგადტერმინოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო განმარტებითი ლექსიკონი განკუთვნილია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
უაკ: 546
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. განხილულია ძირითადი არაორგანული ნაერთების ექსპერტიზა, რომელთა წარმოება, ექსპორტი და იმპორტი ხდება საქართველოში. პროდუქციის სტანდარტთან იდენტიფიკაციის დადგენის თვალსაზრისით გამოყენებულია კვლევის ბაზისური მეთოდები.
უაკ: 800.8
აღწერილია NI ELVIS II მოწყობილობების ძირითადი აპარატურული საშუალებები, განხილულია ზოგადი მახასიათებლები, ძირითადი სიგნალები და პროგრამული საშუალებები. განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც შეისწავლიან შემდეგ კურსებს: „ელექტროტექნიკა“, „ელექტრონიკა და ელექტროტექნიკა“, „ელექტრონიკა და სქემოტექნიკა“, „მიკროპროცესორული ტექნიკა“, „ანალოგური საზომი მოწყობილობები“, „ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების ანალოგური მოწყობილობები“. მომზადებულია National Instruments Corporation - ის დოკუმენტაციების მიხდვით, რომელიც წარმოდგენილია საიტზე: www.ni.com.
უაკ: 616.07
საერთაშორისო პრაქტიკაში დიაგნოსტირების ფართოდ გავრცელებული მეთოდების გადმოცემა, გაცნობიერება და შესწავლა, რომლებიც ფუნდამენტურ მეცნიერებათა უკანასკნელ მიღწევებზეა დამყარებული დამხმარე სახელმძღვანელოს განხილულვის ძირითად საგანს წარმოადგენს.ნაშრომი განკუთვნილია ტექნიკური სისტემების პროექტირების, ექსპლუატაციის, დიაგნოსტირებისა და სარემონტო სამუშაოების ასევე მათი გამოცდისა და კონტროლის შემსწავლელი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელო ასევე ქმედით დახმარებას გაუწევს აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.
უაკ: 681.3
დამხმარე სახელმძღვანელოში განიხილება National Instrument (NI) ფირმის მიერ, 30 წლის წინათ, შექმნილი და მუდმივად განახლებადი პროდუქტს LabVIEW-ს სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელსაც იყენებენ ვირტუალური საზომი კომპლექსების, საგამოცდო სტენდების და მართვის სისტემების შექმნისათვის, რეალურ ობიექტებთან მუშაობის შესაძლებლობით.მოცემული დამხმარე სახელმძღვანელო შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გრაფიკული დაპროგრამების ენის LabVIEW სივრცის, ასევე ზოგიერთი საბაზისო ფუნქციის გასაცნობად, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია გაზომვის შედეგების მონაცემთა ბაზების შექმნისა და მართვის პროცესების განხორციელება.დამხმარე სახელმძღვანელო სრულად მოიცავს სასწავლო კურსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გათვალისწინებულია საინფორმაციო საზომი სისტემების შემსწავლელი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.
უაკ: 621.93
ნაშრომში მოცემულია ლითონსაჭრელი ჩარხების კინემატიკური სქემების ძირითადი პირობითი აღნიშვნები, ტიპური ამძრავები და მექანიზმები, სიჩქარის საფეხურიანი ცვლილების, მოძრაობის რევერსირების, სწორხაზოვანი წინსვლით-უკუსვლითი მოძრაობის, წყვეტილი მოძრაობის მისაღებად და ლითონსაჭრელი ჩარხების სხვა ტიპური მექანიზმები. მათი აღნიშვნები და მოკლე დახასიათებები.ნაშრომი ხელს შეუწყობს მექანიკის ინჟინერიის სტუდენტს ლითონსაჭრელი ჩარხების, მათი კვანძების შესწავლისას. ასევე დაეხმარება ხელობის შემსწავლელ პირებს სპეციალობის დაუფლებაში.