image
†ა. სარუხანიშვილი, მ. კაპანაძე, მ. მშვილდაძე, ნ. ქებაძე

პოპულარული ფიზიკური ქიმიის კურსი
ფაზური წონასწორობა. არაელექტროლიტთა ხსნარები

უაკ: 541.1

დამხმარე სახელმძღვანელო გამარტივებული ფორმით განიხილავს ფიზიკური ქიმიის ორ ნაწილს – ფაზური წონასწორობისა და ხსნარების საკითხებს.

ნაშრომი რიგით მეოთხე წიგნია სტუ-ის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელოების კრებულისა.

დამხმარე სახელმძღვანელო მათთვისაც უნდა იყოს სასარგებლო, ვისაც სურს დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა არაერთი მოვლენისა თუ პროცესის არსის დადგენა-ახსნაში.

 

 

image-1


სამშენებლო ტერმინოლოგია
რუსულ-ქართულ-გერმანული, გერმანულ-რუსულ-ქართული I ნაწილი

უაკ: 030

სამშენებლო ტერმინოლოგია შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში და განკუთვნილია უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტის, ყველა თაობის მეცნიერი მუშაკებისა და ყველასათვის, ვისაც სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის პროცესში საქმე ექნება ქართულ, რუსულ და გერმანულ ტექნიკურ სამშენებლო ტერმინოლოგიასთან.

ლექსიკონი შედგება ორი ნაწილისაგან - გერმანულ-რუსულ-ქართულისა (დაახლ. 3000 ტერმინი) და რუსულ-ქართულ-გერმანულისაგან (დაახლ. 15000 ტერმინი).

 

 

image
რ. მორჩილაძე, ა. შარვაშიძე, დ. გოგიშვილი

ელექტრული ტრანსპორტი და სამუხრუჭო სისტემები

უაკ: 656.2

სალექციო კურსში განხილულია სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის სამუხრუჭო ხელსაწყოებისა და მოწყობილობათა კონსტრუქციები, მოძრავ ერთეულებზე განთავსების სქემები და ექსპლუატაციაში მათი გამოყენების და მოვლის საკითხები.

სალექციო კურსი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სწავლების „ტრანსპორტის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, ასევე „სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერიის“ საბაკალავრო სწავლების საგანმანათლებლო პროგრამა „სარკინიგზო მოძრავ შემადგენლობათა ავტომატური მუხრუჭების“ შესასწავლად.

 

 

image-1
გ. გეგელია, ბ. თინიკაშვილი

შენობათა რეკონსტრუქცია, რეგენერაცია, ადაპტაცია

უაკ: 72:692

სალექციო კურსში მოცემულია არქიტექტურის თეორიის საკითხები, თუ რა არის არქიტექტურული, ისტორიული და კულტურის ძეგლი, მისი ცნება. ძეგლების რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ისტორიული მიმოხილვა, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობითი დოკუმენტები და შეთანხმებები. ქალაქისა და ისტორიულად ჩამოყალიბებული ბირთვის, ცალკეული შენობებისა და ნაგებობების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის, თეორიისა და პრაქტიკის თანამედროვე საკითხები და კონცეფციები. ასევე განხილულია არქიტექტურული ძეგლის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ძირითადი პრინციპები, რას ნიშნავს რესტავრაცია, რას ნიშნავს რეკონსტრუქცია, არქიტექტურული ნაწარმოების კვლევისა და ფიქსაციის კლასიკური და ფოტოგრამმეტრიული მეთოდები. ძეგლის რესტავრაციის საინჟინრო საკითხები, ძეგლის ნგრევის ძირითადი ფაქტორები. სალექციო კურსი განიხილავს მეცნიერულად დასაბუთებულ კვლევებსა და რეკომენდაციებს, ამა თუ იმ თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას კონკრეტული ობიექტის გეგმარებით და სივრცობრივ-მოცულობითი სისტემების ანალიზს. დარღვეული არქიტექტურულ-გეგმარებითი ხასიათის და სივრცობრივ-მოცულობითი სახის აღდგენას.

სალექციო კურსი განკუთვნილია სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image
ი. უგრეხელიძე, ვ. ლობჟანიძე

ტექნიკური რედაქტორის ცნობარი

უაკ: (031):025.5

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საკითხები, რომლებიც ეხება ტექნიკურ რედაქტირებას იმ შემთხვევისათვის, როდესაც შეკვეთა მიდის უშუალოდ სტამბაში; მოცემულია სხვადასხვა ნორმატიული ინსტრუქცია, რომლებიც განიცდის გარკვეულ ცვლილებებს.

წიგნი განკუთვნილია მომავალი და მოქმედი ტექნიკური რედაქტორებისათვის.

 

 

image-1
მ. შვანგირაძე

კომპოზიტური მასალებისგან ნაკეთობის მიღების პროცესები

უაკ: 72:726:725

სალექციო კურსში განხილულია პოლიმერულ-კომპოზიტური მასალებისგან ნაკეთობის დამზადების ტექნოლოგიები, ხელით სამუშაო, მექანიზებული და ავტომატიზებული პროცესების გამოყენებით. მოყვანილია მზა კონსტრუქციების თვისებების, მათი წარმოებისა და ხარისხის კონტროლის, მათ შორის ურღვევი მეთოდების, ინჟინრული გაანგარიშების პრინციპები. წარმოდგენილია მონაცემები კომპოზიტური მასალების გამოყენების შესახებ ტრანსპორტში, ენერგეტიკაში.

წიგნი განკუთვნილია ტექნიკური დარგის უმაღლესი სასწავლებლების მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის და საავიაციო ინჟინერიის სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის და შედგენილია სასწავლო დისციპლინის - კომპოზიტური მასალებისგან ნაკეთობის მიღების პროცესები სილაბუსის შესაბამისად.

 

 

image
ა. ახვლედიანი, გ. დალაქიშვილი, ა. გოგოლაძე, გ. ახვლედიანი

ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის ორგანიზაცია და წარმოება

უაკ: 626/627

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კერძო, კონკრეტული ამოცანები, მდინარე ცხენისწყალზე ჰიდროკვანძის მშენებლობის მაგალითზე. საკურსო პროექტის შესრულების დროს სტუდენტმა სწორად უნდა დაგეგმოს ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის ორგანიზაცია და წარმოება, კერძოდ, ჰიდროკვანძის ცალკეული ნაგებობების აგების მეთოდები და თანამიმდევრობა, სამუშაოთა მოცულობების გამოთვლა; მშენებლობის დირექტიული ვადების დადგენა, ძირითადი სამშენებლო მექანიზმებისა და მანქანების რაოდენობის განსაზღვრა; მშენებლობის საცხოვრებელი დაბისა და დამხმარე მეურნეობის ანგარიში და ა.შ.

წიგნი განკუთნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროინჟინერიის სტუდენტებისათვის საკურსო სამუშაოების შესასრულებლად. მეთოდიკური მითითება შეიძლება გამოიყენოს სამშენებლო ფაკულტეტის სხვა სპეციალობის სტუდენტებმაც.

 

 

image-1
კ. ბროლაძე, გ. სააკაძე

საავიაციო ტექნიკის დიაგნოსტიკა

უაკ: 616-07

სალექციო კურსი მოიცავს მასალას, რომელშიც განხილულია საფრენი აპარატებისა და საავიაციო ძრავების მდგომარეობის განსაზღვრის ხერხები და საშუალებები.

მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ტექნიკური გაზომვების პროცესებს, რომელებსაც იყენებენ ტექნიკური მომსახურების, რემონტის და წარმოების პროცესში, აგრეთვე განხილულია თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები და საშუალებები - ენდოსკოპები, ულტრაბგერითი კონტროლის ხელსაწყოები, სხვა სახის ტექნიკა, რომელსაც იყენებენ ურღვევი კონტროლის ჩატარებისას.

გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
რ. ზუკაკიშვილი, ნ. ოკმელაშვილი, გ. გაგნიძე

თვითმფრინავების აწყობისა და მონტაჟის ტექნოლოგია

უაკ: 629.735.33

სალექციო კურსში განხილულია საფრენი აპარატების წარმოების პროცესში გამოყენებული აწყობის მეთოდები და საშუალებები. აღწერილია საამწყობო სამუშაოების თავისებურება, მოცულობა და ეფექტურობის გაზრდის გზები; მოცემულია აგრეთვე აწყობის ძირითადი ბაზები. მოყვანილია გამოყენებული აწყობის მეთოდების სიზუსტის განმსაზღვრელი ფორმულები, რაც შედარებითი ანალიზის საშუალებას იძლევა საკურსო სამუშაოების შესრულებისათვის; განხილულია საამწყობო სამარჯვების ძირითადი კონსტრუქციული სქემები, შემადგენელი ელემენტების კონსტრუქციები; მათი გამოყენების არეები; სამარჯვების სიხისტის გაანგარიშების მეთოდები.

გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საავიაციო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.