უაკ: 54:546
დამხმარე სახელმძღვანელო შეიცავს ლაბორატორიულ სამუშაოთა ჩატარების სანიმუშო გეგმას, მათ შინაარსს, უსაფრთხოების ტექნიკის საკითხებს, დამოუკიდებელი სამუშაოებისთვის გამოყენებული და რეკომენდებული ლიტერატურის სიას. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოში, სტუდენტის ასარჩევად შემოთავაზებულია რამდენიმე სინთეზი, რომელთაგან მხოლოდ ერთ-ერთია საუკეთესო მეთოდი ნივთიერების მისაღებად. დანართის განყოფილებაში ცხრილების სახით მოტანილია უამრავი საცნობარო მასალა სინთეზის ჩასატარებლად.
დამხმარე სახელმძღვანელო ნათლად წარმოაჩენს ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების დიდ გამოცდილებას უმ-ნიშვნელოვანეს ნივთიერებათა სინთეზში, რომელიც გამიზნულია ქიმიური სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.82/.85
განხილულია თანამედროვე ავტომატიზებულ საწარმოებში გამოყენებული ელექტრომექანიკური ამძრავების სტრუქტურული სქემები. მოცემულია მოდელირების მეთოდები Matlab-Simulik-ის გამოყენებით. ასევე განხილულია ელექტრომექანიკური ამძრავების მართვის სისტემების მოდელირების მაგალითები.
მეთოდური სამუშაო განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშნებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 636/639
სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ეკოლოგიური ეთიკა, ბუნების დაცვის ცნების ეთიკური საფუძვლები, ეთიკური საკითხები მსოფლიოში არსებულ კანონებში, ცხოველთა დაცვა კვლევებისას და საკითხის საერთაშორისო ხედვა, სამკურნალო ან ადამიანის დახმარებისათვის ცხოველთა გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ.
გამოცემა განკუთვნილია მეცხოველეობის მიმართულების სწავლების ყველა საფეხურის სტუდენტისათვის, ფერმერების, სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირებისათვის.
სახელმძღვანელო მომზადდა გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ინიციატივითა და ხელშეწყობით.
უაკ: 541.1
დამხმარე სახელმძღვანელო გამარტივებული ფორმით განიხილავს ფიზიკური ქიმიის ორ ნაწილს – ფაზური წონასწორობისა და ხსნარების საკითხებს.
ნაშრომი რიგით მეოთხე წიგნია სტუ-ის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელოების კრებულისა.
დამხმარე სახელმძღვანელო მათთვისაც უნდა იყოს სასარგებლო, ვისაც სურს დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა არაერთი მოვლენისა თუ პროცესის არსის დადგენა-ახსნაში.
უაკ: 030
სამშენებლო ტერმინოლოგია შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში და განკუთვნილია უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტის, ყველა თაობის მეცნიერი მუშაკებისა და ყველასათვის, ვისაც სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის პროცესში საქმე ექნება ქართულ, რუსულ და გერმანულ ტექნიკურ სამშენებლო ტერმინოლოგიასთან.
ლექსიკონი შედგება ორი ნაწილისაგან - გერმანულ-რუსულ-ქართულისა (დაახლ. 3000 ტერმინი) და რუსულ-ქართულ-გერმანულისაგან (დაახლ. 15000 ტერმინი).
უაკ: 656.2
სალექციო კურსში განხილულია სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის სამუხრუჭო ხელსაწყოებისა და მოწყობილობათა კონსტრუქციები, მოძრავ ერთეულებზე განთავსების სქემები და ექსპლუატაციაში მათი გამოყენების და მოვლის საკითხები.
სალექციო კურსი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სწავლების „ტრანსპორტის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, ასევე „სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერიის“ საბაკალავრო სწავლების საგანმანათლებლო პროგრამა „სარკინიგზო მოძრავ შემადგენლობათა ავტომატური მუხრუჭების“ შესასწავლად.
უაკ: 72:692
სალექციო კურსში მოცემულია არქიტექტურის თეორიის საკითხები, თუ რა არის არქიტექტურული, ისტორიული და კულტურის ძეგლი, მისი ცნება. ძეგლების რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ისტორიული მიმოხილვა, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობითი დოკუმენტები და შეთანხმებები. ქალაქისა და ისტორიულად ჩამოყალიბებული ბირთვის, ცალკეული შენობებისა და ნაგებობების რეკონსტრუქცია-რეგენერაციის, თეორიისა და პრაქტიკის თანამედროვე საკითხები და კონცეფციები. ასევე განხილულია არქიტექტურული ძეგლის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის ძირითადი პრინციპები, რას ნიშნავს რესტავრაცია, რას ნიშნავს რეკონსტრუქცია, არქიტექტურული ნაწარმოების კვლევისა და ფიქსაციის კლასიკური და ფოტოგრამმეტრიული მეთოდები. ძეგლის რესტავრაციის საინჟინრო საკითხები, ძეგლის ნგრევის ძირითადი ფაქტორები. სალექციო კურსი განიხილავს მეცნიერულად დასაბუთებულ კვლევებსა და რეკომენდაციებს, ამა თუ იმ თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას კონკრეტული ობიექტის გეგმარებით და სივრცობრივ-მოცულობითი სისტემების ანალიზს. დარღვეული არქიტექტურულ-გეგმარებითი ხასიათის და სივრცობრივ-მოცულობითი სახის აღდგენას.
სალექციო კურსი განკუთვნილია სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: (031):025.5
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საკითხები, რომლებიც ეხება ტექნიკურ რედაქტირებას იმ შემთხვევისათვის, როდესაც შეკვეთა მიდის უშუალოდ სტამბაში; მოცემულია სხვადასხვა ნორმატიული ინსტრუქცია, რომლებიც განიცდის გარკვეულ ცვლილებებს.
წიგნი განკუთვნილია მომავალი და მოქმედი ტექნიკური რედაქტორებისათვის.
უაკ: 72:726:725
სალექციო კურსში განხილულია პოლიმერულ-კომპოზიტური მასალებისგან ნაკეთობის დამზადების ტექნოლოგიები, ხელით სამუშაო, მექანიზებული და ავტომატიზებული პროცესების გამოყენებით. მოყვანილია მზა კონსტრუქციების თვისებების, მათი წარმოებისა და ხარისხის კონტროლის, მათ შორის ურღვევი მეთოდების, ინჟინრული გაანგარიშების პრინციპები. წარმოდგენილია მონაცემები კომპოზიტური მასალების გამოყენების შესახებ ტრანსპორტში, ენერგეტიკაში.
წიგნი განკუთვნილია ტექნიკური დარგის უმაღლესი სასწავლებლების მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის და საავიაციო ინჟინერიის სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის და შედგენილია სასწავლო დისციპლინის - კომპოზიტური მასალებისგან ნაკეთობის მიღების პროცესები სილაბუსის შესაბამისად.