უაკ: 669.041:621.016:536.24:533:662.6/.9(075.8).
წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სადნობ და საშრობ ღუმლებში გამოყენებული აირადი სათბობის და მათი ნარევების გამოყენების მიზანშეწონილობა, კერძოდ გაანგარიშებულია ბუნებრივი აირის ჰაერთან, მაზუთთან, ტექნიკურ ჟანგბადთან, ბრძმედისა და კოქსის აირებთან ნარევების წვის ანგარიშები. განსაზღვრულია მიღებული პროდუქტების რაოდენობა, ქიმიური შედგენილობა, ენტროპია და ენთალპია ქიმიური დაუწველობის გათვალისწინებით და გაუთვალისწინებულად, მეტალურგიულ წარმოებაში გამოყენებული სათბობისა და მისი ქიმიური და ფიზიკური თვისებების დახასიათება და სათბობის წვის თეორია. განხილულია ასევე ელექტრორკალური ფოლადსადნობი ღუმლის ანგარიში, მისი მატერიალური და თბური ბალანსები, ძირითადი ზომები და საღუმლე ტრანსფორმატორის სიმძლავრე. მოცემულია სხვადასხვა დანიშნულების საშრობი ღუმლები, კერძოდ კამერული, სამჭედლო, ვერტიკალური და დოლური. შერჩეულია შრობის რეჟიმები, გაანგარიშებულია ღუმლების წარმადობა, ძირითადი თბოტექნიკური მახასიათებლები, სასარგებლო გამოყენების კოეფიციენტები, სითბოს შემოსავალი და გასავალი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მეტალურგიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 664.65
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია პურის, მაკარონისა და საკონდიტრო საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობები, ტექნოლოგიური ხაზები, მოწყობილობათა სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები, აგრეთვე ცალკეული მუშა ორგანოების კონსტრუქციები, მოყვანილია მოწყობილობათა კინემატიკური და ძალოვანი გაანგარიშებების საფუძვლები.
განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ სასურსათო ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ასევე დაეხმარება შესაბამისი პროფილის მაგისტრატურის სტუდენტებსა და ამ დარგის სპეციალისტებს.
უაკ: 531.8
ცნობარში წარმოდგენილი ცნებები და ტერმინები ფართოდ მოიხმარება ტექნიკური მექანიკის დისციპლინებში (მასალათა გამძლეობაში, სამშენებლო მექანიკაში, დრეკადობის, პლასტიკურობისა და ცოცვადობის თეორიებში). გარდა ამისა, ცნობარში შეტანილია ზოგიერთი უზოგადესი ცნება და ტერმინი, რომლებიც გამოიყენება მექანიკის სხვა დისციპლინებში.
აღნიშნული ცნობარი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სამშენებლო ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვებისა და სამაცივრო საწარმოთა მოწყობილობის სერვისი, მოცემულია ტექნოლოგიური მოწყობილობის რემონტისა და მონტაჟის საკითხები.
გამოცემა განკუთვნილია კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე ამავე სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებმა.
უაკ: 622.355.5
სალექციო კურსში მოცემულია სასარგებლო წიაღისეულის ბუდობების ზომები, ფორმა, მათი მდებარეობა სივრცეში და ჩაწოლის პირობები, სასარგებლო და მავნე კომპონენტების განაწილება, მოპოვება და დანაკარგების განსაზღვრა, სასარგებლო კომპონენტების ანგარიშის ხერხები და მოპოვების შედეგად მათი მოძრაობა. აგრეთვე, განიხილება სამთო და გეოლოგიურ-სადაზვერვო საქმის ამოცანების გადაწყვეტის გეომეტრიული მეთოდები.
გარდა ამისა, განხილულია სამთო გეომეტრიის მეთოდების გამოყენება სამთო წნევებისა და სამთო გვირაბების ზეგავლენით გამოწვეული ქანების ძვრის საკითხების შესწავლის დროსა და სხვა.
სალექციო კურსი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც გადაწყვეტენ აღნიშნული საგნის შესწავლას.
უაკ: 004
გის აპლიკაციები სალექციო კურსია, რომელიც განმარტავს მობილური აპლიკაციის უპირატესობებს. იძლევა სხვადასხვა სამომხმარებლო კომპონენტის გამოყენების საშუალებას მობილურ აპლიკაციებში, დინამიკური და ინტერაქტიული რუკებით, დამოუკიდებელი მობილური აპლიკაციებისა და ვებგვერდების შექმნისას, Leaflet-ის რუკების გამოყენებით ვებაპლიკაციებში.
სალექციო კურსი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც აღნიშნული საგნის შესწავლას გადაწყვეტენ.
უაკ: (075.8)
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს სამშენებლო დარგის პრაქტიკულად ყველა მიმართულებას და იგი შეიძლება გამოიყენონ სხვა საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებმაც. გამოცემა გათვალისწინებულია დამამთავრებელი ნაშრომის მომზადება-გაფორმებისა და დაცვისათვის.
უაკ: 656.1
მეთოდური მითითება მოიცავს 12 პრაქტიკულ სამუშაოს და მიზნად ისახავს სტუდენტის მიერ სასწავლო კურსის ლექციების მოსმენით მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის „სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების სერვისის საფუძვლები“ პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად.
Методическое пособие содержит 12 практических работ, целью которых является развитие теоретических знаний, вырабатывание практических навыков анализа и логического мышления у студентов.
Издание рассчитано для выполнения практических работ по учебному курсу “Основы сервиса сухо-путных транспортных средств”, предусмотренного просветительной программой “Транспорт” транспортного и машиностроительного факультета Грузинского технического университета.