image-1
Л. Матешвили

Проблемы объявления христианства государственной религией в Грузии

უაკ: 2(02)

Изучение проблемы объявления христианства государственной религией в Грузии и выявление адекватных версий поможет исследо­вателям при глубоком и комплексном изучении разных аспектов христианской истории, как в Грузии, так и за ее пределами. Оно так же будет полезно специалистам по религиоведению, поскольку изучение вопросов современной христианизации без учета основ этих процессов не будет полным.

 

 

image-1
ა. ლეჟავა, მ. ცინცაძე, ნ. კუციავა

ქიმია სხვადასხვა დარგის მეცნიერთა კვლევებში IV ნაწილი

უაკ: 54

ბიბლიოგრაფიულ კრებულში „ქიმია სხვადასხვა დარგის მეცნიერთა კვლევებში“ ნაწ. IV გაშუქებულია ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო მეცნიერთა სამეცნიერო მოღვაწეობა და კვლევები, რომელთა შედეგები წარმატებით დაინერგა პრაქტიკაში და უმრავლესობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
წიგნი ნათელ წარმოდგენას შეუქმნის სტუ-ს სტუდენტებს (და ზოგადად მკითხველს), რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტექნიკური კადრების სამჭედლოს − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰყავს ღრმად მოაზროვნე მეცნიერები, რომელთა პროდუქტიულმა შემოქმედებამ მსოფლიო მასშტაბებს მიაღწია.

 

 

image-1
თ. კაიშაური, ქ. კვესელავა, მ. მაღალაშვილი, ლ. თედეშვილი

კომპიუტერული გრაფიკის პრაქტიკული კურსი მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოებისათვის Adobe Photoshop I ნაწილი

უაკ: 681.3

აღწერილია იმ ლაბორატორიულ სამუშაოთა ჩატარების მეთოდიკა, რომლებიც აუცილებლად უნდა შეასრულოს სტუდენტმა ამ საგანში გამოცდაზე დასაშვებად. კომპიუტერული გრაფიკის პრაქტიკული კურსის (Adobe Photoshop) მასალა ძირითადად შეისწავლება ილუსტრაციებზე დაყრდნობით.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ყველა სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ვ. გორდელაძე, ა. სარუხანიშვილი

კონტროლის მეთოდები და საშუალებები მინანქრის და მომინანქრების ტექნოლოგიაში

უაკ: 666.29

გადმოცემულია მინანქრების და მომინანქრებული ზედაპირების თვისებების განსაზღვრის და კონტროლის მეთოდები და საშუალებები.
განკუთვნილია სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი ორგანიზაციების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტების და საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისთვის, რომლებიც მინისებრი მასალების და საფარების მიღების სფეროთი არიან დაინტერესებული.

 

 

image-1
ლ. მათეშვილი, ქ. მახაშვილი, ლ. ბოქოლიშვილი

მეცნიერი მღვდელმთავარი

უაკ: 2(02)

საქართველოს ისტორია არ არის განებივრებული ისეთი სასულიერო პირებით, რომლებიც გარდა თეოლოგიური განათლებისა ფლობდნენ საერო მეცნიერებებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია-მონასტრები ყოველთვის წარმოადგენდნენ სასწავლო-საგანმანათლებლო კერებსაც, და სრული სისავსით მოიხმარდნენ თანადროულ მეცნიერულ ინოვაციებს, მაინც ეკლესიის ისტორიას მცირე სახელები შემორჩა იმ ადამიანებისა, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები და მოღვაწეობა დაუტოვეს შთამომავლობას: იაკობ ხუცესი, იოანე საბანისძე, გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელი, ექვთიმე ათონელი, გიორგი ათონელი, ლეონტი მროველი, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, იოანე ბოლნელი, იოანე მანგლელი,  ანტონ პირველი, გაიოზ რექტორი, გაბრიელ ქიქოძე, კირიონ მეორე, გრიგოლ ფერაძე. წმ. ილია მართალმა წმ. გაბრიელ ქიქოძის დაკრძალვაზე წარმოთქმულ პანეგირიკში ხაზი გაუსვა იმერეთის ეპისკოპოსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს, რომელიც საერთოა ზემოთ ჩამოთვლილ სასულიერო პირებთან - ესაა გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება! ფრიად სასიხარულოა, რომ მე-20 საუკუნეში უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 1981 წელს მღვდელმთავრად გამოარჩია მეუფე ანანია ჯაფარიძე. იგი თავისი ფართო დიაპაზონიანი სამეცნიერო მოღვაწეობით იმ მცირე სასულიერო პირების რიცხვში აღირაცხება, რომელთაც საქართველოს ეკლესია არამარტო აქამომდე მოიყვანეს, არამედ მისი სულიერ-ინტელექტუალური ბაზისიც, რამაც თავის მხრივ განსაზღვრა და ჩამოაყალიბა ქართველი ერი, საკუთარი იდენტობით - მამული, ენა, სარწმუნოება!

 

 

image-1
გ. დანელია, თ. ფალავანდიშვილი

ლაბორატორიული პრაქტიკუმი ნიადაგის ეკოქიმიაში

უაკ: 631.42

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოლოგიის დეპარტამენტის, აგრარული ტექნოლოგიების,  გარემოს დაცვის ინჟინერიისა და სატყეო საქმის მიმართულების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის. მასში ძირითადად განხილულია ნიადაგის ეკოქიმიური გამოკვლევის ბაზისური მეთოდები ნიადაგის ნაყოფიერებისა და ეკოლოგიური სრულფასოვნების დადგენის თვალსაზრისით.

 

 

image-1
ბ. ცხადაძე, ი. კვესელავა, ე. ცხადაძე, ქ. კვესელავა

ზოგადტერმინოლოგიური ლექსიკონი (ეკონომიკა, ბიზნესი, მარკეტინგი, პოლიტიკა, სამართალი, მასობრივი კომუნიკაციები) I ნაწილი

უაკ: 801.32

ზოგადტერმინოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო განმარტებითი ლექსიკონის პირველი წიგნი მოიცავს 5300-ზე მეტ სიტყვა-ტერმინს, სპეციფიკურ ცნებასა და ფრაზეოლოგიურ გამონათქვამს. ლექსიკონში ასახვა პოვა ისეთმა სასწავლო-სამეცნიერო დარგებმა და დისციპლინებმა, როგორიცაა: ა. ზოგადსაგანმანათლებლო ცნება-ტერმინები, ბ. ეკონომიკა, ბიზნესი, მარკეტინგი, გ. პოლიტიკა, დიპლომატია, სამართალი, დ. მასობრივი კომუნიკაციები.
ზოგადტერმინოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო განმარტებითი ლექსიკონი განკუთვნილია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.

 

 

 

image-1
ზ. ბარდაჩიძე, მ. რომელაშვილი, მ. კუკულაძე

არაორგანული ნაერთების ექსპერტიზა ლაბორატორიული პრაქტიკუმი

უაკ: 546

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
განხილულია ძირითადი არაორგანული ნაერთების ექსპერტიზა, რომელთა წარმოება, ექსპორტი და იმპორტი ხდება საქართველოში. პროდუქციის სტანდარტთან იდენტიფიკაციის დადგენის თვალსაზრისით გამოყენებულია კვლევის ბაზისური მეთოდები.

 

 

image-1
ზ. აზმაიფარაშვილი, ნ. ოთხოზორია, მ. ისაკაძე

NI ELVIS II ლაბორატორიული პრაქტიკუმი NI ELVIS II პლატფორმის ბაზაზე

უაკ: 800.8

აღწერილია  NI ELVIS II  მოწყობილობების ძირითადი აპარატურული საშუალებები, განხილულია ზოგადი მახასიათებლები, ძირითადი სიგნალები და პროგრამული საშუალებები.
განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც შეისწავლიან შემდეგ კურსებს: „ელექტროტექნიკა“, „ელექტრონიკა და ელექტროტექნიკა“, „ელექტრონიკა და სქემოტექნიკა“, „მიკროპროცესორული ტექნიკა“, „ანალოგური საზომი მოწყობილობები“, „ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების ანალოგური მოწყობილობები“.
მომზადებულია National Instruments Corporation - ის დოკუმენტაციების მიხდვით, რომელიც წარმოდგენილია საიტზე: www.ni.com.