image-1
ა. ფრანგიშვილი, ო. ნამიჩეიშვილი, ჟ. გოგიაშვილი

ღრმა სწავლება

უაკ: 004.85

თქვენს წინაშეა ქართულ ენაზე დაწერილი ლექციების პირველი კურსი ღრმა სწავლების შესახებ. ღრმა სწავლება არის მანქანური სწავლების ნაირსახეობა, რომელიც ანიჭებს კომპიუტერს უნარს ისწავლოს გამოცდილებაზე და შეიცნოს სამყარო კონცეფციათა იერარქიით. ლექციებში გადმოცემულია შემდეგი საკითხები: ღრმა სწავლების განვითარების ისტორიის ასპექტები, მრავალშრიანი სრულადბმული ნეირონული ქსელები, ღრმა სწავლების ბიბლიოთეკების გამოყენება, კონვოლუციური ნეირონული ქსელები და ღრმა ნარჩენი ქსელები, ნიშანთა ვიზუალიზაცია და ინტერპრეტაცია კონვოლუციურ ქსელებში, სწავლება მასწავლებლის გარეშე, რეკურენტული ნეირონული ქსელები, ღრმა ნეირონული ქსელების სწავლების გადატანა, ღრმა სწავლების ფილოსოფია.

ღრმა მოდელები აღმოჩნდა იმ გასაღებად, რომელიც უდგება ყველა საკეტს ერთდროულად: ახალი არქიტექტურები და სწავლების ალგორითმები, ასევე გაზრდილი გამოთვლითი სიმძლავრეები და მონაცემთა გაჩენილი უზარმაზარი კოლექციები იქცა იმ ფაქტორებად, რომლებსაც მოჰყვა რევოლუციური გარღვევები კომპიუტერულ ხედვაში, მეტყველების გამ¬ოცნობაში, ბუნებრივი ენის დამუშავებაში, რეკომენდაციების მაგენერირებელ ონლაინურ სისტემებში, ბიოინფორმატიკასა და ვიდეოთამაშებში, ასევე მანქანური სწავლების მრავალ სხვა ამოცანაში.

კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნუვერსიტეტის სხვადასხვა პროფილის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, რომლებსაც უნდათ ღრმა სწავლების გამოყენება თავიანთი პრობლემების გადასაწყვეტად.

 

 

image-1
მ. თოფურია, ა. გოგოლაძე, ა. სურმავა

მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად ზოგად ჰიდრავლიკაში
მეორე შევსებული გამოცემა

უაკ: 532

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ის ლაბორატორიული სამუშაოები, რომლებიც სრულდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე ჰიდრავლიკის თეორიული კურსის პარალელურად.

პრაქტიკუმი ზოგად ჰიდრავლიკაში მიზნად ისახავს, სტუდენტთა თეორიული ცოდნის განმტკიცებას, მათთვის ექსპერიმენტის ჩატარების მეთოდიკის დაწვრილებით გაცნობას და აუცილებელი ჩვევების გამომუშავებას დამოუკიდებელი ექსპერიმენტულ-თეორიული კვლევისთვის. პრაქტიკუმის შედგენისას გავითვალისწინეთ გადმოცემული მასალის რაც შეიძლება მეტი თვალსაჩინოება, რათა ის დაეხმაროს სტუდენტს ზოგადი ჰიდრავლიკის კურსის დამოუკიდებლად შესწავლაში.

განსახილველი საკითხის თეორიიდან ზოგადი ცნების მოკლედ გადმოცემის შემდეგ თითოეულ სამუშაოში მოცემულია შესაბამისი ექსპერიმენტული დანადგარის აღწერა, სამუშაოს მიზანი, მისი შესრულების თანამიმდევრობა და გაზომვებისა და გამოთვლების შედეგების ჩასაწერი ჟურნალი.

პრაქტიკუმში აღწერილია 10 ლაბორატორიული სამუშაო.

ლაბორატორიული სამუშაოს დაწყებამდე თითოეულმა სტუდენტმა უნდა შეისწავლოს ამ პრაქტიკუმში აღწერილი სამუშაო და მის გარშემო მასწავლებელთან გაიაროს გასაუბრება თეორიულ საკითხებზე.

ექსპერიმენტულ დანადგარზე 4-5 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი მასწავლებლის ან ლაბორანტის მეთვალყურეობით ასრულებს დავალებას.

ჯგუფის თითოეულ სტუდენტს საზომი ხელსაწყოების ჩვენებები შეაქვს ლაბორატორიულ სამუშაოთა რვეულში, რის შემდეგაც იწყებს ცდის მონაცემების დამუშავებას.

გამოთვლების დამთავრების შემდეგ სტუდენტი მასწავლებელს აბარებს ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია სამშენებლო და სატრანსპორტო ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის.

 

 

image-1
მ. თოფურია, ა. გოგოლაძე, ა. სურმავა

მეთოდური მითითებები პრაქტიკუმისათვის ჰიდრავლიკის ზოგად კურსში
მეორე შევსებული გამოცემა

უაკ: 532

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ორი საშინაო დავალება, რომლებსაც ასრულებენ სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტები: პირველი ეხება ჰიდროსტატიკას და მოიცავს წნევის ძალების სიდიდისა და წნევის ცენტრების მდებარეობის განსაზღვრის საკითხებს სხვადასხვა ფორმის შედგენილ ზედაპირებზე, ჰიდროსტატიკური წნევის ეპიურების აგებას აღნიშნულ ზედაპირებზე და სხვ. მეორე დავალება ეხება ჰიდროდინამიკას და მასში განიხილება ცვლადი კვეთის მარტივი მილსადენების გაანგარიშების საკითხები როგორც თავისუფალი, ისე არათავისუფალი გამოდინებისას. ამ დავალებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაწნევის დანაკარგების განსაზღვრას სხვადასხვა სახის ჰიდრავლიკურ წინაღობათა დაძლევისას და ბერნულის განტოლების პრაქტიკულ გამოყენებას.

პრაქტიკუმი განკუთვნილია სამშენებლო და სატრანსპორტო ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის.

 

 

 

image-1
ხ. მიქაძე

პალეობოტანიკა

უაკ: 561

სალექციო კურსში განხილულია პალეობოტანიკური კვლევის ძირითადი მეთოდები, მოცემულია მნიშვნელოვანი განამარხებული ჯგუფების აღწერები, უმდაბლესი წყალმცენარეებიდან დაწყებული უმაღლესი ხემცენარეების ჩათვლით. დეტალურადაა განხილული მცენარეთა პალეოგეოგრაფიული ისტორია, მათი წარმოშობა და დარაიონება.

მოცემული კურსი გათვალისწინებულია პალეონტოლოგებისა და სტრატიგრაფებისათვის.

 

 

image-1
პ. ელიზბარაშვილი, მ. პაპასკირი

მატარებელთა მართვის სისტემის სწორკუთხა სიგნალის სასაზღვრო დამახინჯების შეფასება
მეთოდური მითითებები პრაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 252 (07532) /681.322

მეთოდური მითითებები შედგენილია საცნობარო და საკონტროლო სახით.

ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სარკინიგზო დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image


ტექნიკური მექანიკის ზოგიერთი ცნებისა და ტერმინის ცნობარი

უაკ: 531.8

ცნობარში წარმოდგენილი ცნებები და ტერმინები ფართოდ მოიხმარება ტექნიკური მექანიკის დისციპლინებში (მასალათა გამძლეობაში, სამშენებლო მექანიკაში, დრეკადობის, პლასტიკუ-რო¬ბისა და ცოცვადობის თეორიებში). გარდა ამისა, ცნობარში შეტანილია ზოგიერთი უზოგადესი ცნება და ტერმინი, რომლებიც გამოიყენება მექანიკის სხვა დისციპლინებში.
აღნიშნული ცნობარი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სამშენებლო ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
თ. კვერნაძე, გ. ქურხული

დამზერითი ასტრონომია

უაკ: 52

სალექციო კურსი მომზადებულია ცნობილი მკვლევრების თანამედროვე შრომების საფუძველზე და წარმოადგენს სასწავლო სახელმძღვანელოს დამზერითი ასტრონომიისა და პრაქტიკული ასტროფიზიკის დარგში, რომელიც შეისწავლის ასტრონომიულ ტელესკოპებს და გასაზომ ხელსაწყოებს, მათ აგებულებას და ოპტიკურ, მექანიკურ თუ ელექტრულ მახასიათებლებს, ასტრონომიული ექსპერიმენტის დაგეგმვის, წარმართვისა და მიღებული შედეგების ანალიზის მეთოდებს.

წიგნი განკუთვნილია ასტრონომიის და ფიზიკის დარგის სპეციალისტებისა და სამაგისტრო კურსის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. კვერნაძე

ვარსკვლავთ ასტროფიზიკა

უაკ: 523

ლექციათა კურსი მომზადებულია ცნობილი მკვლევარების თანამედროვე შრომების საფუძველზე და წარმოადგენს სასწავლო სახელმძღვანელოს ვარსკვლავთ ასტროფიზიკის დარგში, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა მასის ვარსკვლავთა აგებულებას, ევოლუციას და მათში მიმდინარე პროცესების ფიზიკურ საფუძვლებსა და კანონზომიერებებს.

წიგნი განკუთვნილია ასტრონომიის და ფიზიკის დარგის სპეციალისტებისა და სამაგისტრო კურსის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1


დრენაჟის პრაქტიკუმი

უაკ: 631.62

ნაშრომში განხილულია სადრენაჟო სისტემების გაანგარიშებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები. მოყვანილია ამ საკითხების შესახებ მოკლე თეორიული ცნობები და გაანგარიშების მაგალითები.

ნაშრომი განკუთვნილია აგროსაინჟინრო სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის და სასარგებლო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.