უაკ: 621.3.07
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ძირითად ამძრავად მოკლედ შერთული როტორიანი ძრავას გამოყენების მიზანშეწონილობა ქსელის სიხშირის მართვით (სიხშირული გარდამქმნელებით). ამწევ სატრანსპორტო მექანიზმებში, ამძრავის ძრავას სიმძლავრის შერჩევის მეთოდიკის მსგავსად, მოცემულია მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოხდება სიხშირული გარდამქმნელებით მართვის დროს, ბაგირგზის ძრავას სიმძლავრის შერჩევა, სამუხრუჭო რეზისტორების გაანგარიშება და სხვ.
ნაშრომი განკუთვნილია კიდული ბაგირგზის ელექტრული ამძრავის სპეციალისტებისათვის, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 666.31.7:666.974.2
სალექციო კურსში განხილულია ტრადიციული და ტექნიკური კერამიკის მიღების ტექნოლოგიური პროცესები, თვისებები და გამოყენების სფეროები. საერთაშორისო აღიარებით კერამიკა დასახელებულია XXI საუკუნეში ხუთი ძირითადი პრიორიტეტული მეცნიერული კვლევის მიმართულებებს შორის. დამუშავებულია სილიკატური ნაწარმის (კერამიკა, მინა) დეკორირების სრულიად ახალი მიმართულება - ტიხრული მინანქრის ფუძე მზადდება არა ძვირფასი ლითონების, არამედ თერმულად მდგრადი ფაიფურისა და მინისაგან.
დადგენილია ახალი კლასის მტკიცე სტრუქტურის ქრომატული და აქრომატული პიგმენტების სინთეზის პირობები და ოპტიმალური შედგენილობები. დამუშავდა მხატვრული მომინანქრების ტექნოლოგიის ახალი მიმართულება - აღდგენითი ცეცხლის მომინანქრების ტექნიკა.
განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული მინერალები და ქანები, მათი თავისებურებანი და გამოყენების სფეროები, ასევე ახალი ტექნიკის დარგებში გამოყენებული მოწინავე კერამიკული მასალები (საავიაციო, რაკეტული, კოსმოსური და სხვ.), XX საუკუნის ბოლოს უდიდეს აღმოჩენად აღიარებული მაღალტემპერატურული ზეელექტროგამტარი და გამჭვირვალე კერამიკა.
გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე სამშენებლო, მანქანათმშენებლობის, საავიაციო და სხვა სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 624.012.035/46
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია წინასწარდაძაბული რკინაბეტონის ღუნვადი ელემენტების დაპროექტება. შესრულებულია წინასწარდაძაბული რკინაბეტონის გადახურვის 2T პანელის გაანგარიშება სიმტკიცეზე და მოცემულია მისი კონსტრუირება. მეთოდიკური მითითებები შედგენილია სასწავლო პროგრამაში მოცემული სილაბუსის შესაბამისად.
დანართში მოცემულია ბეტონისა და არმატურის ყველა საჭირო ნორმატიული მასალა.
გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 696.1
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია საკურსო სამუშაოების შესრულების თანამიმდევრობა, პროექტის განმარტებითი ბარათის (სათანადო გრაფიკული ნაწილით) შედგენისა და გაფორმების მეთოდიკა, გაანგარიშებისათვის საჭირო ნორმატიული მასალები, ცხრილების ფორმები და შესასრულებელი ნახაზები, საცნობარო ლიტერატურა.
გამოცემა შედგენილია ტექნიკური უნივერსიტეტის როგორც სამშენებლო, ისე არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის შესაბამისი სასწავლო პროგრამების მოთხოვნების გათვალისწინებით. მისი გამოყენება შესაძლებელია საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულების პროცესშიც.
უაკ: 628.1:626.822
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია: მონაცემები და საკურსო სამუშაოების შესრულების თანამიმდევრობა – პროექტის განმარტებითი ბარათის (სათანადო გრაფიკული ნაწილით) შედგენისა და გაფორმების მეთოდიკა, გაანგარიშებისათვის საჭირო ნორმატიული მასალები, ცხრილების ფორმები და შესასრულებელი ნახაზები, საცნობარო ლიტერატურა.
გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის როგორც სამშენებლო, ისე არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის შესაბამისი სასწავლო პროგრამების მოთხოვნების გათვალისწინებით. მისი გამოყენება შესაძლებელია საკვალიფიკაციო ნაშრომის შერულების პროცესშიც.
უაკ: 65.012.8
მეთოდიკურ მითითებებში განხილულია საბაკალავრო ნაშრომში საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ღონისძიებების სტრუქტურა და ჩამონათვალი, განსახილველი საკითხების მოკლე შინაარსი. რეკომენდებულია საწარმოო ობიექტზე უსაფრთხოების ტექნიკის, სამრეწველო სანიტარიისა და ჰიგიენის, სახანძრო პროფილაქტიკის საკითხების განხილვის თანამიმდევრობა, მოყვანილია შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მოთხოვნები, აგრეთვე საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობისა და ეკონომიკის ობიექტის პერსონალის დაცვის მოთხოვნები.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვის“ „გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების ბაკალავრის“ კვალიფიკაციის სტუდენტებისათვის.
უაკ: 669. 16.013; 669. 01. 09(075.8)
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია შავი ლითონების მეტალურგიული საწარმოების: თუჯის, ფეროშენადნობებისა და ფოლადის გამოსადნობი საამქროების ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების მუშაობისა და კონსტრუქციული თავისებურებების საკითხები. ნაშრომში წარმოდგენილია ძირითად და დამხმარე საამქროებში მოწყობილობების რაოდენობის ანგარიში. აგრეთვე მოცემულია საამქროების დაგეგმარების გამარტივებული მეთოდები და მისი ეკონომიკური შეფასების ასპექტები.
გამოცემა განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, აგრეთვე მეტალურგიის საწარმოებში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.
უაკ: 004
დამხმარე სახელმძღვანელო შეიცავს კომპიუტერული სისტემების ტექნიკური საშუალებების ფორმირებისა და განვითარების საკვანძო საკითხებს, რომელთა შესწავლა გათვალისწინებულია სასწავლო დისციპლინით „კომპიუტერული სისტემები და გამოყენებითი ტექნოლოგიები“. მასში გადმოცემულია კომპიუტერული სისტემების წარმოქმნის წინაპირობები, ფორმულირებულია კომპიუტერის აგების კლასიკური პრინციპები და მათი ევოლუციური განვითარების გზა. დიდი ადგილი აქვს დათმობილი თანამედროვე პერსონალური კომპიუტერების ტექნიკური აღჭურვილობის, სტრუქტურული აგებულებისა და ფუნქციონირების თავისებურებების განხილვას.
წიგნი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“, „საგზაო ინჟინერიისა“ და „ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის“ საგანმანათლებლო პროგრამათა ბაკალავრებისათვის. შეიძლება გამოყენებული იქნეს ტექნიკური პროფილის მაგისტრანტების, სპეციალისტებისა და კომპიუტერული სისტემებით დაინტერესებულ ადამიანთა ფართო წრისათვის.
უაკ: 004.4
დამხმარე სახელმძღვანელო შეიცავს კომპიუტერული სისტემების პროგრამული საშუალებების ფორმირებისა და განვითარების საკვანძო საკითხებს, რომელთა შესწავლა გათვალისწინებულია სასწავლო დისციპლინით „კომპიუტერული სისტემები და გამოყენებითი ტექნოლოგიები“. მასში გადმოცემულია კომპიუტერული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის სახეები, კლასიფიკაცია, აგებისა და ფუნქციონირების საფუძვლები. დიდი ადგილი აქვს დათმობილი ტექსტების დამუშავებისა და ცხრილური გამოთ-ვლების ტექნოლოგიათა საკვანძო საკითხების განხილვას.