უაკ: 541.135.5
განხილულია ელექტროდული სისტემები, მოცემულია მათი სტრუქტურები, მუშაობის პრინციპები, აგებულება. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ელექტროდების გამოყენებას პრაქტიკაში. ნაჩვენებია გამოყენების მრავალი მაგალითი. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, დახმარებას გაუწევს აგრეთვე ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 62-5
Рассмотрены динамические режимы современных систем управления электроприводами как постоянного, так и переменного тока. Исследования проводятся на компьютере в программе MATLAB.Предназначена для студентов электроэнергетической специальности факультета энергетики и телекоммуникации.
უაკ: 543
წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია სილაბუსით გათვალისწინებული ყველა რეაქცია, რომელიც შედის თვისებითი ანალიზის ექვსივე ჯგუფის კატიონთა ანალიზის მსვლელობაში და მოკლედ მითითებულია ყველა განმარტება. სახელმძღვანელოში შეტანილია აგრეთვე ტესტირებები თვისებით ანალიზში. თითოეულ კითხვას თან ახლავს პასუხის სამი ვარიანტი, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი. აქ შეტანილი კითხვები და ამოცანები ხელს შეუწყობს სტუდენტთა ცოდნის ამაღლებას, დამოუკიდებელი მუშაობის სწორად წარმართვას და დაეხმარება პედაგოგებს სტუდენტთა ცოდნის ოპერატიულ შემოწმებაში. დამხმარე სახელძღვანელოში აგრეთვე მოკლედ მოცემულია ტესტირებებისათვის აუცილებელი თეორიული მასალა, რომლის მიზანია გაამახვილოს სტუდენტთა ყურადღება თეორიული კურსის იმ საკვანძო საკითხებზე, რომლიც დაკავშირებულია თითოეულ ცდასთან და ტესტირებასთან. დამხმარე სახელმძღვანელო დაეხმარება ანალიზური ქიმიით დაინტერესებულ სტუდენტებს, როგორც ლაბორატორიული სამუშაოების შეგნებულად ჩატარებაში, ასევე ტესტირებაში.
უაკ: 681.3:624
წინამდებარე მეთოდური მითითებები „კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის (შენობის გეგმის აგება)“ განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. ასევე მეთოდიკური მითითებები „კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკაში მომუშავე მშენებლებისათვის (შენობის გეგმის აგება)“ კარგ სამსახურს გაუწევს იმ პირებს, ვინც საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლით არის დაინტერესებული.
უაკ: 674
სახელმძღვანელოში მოცემულია ხის დასამუშავებელი მოწყობილობის შეკვეთის, მიღების, ხარისხოვანი მონტაჟის, რაციონალური ტექნიკური ექსპლუატაციისა და რემონტის საკითხები; განხილულია გეგმიურ-გამაფრთხილებელი რემონტის საფუძვლები, გაუმართაობის გამომწვევი მიზეზები; მოყვანილია დეტალების სტატიკური და დინამიკური ბალანსირების მაგალითები, საამკრებო ერთეულების აწყობა და რეგულირება. სახელმძღვანელო განკუთვნილია მერქნული მასალებისა და ნაკეთობათა წარმოების ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. პარალელურად სახელმძღვანელო დაეხმარება წარმოებებში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალსაც. ქართულ ენაზე ასეთი სახელმძღვანელოს გამოცემა პირველი ცდაა და ავტორები სიამოვნებით მიიღებენ ყველა შენიშვნასა და სასარგებლო რჩევას.
უაკ: 339.15
განხილულია მეთოდიკური მითითებები, რომლებსაც შეესაბამება სასწავლო დისციპლინის (პროექტების მენეჯმენტი, მეწარმეობა და პრობლემების გადაწყვეტა) შესაბამისი მოთხოვნები და ასახავს სამეწარმეო საქმიანობის თეორიის თანამედროვე მიმართულებებს. თანამიმდევრულად შესწავლილია ბიზნესგეგმის ინფორმაციის მომხმარებლები, მისი შედგენის კონცეპტუალური საფუძვლები, მეთოდები, პრინციპები, აგრეთვე დაგეგმარების, კონტროლისა და აღრიცხვის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისათვის. კონკრეტული სამეურნეო სუბიექტის მაგალითზე ახსნილი და წარმოდგენილია ბიზნესგეგმის შედგენის ეტაპები, განხილულია სამეურნეო ფაქტების დოკუმენტირება, ბიზნეს საქმიანობის ფინანსური შედეგები. განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის, გარდა ამისა, გამოადგებათ სხვა სპეციალობის სტუდენტებს, როგორც ბაკალავრებს, ისე მაგისტრანტებს. აგრეთვე სასარგებლო იქნება სამეწარმეო საფუძვლების შესწავლით დაინტერესებული ყველა პირთათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს სამეწარმეო საქმიანობის უნარ-ჩვევები, ინოვაციური პროცესებისა და სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, ბიუჯეტის შედგენა, დოკუმენტაციის წარმოება, ბიზნესის ეთიკა და სხვა საკითხები. ნაშრომი განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
უაკ: 531/534:539.1
ნაშრომში განხილულია მექანიკის და მოლეკულური ფიზიკის ლაბორატორიული ამოცანები. ისინი შედგენილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ზოგადი ფიზიკის კურსის პროგრამის მიხედვით და განკუთვნილია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. ნაშრომი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში შეტანილია კომპიუტერიზებული ამოცანები. ნაშრომის დანიშნულებაა განუმტკიცოს სტუდენტებს თეორიული ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული ჩვევები.
უაკ: 622.1
წიგნში წარმოდგენილია სამარკშეიდერო საქმის ძირითადი საკითხები, როგორიცაა: მარკშეიდერიის საგნისა და მისი განვითარების ისტორიული ცნობები, საყრდენი მარკშეიდერული ქსელები, მიწისქვეშა პოლიგონომეტრია, მიწისქვეშა ნიველობა, ორიენტირების ამოცანები, გვირაბების გაყვანისას (მშენებლობისას) მარკშეიდერული უზრუნველყოფა, შახტის მშენებლობის, სხვადასხვა სახის გვირაბის აგეგმვა; მარგი წიაღისეულის აზომვის, კარიერების სამარკშეიდერო სამუშაოებით უზრუნველყოფის სხვადასხვა საკითხი და სამარკშეიდერო სამსახურის სტრუქტურა. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტებისათვის, კერძოდ, როგორც მარკშეიდერიის, გეოდეზიის, ისე სამთო საქმის სხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის. გარდა სტუდენტებისა, სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში მომუშავე მარკშეიდერებს.