უაკ: 31:311.3
Изучение теории статистики дает представление о сущности статистического метода и особенностях его применения к изучению социально-экономических явлений и процессов, а также раскрывает значение и методы построения основных статистических показателей.
Курс лекций поможет студентам в формировании профессиональных компетенций в области освоения дисциплин естественного и математического модулей. Пособие содержит краткий теоретический материал по курсу и список литературы.
Курс лекций составлен на основе учебных пособий следующих авторов: Шмойлова Р.А., Минашкин В.Г., Садовникова Н.А., Шувалова Е.Б., Громыко Г.Л. и т.д.
Предназначено для студентов всех форм обучения гуманитарных, экономических и управленческих специальностей.
უაკ: 528:519.2
სალექციო კურსში განხილულია სტატისტიკის თეორიის გამოყენება გეოდეზიურ განაზომთა მათემატიკური დამუშავების პროცესში, რომელიც ითვალისწინებს გეოდეზიური სამუშაოების შესრულების საუკეთესო პირობებს. გეოდეზიური განაზომების შეფასებისათვის გამოყენებულია რიცხვითი მახასიათებლების თვისებები და სტატისტიკური კავშირის ცნება. დგინდება ყველა ტიპის გეოდეზიურ სამუშაოზე უალბათესი პირობების შესრულების მეთოდებისა და ჩატარებული სამუშაოების ხარისხი, რაც გაზომვების პირობების დაცვაზეა დამოკიდებული.
ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებიისათვის.
უაკ: 664.143
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სამადუღრო საწარმოთა ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები, წარმოდგენილია სამადუღრო, ლიქიორ-არყისა და უალკოჰოლო სასმელების საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობები, მოწყობილობათა სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები, აგრეთვე ცალკეული მუშა ორგანოების კონსტრუქციები. მოცემულია საწარმოში შრომის უსაფრთხოების დაცვის ზოგადი პრინციპები.
გამოცემა განკუთვნილია სურსათის ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს აგრეთვე შესაბამისი პროფილის მაგისტრატურის სტუდენტებს.
უაკ: 004.42
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ვირტუალური ელექტრონიკის საკითხები. კერძოდ, აღწერილია ანალოგური და ციფრული მოწყობილობების კომპიუტერული მოდელირების მეთოდები Labcenter Electronics-ის ფირმის გამჭოლი დაპროექტების კომპიუტერული პროგრამა Proteus 8.4-ის (პროტეუსის) საფუძველზე. სქემების მოდელირება მოცემულ ნაშრომში ხდება ISIS-ის პროგრამით, რომელიც პროტეუსის შემადგენელი ნაწილია. ეს პროგრამა საშუალებას იძლევა სქემების სიმულაცია მოხდეს დინამიკაში ანუ გვეძლევა საშუალება დავაკვირდეთ სქემებში გამავალი სიგნალების ცვლილებას დროის მიხედვით.
მოცემული პროგრამის მიხედვით ნაშრომში განხილულია ანალოგური სიგნალებისა და სქემების, ციფრული (მიმდევრობითი და კომბინაციური) სქემების, საინდიკაციო მოწყობილობებისა და, აგრეთვე, მიკროკონტროლერების შემცველი სქემების მოდელირების საკითხები.
ნაშრომში განხილული სქემების მოდელირება ძირითადად ხდება ანალიტიკური გამოსახულებების (ფორმულების) გარეშე და შესრულებულია ელექტრონული სქემებისა და გრაფიკების დონეზე.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის და დაწერილია შემდეგი სილაბუსების მიხედვით: „გაზომვისა და კონტროლის მეთოდები და საშუალებები“, „ციფრული და ანალოგური სქემატექნიკა და მოდელირება“, „ტექნიკური სისტემების დიაგნოსტიკის მეთოდები და საშუალებები“, „ავტომატური დაპროექტებისა და მოდელირების სისტემები“ და სხვ.
უაკ: 528
სალექციო კურსი გეოდეზიურ განაზომთა მათემატიკური დამუშავების თეორია მოიცავს განაზომთა შეცდომების ძირითად საფუძვლებს და ერთი სიდიდის მრავალჯერ გაზომვის მათემატიკური დამუშავების საკითხებს. განხილულია უმცირეს კვადრატთა მეთოდი, რამდენიმე სიდიდის გაზომვის შედეგების გაწონასწორების ძირითადი და სახეცვლილი მეთოდები, რომლებიც მოიცავს სიზუსტის შეფასების საკითხებს.
ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებიისათვის.
უაკ: 72
სალექციო კურსი შედგენილია სასწავლო გეგმის და სამუშაო პროგრამის მიხედვით.
სტუდენტი გაეცნობა არქიტექტურის პროპედევტიკის ჩამოყალიბების ისტორიას, XX-XXI საუკუნეებში დამკვიდრებული არქიტექტურული სტილებისა და მიმდინარეობების თავისებურებებს.
სალექციო კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს ცოდნა არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლების თეორიული დებულებებისა და კატეგორიების, გამომსახველობითი საშუალებების შესახებ, შეუქმნას სტუდენტს პროფესიული ცოდნის სრული ბაზის გამოყენებით არქიტექტურული ობიექტების კომპოზიციური შინაარსის სწორი შეფასების, ანალიზის და დასკვნების გაკეთების უნარი.
მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით კურსის ამოცანაა განუვითაროს სტუდენტს ასევე ვიზუალურ-სივრცითი წარმოსახვის, სივრცის აგებისა და ორგანიზაციის პრინციპების გაცნობიერების, სივრცის ათვისებასთან დაკავშირებული პრობლემების შედარებისა და ანალიზის, არქიტექტურულ დაგეგმარებაში, დიზაინსა და კონსტრუქციებში მათი გამოყენების უნარი, რაც შეუქმნის სტუდენტს პროფესიული ცოდნის სრულ ბაზას, რომლის გამოყენებით ის შეძლებს არქიტექტურული ობიექტების კომპოზიციური შინაარსის სწორ შეფასებასა და ანალიზს.
გამოცემა განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურის“ პირველი კურსის სტუდენტებისათვის და მოიცავს შემოქმედებითი მუშაობისათვის მომზადების ზოგად საკითხებს დისციპლინაში „არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები“.
უაკ: 54:546
დამხმარე სახელმძღვანელო შეიცავს ლაბორატორიულ სამუშაოთა ჩატარების სანიმუშო გეგმას, მათ შინაარსს, უსაფრთხოების ტექნიკის საკითხებს, დამოუკიდებელი სამუშაოებისთვის გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურის სიას. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოში, სტუდენტის ასარჩევად შემოთავაზებულია რამდენიმე სინთეზი, რომელთაგან მხოლოდ ერთ-ერთია საუკეთესო მეთოდი ნივთიერების მისაღებად. დანართის განყოფილებაში ცხრილების სახით მოტანილია უამრავი საცნობარო მასალა სინთეზის ჩასატარებლად.
დამხმარე სახელმძღვანელო ნათლად წარმოაჩენს ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების დიდ გამოცდილებას უმ-ნიშვნელოვანეს ნივთიერებათა სინთეზში, რომელიც გამიზნულია ქიმიური სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.82/.85
განხილულია თანამედროვე ავტომატიზებულ საწარმოებში გამოყენებული ელექტრომექანიკური ამძრავების სტრუქტურული სქემები. მოცემულია მოდელირების მეთოდები Matlab-Simulik-ის გამოყენებით. ასევე განხილულია ელექტრომექანიკური ამძრავების მართვის სისტემების მოდელირების მაგალითები.
მეთოდური სამუშაო განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშნებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 636/639
სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ეკოლოგიური ეთიკა, ბუნების დაცვის ცნების ეთიკური საფუძვლები, ეთიკური საკითხები მსოფლიოში არსებულ კანონებში, ცხოველთა დაცვა კვლევებისას და საკითხის საერთაშორისო ხედვა, სამკურნალო ან ადამიანის დახმარებისათვის ცხოველთა გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ.
გამოცემა განკუთვნილია მეცხოველეობის მიმართულების სწავლების ყველა საფეხურის სტუდენტისათვის, ფერმერების, სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირებისათვის.
სახელმძღვანელო მომზადდა გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ინიციატივითა და ხელშეწყობით.