image-1
მ. ალმოევი, თ. ბოდოკია, გ. მუსელიანი

მეთოდიკური მითითებანი საკურსო პროექტ „სამრეწველო საწარმოს სათავსის ლუმინესცენციურნათურიანი სანათებით მუშა ელექტრული განათების მოწყობის“ შესასრულებლად

უაკ: 628.9.03

მოცემულია გამოსხივებისა და განათების თეორიაში მიღებული შუქტექნიკის ძირითადი ცნებები და განმარტებანი; ელექტრული განათების ძირითადი ელემენტების ტექნიკური პარამეტრები; შუქტექნიკური და ელექტროტექნიკური გაანგარიშების მეთოდები და განათების ქსელის სამონტაჟო სამუშაოების შესრულების წესი. მოყვანილია შესრულების თანამიმდევრობა, დანართში კი – ელექტრული განათების ანგარიშისათვის საჭირო მონაცემების ცხრილები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია „ელექტრომომარაგებისა და ელექტრომოწყობილობის“ მიმართულების სპეციალობის მაგისტრატურის, ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. იგი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ელექტროქსელებისა და სამრეწველო დაწესებულების ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს ელექტრული განათების სისტემის ექსპლუატაციისა და დაპროექტების დროს.

 

 

image-1
ვ. ზვიადაური

სამთო საწარმოთა ტრანსპორტის სპეციალური სახეობები ვიბრაციული მანქანები და მოწყობილობები

უაკ: 629.1/.7:622.6

განხილულია სხვადასხვა დანიშნულების სამთო ტექნოლოგიურ პროცესებსა და პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული ვიბრაციული მანქანები და მოწყობილობები. ასევე მანქანები ფხვიერი მასალის ჩატვირთვა-განტვირთვისა და მიწის სამუშაოებისათვის. აღწერილია მათი პრინციპული სქემები და მუშაობის პრინციპები.
წარმოდგენილია ზოგიერთი, პრაქტიკაში უფრო მეტად გამოყენებული, ვიბროამძრავები.
განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე იგი საინტერესო და სასარგებლო იქნება ვიბრაციული ტექნიკის სფეროში მომუშავე ინჟინრებისა და სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ა. ვაშაკიძე, ნ. სიდამონიძე, ლ. ჯიქიძე

კომპიუტერული გრაფიკა რასტრული გრაფიკა
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად I ნაწილი

უაკ: 681.3

მეთოდურ მითითებებში წარმოდგენილია კომპიუტერული გრაფიკის ერთ-ერთი ნაირსახეობის, რასტრული გრაფიკის შესწავლა Adobe Photoshop - ის მაგალითზე.
მეთოდური მითითებები განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის „კომპიუტერული სისტემები და ქსელები“ მიმართულების სტუდენტებისა და მაგისტრებისათვის, აგრეთვე ყველასთვის, ვისაც სურს შეისწავლოს რასტრული გრაფიკის ყველაზე უფრო პოპულარული და გავრცელებული რედაქტორი Adobe Photoshop.

 

 

image-1
ლ. გაჩეჩილაძე, ლ. იაშვილი, ლ. ნონიკაშვილი

ქსელური დაპროგრამება Java ენაზე

უაკ: 62-5

წიგნში განხილულია კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის სა­ფუძვ­ლები, ქსელური კლა­სები და ინტერფეისები, დეიტაგრამები, აპლეტებთან და სერვლე­ტებთან მუ­შა­ობის საშუა­ლე­ბები Java და­პროგ­რამების ენაზე, სერვე­რული ფურ­ცლე­ბის დამუ­შავება, JSP ტექნოლოგია და მისი ძირი­თადი კონსტრუქ­ციები, Java-ს სერვე­რული ფურცლების კავშირი Java ბინებთან.
მოცემულ საკითხებთან დაკავშირებული ვიდეომასალა წიგნში ყოველი თავის დასას­რულს ბმულების სახით არის მითი­თე­ბუ­ლი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია Java ენაზე ქსე­ლუ­რი დაპროგრამების ასათვი­სებ­ლად.

 

 

image-1
ლ. გაჩეჩილაძე, ლ. ნონიკაშვილი

მრავალნაკადური დაპროგრამება Java ენაზე

უაკ: 681.3

წიგნში განხილულია მრავალნაკადური დაპროგრამების საკვანძო საკითხები. კერძოდ, Java-ნაკადების მოდელი, ნაკადების სიმრავლის შექმნა და მათი პრიორიტეტები, ნაკადების სინქრონიზაციის უზრუნველყოფა, ნაკადშორისი კომუნიკაციები და ურთიერთბლოკირება, სხვადასხვა ტიპის ნაკადთან და ფაილურ სისტემასთან მუშაობა.
წიგნში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებული ვიდეომასალა ბმულების სახით არის მითითებული ყოველი თავის დასასრულს.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია Java ენაზე მრავალნაკადური დაპროგრამების ასათვისებლად.

 

 

image-1
ნ. მაისურაძე, ქ. ქოიავა, ნ. ბერაძე

ნავთობგაზიანი ფენის ფიზიკა

უაკ: 622.276.031.53(075.8)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ნავთობშემცველი ქანებისა და ფლუიდების თვისებები, კოლექტორის ფილტრაციულ-მოცულობითი მახასიათებლები, ფენში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები, ფენიდან ნავთობის გამოდევნის მექანიზმი, ფენზე ზემოქმედების მეთოდების ფიზიკური საფუძვლები.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტთათვის.

 

 

image-1
ი. აბულაძე

ლაბორატორიული სამუშაოები VBA ენაზე

უაკ: 681.3

განხილულია 10 ლაბორატორიულ-პრაქტიკული სამუშაოს შესრულების მეთოდიკა. თითოეული სამუშაოსათვის აღწერილია პროგრამის გრაფიკული ინტერფეისის დამუშავების, პროგრამული კოდის ჩაწერისა და VBA-პროექტის (Visual Basic for Application)  შესრულების პროცედურები.
განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან VBA დაპროგრამების ენას.

 

 

image-1
С. Чупринина

Справочник по русскому языку

უაკ: 801

„Справочник по русскому языку“ содержит самые необходимые сведения по разделам
„Фонетика“, „Словообразование“, „Морфология“, „Синтаксис“.
Справочник предназначен для использования в условиях очно-дистанционного обу­чения, для учащихся и студентов, для преподавателей, а также для широкого круга поль­зователей.

 

 

image
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

ქ ა ლ დ ე ა (საეპისკოპოსოები ლაზიკაში)

უაკ: 2(02)

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ისა და წმიდა სინოდის მიერ დასმულ საკითხებს ასახავს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ვრცელი ნაშრომი „ქალდეა“ (საეპისკოპოსოები ლაზიკაში). საბჭოთა ეპოქაში გავრცელდა უსაფუძვლო თეორია, თითქოსდა ლაზები VII საუკუნის შემდეგ დასავლეთ საქართველოდან გადასახლდნენ ტრაპეზუნტის რეგიონში, სადაც ამჟამადაც ცხოვრობენ. სინამდვილეში, როგორც წყაროების ანალიზი აჩვენებს ლაზები ამ (ტრაპეზუნტის) რეგიონის მკვიდრი იგივე ქალდები არიან. სტრაბონის ცნობით ქალდებს (ხალიბებს) ასევე უწოდებდნენ „ალაზონებს“, საიდანაც წარმოდგა პონტოსპირეთისა და მისი მოსახლეობის სახელი „ლაზონია“, „ლაზი“. უწმიდესი პატრიარქი ილია II, აღნიშნავს, რომ „ქალდი“ საერთო ქართულ სამყაროს, კოლხეთის ცენტრს, მის გულს ერქვა. ივ. ჯავახიშვილის კვლევით ქალდეა არა მხოლოდ ლაზების, არამედ ყველა ქართული ტომის სამშობლო იყო. ქართული ტომების ეს მიწაწყალი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა და ეკლესიურად აქ, ქალდეალაზიკაში, ჩამოყალიბდა ფასიდის ეპარქიის პეტრას, როდოპოლისის, ზიგანასა და საისინის საეპისკოპოსოები, ხოლო რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ის გაქრისტიანების შემდეგ, IV საუკუნიდანვე ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. ფასიდის ეპარქიის ძირითადი ნაწილი არა დასავლეთ საქართველოში, არამედ აღნიშნულ ქალდეა-ლაზიკაში (ტრაპეზუნტ-თეოდოსიოპოლის შემაერთებელ გზაზე) მდებარეობდა. ქალდეას, დასავლეთ საქართველოსა და სხვა ქართული ქვეყნების კვლევას ეხება წინამდებარე ნაშრომი, რომელიც დაიწერა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სადიდებელად და ეხება საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საკითხს. წიგნში მრავალ წყაროზე დაყრდნობით, მიმოხილულია, დასავლეთ საქართველოს, ლაზიკა-ქალდეასა და საქართველოს სხვა ისტორიული რეგიონების საეკლესიო, ეკონომიკური, პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ყოფითი და გეოგრაფიული ვითარება პირველ ათასწლეულში.