უაკ: 693.9:624.042.7
განხილულია ხიდურამწიანი ერთსართულიანი სამრეწველო კარკასული შენობის გაანგარიშება სეისმურ ზემოქმედებაზე. დადგენილია სეისმური დატვირთვა განივ ჩარჩოზე და გათვალისწინებულია არმატურის კვეთის შესარჩევად სვეტების სეისმური ძალვები. მოყვანილია დანართები მოქმედი სამშენებლო ნორმატივებიდან სეისმური რაიონებისთვის. განკუთვნილია სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგებათ ინჟინერ-მშენებლებს კარკასული შენობის დაპროექტებისას.
უაკ: 681.142.001
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ინფორმაციის დაცვის მეთოდები, კერძოდ, შესრულებულია კრიპტოგრაფიის პრაქტიკული ამოცანების Microsoft Visual Studio 2010 გარემოში დაპროგრამების ენა C#-ის ბაზაზე ფუნქციონირებადი პროგრამული მოდულების (ალგორითმების) კომპიუტერული რეალიზაცია და შემოთავაზებულია მათი პრაქტიკული გამოყენების ძირითადი ასპექტები. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებსაც ასწავლიან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საგანს: ბაკალავრებს-„ინფორმაციის დაცვის მეთოდებსა და სისტემებს“, ხოლო მაგისტრანტებს - „ინფორმაციის უსაფრთხოებას“, აგრეთვე მათთვის ვინც დაინტერესებულია მიიღოს საწყისი, მაგრამ ამომწურავი ცოდნა კრიპტოგრაფიის კვლევის საკითხებში.
უაკ: 621. 38
ლაბორატორიული სამუშაოები დამუშავებულია ვირტუალური ხელსაწყოების ტექნოლოგიით. პრაქტიკული რეალიზაცია განხორციელებულია LabVIEW პროგრამულ გარემოში National Instruments კომპანიის ხელსაწყოთა დახმარებით. განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების „მიკროპროცესორული და საზომი სისტემების“ დეპარტამენტის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის. შეიძლება გამოიყენონ იმ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმაც, რომლებიც ელექტრონიკას და მიკროპროცესორულ ტექნიკას სწავლობენ.
უაკ: 624.01
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მართკუთხა, შედგენილი ორტესებრი, უბან-უბან მუდმივი განივი კვეთის მქონე კოჭების, სტრუქტურული კონსტრუქციის თაღის და სივრცითი ჩარჩოს დაპროექტების ამოცანების ოპტიმალური გადაწყვეტის მეთოდების ლაბორატორიული სამუშაოები.წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ სხვა მკითხველსაც.
უაკ: 515
ამოცანათა კრებული შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სპეციალობების სტუდენტებისათვის, რომლებიც მხაზველობით გეომეტრიას სწავლობენ ერთსემესტრიანი პროგრამით. იგი იმ სპეციალობების სტუდენტებსაც გაუწევს დახმარებას, რომლებიც მხაზველობით გეომეტრიას სწავლობენ როგორც საინჟინრო გრაფიკის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.
ნაშრომის ძირითადი პედაგოგიკური კონცეფცია დამუშავებული და აპრობირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში.
უაკ: 622.64:66.083.4
ავტორთა მიერ შედგენილი მათემატიკური მოდელი ასახავს ამძრავისა და საკონვეიერო ლენტის საკონტაქტო ზედაპირების ვაკუუმში მუშაობის უპირატეს პირობებს. მათ მიერ შემოღებული ცნება საკუთარი წევის ფაქტორის შესახებ რეალურია, ვინაიდან ვაკუუმდოლურ ამძრავს ლენტის მინიმალური საწყისი დაჭიმულობითაც კი შეუძლია ჩვეულებრივ ხახუნის ამძრავთან შედარებით, უპირატესად მეტი წევის ძალის განხორციელება. კარგად არის გადმოცემული თეორიული კვლევის შემოწმების ექსპერიმენტული ნაწილიც. დამაკმაყოფილებელ საზღვრებშია თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს შორის განსხვავებაც. წიგნი იბეჭდება პირველად და განკუთვნილია საკონვეიერო ამძრავების მუშაობის შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის, მათ შორის: ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 681.3
განხილულია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების მეთოდიკა მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა Oracle 10g XE გარემოში. განკუთვნილია ინფორმატიკის დარგის სტუდენტებისათვის.
განხილულია HTML ენის შესაძლებლობები, HTML5 ვერსიაში შემოღებული სიახლეებისა და დამატებების გათვალისწინებით, HTML ენის ელემენტარული საფუძვლებიდან დაწყებული რთული პრაქტიკული საკითხებით დამთავრებული. ასევე, მოცემულია CSS3 ვებსაიტების დამუშავების უახლესი სტანდარტები, რომლებიც ვებდაპროგრამების ენების ფუნქციურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ინტერნეტ-პროექტებისთვის ორიგინალური ვიზუალური გადაწყვეტის საშუალებას იძლევა. განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესიული სწავლებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისა და HTML და CSS ენის გამოყენებით ვებგვერდების შექმნით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.
უაკ: 656.2.075
განხილულია რკინიგზის ექსპლუატაციის ფუნდამენტური საკითხები და მის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური საშუალებები; აღწერილია რკინიგზის მრავალდარგოვანი მეურნეობის ცალკეული დარგის ფუნქციონირების სტრუქტურულ-ტექნოლოგიური მოდელები და მათი დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი საექსპლუატაციო პარამეტრები; მოყვანილია გადაზიდვითი პროცესის განხორციელების ძირითადი პრინციპები. ნაშრომი განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო სწავლების სტუდენტებისათვის. ის შეიძლება გამოადგეს როგორც მაგისტრანტებს, ისე პრაქტიკოს რკინიგზელებსა და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს.