უაკ: 72
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე მშენებლობისა და არქიტექტურის ისეთი მიმდინარეობის საფუძვლების აღწერა, როგორებიცაა შენობების კინეტიკური ექსტერიერი და ინტერიერი. გარდა აღნიშნულისა, აქ მოცემულია ახალი არქიტექტურული ფორმები, რომლებიც განსაზღვრავს შენობების ენერგეტიკულ ავტონომიურობას, რითაც განისაზღვრება შენობების ექსპლუატაციის ეკონომიკურობა.
ნაშრომი განკუთვნილია არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრანტურის და დოქტორანტურის სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის.
უაკ: 512
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია წრფივი ალგებრისა და ანალიზური გეომეტრიის მოქმედი პროგრამის მიხედვით. მოყვანილია მრავალი ტიპური ამოცანის ამოხსნა შესაბამისი თეორიული მასალის თანხლებით, სავარჯიშოს სახით დამტკიცებულია ზოგიერთი მნიშვნელოვანი დებულება.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის. წიგნით სარგებლობა შეუძლია აგრეთვე სხვა სპეციალობებისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც, სადაც ისწავლება აღნიშნული საგანი.
უაკ: 681.33
დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მაგალითები. ყოველ ლაბორატორიულ სამუშაოში მოცემულია შესაბამისი მოკლე თეორიული საკითხი, სამუშაოს მიზანი, საწყისი მონაცემები და სამუშაოს ჩატარების ინსტრუქცია, ასევე ლაბორატორიული სამუშაოების ვარიანტები და გასაფორმებელი ოქმის ნიმუში.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, ასევე გამოადგება ამავე დარგის მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და კომპიუტერით მოდელირების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს.
უაკ: 004.42
მეცნიერების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე ტემპი და მოთხოვნები გვკარნახობს საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადების და ცოდნის მაღალ დონეს, რაც თავისთავად სასწავლო პროცესისადმი თვისობრივად ახალ, განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, საინჟინრო გრაფიკის შემსწავლელ პირთათვის აუცილებელია საინჟინრო კომპიუტერული პროგრამის შესწავლაც. ყველა მაგალითი შესრულებულია მითითებული მასშტაბით და კომპიუტერული პროგრამა Autodesk AutoCAD-ის უახლესი 2020 წლის ვერსიის საშუალებით.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთათვისაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია საინჟინრო გრაფიკისა და კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის სრული კურსის შესწავლა. სავარჯიშოების კრებულით სარგებლობა შეუძლიათ უმაღლესი პროფესიული განათლების სტუდენტებსა და საინჟინრო გრაფიკით დაინტერესებულ პირებს.
კრებული ასევე განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან სინჟინრო გრაფიკასა და კომპიუტერულ საინჟინრო გრაფიკას AutoCAD-ის გამოყენებით.
უაკ: 624.15:338.24
მეთოდურ მითითებებში განხილულია განსხვავბული ალგორითმის შვიდი კონკრეტული ამოცანა. ამოცანებში მოცემულია მათემატიკის მნიშვნელობანი სპექტრი, მათ შორის წრფივი და დიფერენციალური განტოლებები, ზღვრები, ინტეგრალური აღრიცხვა და სხვა მეთოდები. ამოცანების დაპროგრამებისას გამოყენებულია Excel-ის უჯრედის თვისებები, Visual Basic-ის ოპერატორები და მართვის ელემენტები, რომელთა მეშვეობით ხდება ამოცანების ამოხსნის პროცესის მართვა-ვიზუალიზაცია.
დამუშავებული პროექტი ასევე გამოიყენება ანალოგიური სახის ამოცანების ამოხსნისას. მოცემული პროექტი ღიაა და მას შეიძლება დაემატოს ახალი ამოცანები.მეთოდური მითითებები განკუთვნილია ეკონომიკისა და დაპროგრამების სპეციალობის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ეკონომიკის ამოცანებში მათემატიკის და Excel-ში Visual Basic-ის გამოყენების საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
უაკ: 624;69
სალექციო კურსში წარმოდგენილია ხარისხის კონტროლის მიზნები, ეტაპები და მიმართულებები მშენებლობაში, მისი როლი ხარისხიანი პროდუქტის მიღების საქმეში. გამოცემა განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა „მშენებლობის“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.
უაკ: 930.25:025.85
ნაშრომში მოცემულია საარქივო და საბიბილითეკო ფონდების რესტავრაცია-კონსევაციის საკითხები. დეტალურადაა განხილული როგორც ქაღალდსაფუძვლიანი, ასევე ეტრატსაფუძვლიანი დოკუმენტებისა და ტყავის რესტავრაცია-კონსერვაციის ეტაპები, დოკუმენტის საფუძვლისა და ინფორმაციის გამოსახვის საშუალებათა ქიმიური შედგენილობა, კონსერვაციის ტექნოლოგიური პროცესები.
წიგნი ეძღვნება ამ დარგის ამაგდარის, ამიერკავკასიაში პირველი (1942 წ.), საარქივო და საბიბილიოთეკო ფონდების სარესტავრაციო-საკონსერვაციო ლაბორატორიის დამაარსებლის, ქ-ნ თამარ სახოკიას ხსოვნას. 1987 წ. მისი ღვაწლი აღნიშნა მსოფლიოს არქივისტთა კონგრესმა და იგი პირველი ქართველია, ვინც შეყვანილია მსოფლიოს არქივისტთა წითელ წიგნში. ამავე წელს ქ-ნი თამარი, როკფელერის ფონდის მიწვევით იმყოფებოდა აშშ-ში, ვაშინგტონის კონგრესის ბიბილიოთეკასა და ნიუ-იორკის არქივებში, სადაც ამერიკელ კოლეგებს, საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა. მის ლაბორატორიას ხშირად სტუმრობდნენ საზღვარგარეთიდან ჩამოსული სპეციალისტები.
უაკ: 656:339
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია პრაქტიკული ამოცანები და ზოგიერთი თეორიული მასალა.გამოცემა განკუთვნილია ლოგისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის. ამ წიგნით შესაძლებელია ისარგებლონ სამშენებლო, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებმაც.
უაკ: 621.933.6
სალექციო კურსში განხილულია მერქნის ჰიდროთერმული დამუშავების პროცესების ჩატარების ორგანიზაცია, მერქნისათვის საჭირო ტექნოლოგიური თვისებების მინიჭების, მისი ფორმამდგრადობის, სიმტკიცის, ხანგამძლეობის გაზრდისა და საბოლოო ჯამში ნაკეთობათა ხარისხის გაზრდისა და მერქნის ნედლეულის რაციონალური გამოყენების მიზნით.
მოცემულია მერქნის ჰიდროთერმული დამუშავების აგენტის პარამეტრები და თვისებები, მერქნისა და ტენის ურთიერთქმედების თავისებურებები, მისი ფიზიკური და საექსპლუატაციო პირობები, მერქნის ნედლეულის თბური დამუშავების პროცესების ტექნოლოგია და მოწყობილობები. განხილულია საშრობი კამერების პრინციპული სქემები და კლასიფიკაცია, შრობის პროცესების სხვადასხვა ვარიანტების ენერგოტევადობა, დახერხილი მასალების, შპონისა და დაქუცმაცებული მერქნის საშრობ მოწყობილობათა თბური დამუშავებისა და ცირკულაციისათვის გამოყენებული დანადგარების მუშაობის თავისებურებანი, მერქნის შრობის რეჟიმები და ტექნოლოგია, მათი კონტროლი და რეგულირება. განხილულია აგრეთვე მერქნის დაცვის მეთოდები და საშუალებები.
სალექციო კურსი განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.