უაკ: 620.22
The present laboratory work in Materials Science (part 1) is intended for students seeking a bachelor’s degree especially in metallurgical, mechanical and physical engineering. It should be of particular aid in coordinating their theoretical knowledge with the actual engineering practice. The book covers macro - and microstructural analyses of metals; study of crystallization processes of metals and structure of metal castings and ingots; some defects and mechanical properties of metals; iron-carbon equilibrium diagram and microstructures of steels and white, grey, high strength, malleable cast irons. The book includes vocabulary of specific technical terms in English, Russian and Georgian.
უაკ: 66.067
მოცემულია კვებითი და ტექნიკური მიზნებისათვის გამოყენებული მცენარეული ზეთებისა და ცხიმების რაფინირების ტექნოლოგიური პროცესების თანამედროვე და პროგრესული მეთოდები.სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ცხიმების რაფინირების ფიზიკური, ქიმიური და ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებისა და ხერხების აღწერას. მოცემულია რაფინირების ძირითადი ეტაპები, უწყვეტი და პერიოდული პროცესების ტექნოლოგიური სქემები და განხილულია ძირითადი აპარატების კონსტრუქციები.განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისათვის, ცხიმ-ზეთოვანი წარმოების სპეციალისტებისა და პედაგოგებისათვის, აგრეთვე მოცემული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 621.643
დამხმარე სახელმძღვანელოში „წყალგამტარი მილები საავტომობილო გზებზე“ განხილულია სხვადასხვა ტიპის წყალგამტარი მილები, რომელთა თვისებები, ტიპები და მუშაობის პრინციპები, მათი შერჩევის იდეალური ვარიანტები პუნქტობრივადაა ჩამოყალიბებული. აქვეა გზების მშენებლობაში გამოყენებული მილების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ახლებურადაა გადახედილი და გააზრებული არსებული მილების ტიპები და გაბარიტები. წიგნი სათანადო დახმარებას გაუწევს საგზაო მშენებლობაში დასაქმებულ ორგანიზაციებს, ინჟინრებს, სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან ამ სპეციალობას.
უაკ: 669.017
ლაბორატორიული სამუშაოების მიზანია სტუდენტს გააცნოს მეტალოგრაფიული კვლევის ძირითადი მეთოდები და დაეხმაროს მას სასწავლო ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებაში საკითხების კონკრეტიზაციის გზით; გამოუმუშაოს პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად თეორიის გამოყენების ჩვევები; მიკროსტრუქტურული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეაფასოს ლითონის თვისებები და მათი ფაზური შედგენილობის თავისებურებანი თხევადი მდგომარეობიდან კრისტალიზაციისა თუ სხვადასხვა სახით დამუშავების შემდეგ; სტუდენტს გამოუმუშაოს მეტალოგრაფიული კვლევის მონაცემების რაოდენობრივი ანალიზის უნარი. სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ლაბორატორიულ სამუშაოებს წინ უსწრებს შესაბამისი მეტალოგრაფიული კვლევის მეთოდების განხილვა, რაც სტუდენტს დაეხმარება მათი პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. სახელმძღვანელოში დავალებები ორ პუნქტად არის ჩამოყალიბებული: I საფეხური–ბაკალავრიატისათვის, ხოლო II საფეხური–მაგისტრატურისთვის. რადგან ლითონმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის კვლევის მეთოდები საერთოა როგორც მეტალოგრაფიაში, ისე მეცნიერული კვლევის საფუძვლებში, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მაგისტრანტებისათვის გაგვეთვალისწინებინა აგრეთვე დავალებები რაოდენობრივ მეტალოგრაფიაში, რაც მეცნიერული კვლევის საფუძვლების შესწავლის საგანია. სახელმძღვანელო განკუთვნილია მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს აგრეთვე დამხმარე პერსონალს მატალოგრაფიისა და მასალათმცოდნეობის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებაში.
უაკ: 800.8
დამხმარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია ოპერაციათა კვლევის ამოცანების ოპტიმალური ამონახსნების მისაღებად POM for Windows პროგრამული პაკეტის გამოყენებით. წიგნში მოცემულია პროგრამული პაკეტის გამოყენების ინსტრუქციები. დამხმარე სახელმძღვანელო გამოადგება მასის სპეციალობის სტუდენტებს საკურსო სამუშაოს შესრულებისას დისციპლინაში „ოპერაციათა კვლევა“, აგრეთვე სხვა სპეციალობის სტუდენტებსა და მეცნიერ მუშაკებს.
უაკ: 2(02)
Изучение проблемы объявления христианства государственной религией в Грузии и выявление адекватных версий поможет исследователям при глубоком и комплексном изучении разных аспектов христианской истории, как в Грузии, так и за ее пределами. Оно так же будет полезно специалистам по религиоведению, поскольку изучение вопросов современной христианизации без учета основ этих процессов не будет полным.
უაკ: 54
ბიბლიოგრაფიულ კრებულში „ქიმია სხვადასხვა დარგის მეცნიერთა კვლევებში“ ნაწ. IV გაშუქებულია ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო მეცნიერთა სამეცნიერო მოღვაწეობა და კვლევები, რომელთა შედეგები წარმატებით დაინერგა პრაქტიკაში და უმრავლესობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. წიგნი ნათელ წარმოდგენას შეუქმნის სტუ-ს სტუდენტებს (და ზოგადად მკითხველს), რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ტექნიკური კადრების სამჭედლოს − საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰყავს ღრმად მოაზროვნე მეცნიერები, რომელთა პროდუქტიულმა შემოქმედებამ მსოფლიო მასშტაბებს მიაღწია.
უაკ: 681.3
აღწერილია იმ ლაბორატორიულ სამუშაოთა ჩატარების მეთოდიკა, რომლებიც აუცილებლად უნდა შეასრულოს სტუდენტმა ამ საგანში გამოცდაზე დასაშვებად. კომპიუტერული გრაფიკის პრაქტიკული კურსის (Adobe Photoshop) მასალა ძირითადად შეისწავლება ილუსტრაციებზე დაყრდნობით.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ყველა სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 666.29
გადმოცემულია მინანქრების და მომინანქრებული ზედაპირების თვისებების განსაზღვრის და კონტროლის მეთოდები და საშუალებები. განკუთვნილია სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი ორგანიზაციების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტების და საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისთვის, რომლებიც მინისებრი მასალების და საფარების მიღების სფეროთი არიან დაინტერესებული.