უაკ: 378.12
ამ კურსით სტუდენტი გაეცნობა და გამოიმუშავებს პროფესიულ უნარ-ჩვევებს. ისწავლის ბიზნეს ეთიკის მართვის ასპექტებს, დროის ეკონომიას, საწარმოს ორგანიზაციულ სტრუქტურას და ზოგადად საწარმოში, ფირმაში ქცევის წესებს და მართვის ელემენტებს.
ნაშრომი განკუთვნილია საინჟინრო და ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტთათვის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი), ენერგოკომპანიებში დასაქმებული მენეჯერებისა და სხვა ხელმძღვანელი მუშაკების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
უაკ: 53
დამხმარე სახელმძღვანელოს II ნაწილი, ისევე, როგორც I ნაწილი, შედგენილია ფიზიკის პროგრამის შესაბამისად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო (არაფიზიკური) სპეციალობის სტუდენტებისათვის. მასში განხილულია მაგნიტური ველი, ელექტრომაგნიტური ინდუქცია და ნივთიერებათა მაგნიტური თვისებები, ელექტრომაგნიტური ტალღები, გეომეტრიული და ტალღური ოპტიკა, გამოსხივების კვანტური ბუნება, კვანტური ფიზიკა და ბირთვული ფიზიკა, ასევე კლასიკური და თანამედროვე ფიზიკის ძირითადი ცნებები, რომლებიც სტუდენტებს გასაგები ენით მიეწოდება.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობების (არაფიზიკოსი) სტუდენტებისათვის. ის გამოადგება ზოგადი ფიზიკით დაინტერესებულ სხვა პირებსაც.
უაკ: 531.8:621.01
დამხმარე სახელმძღვანელო აგებულია ლექციების სისტემატური კურსის მიხედვით. ავტორებმა მასალა სტუდენტების ინტერესებისა და სილაბუსში გაწერილი სამუშაოების მიხედვით შეარჩიეს. ეს წიგნი პირველი მცდელობაა თეორიული მასალისა და ლაბორატორიული სამუშაოების შერწყმისა, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტს ერთი წიგნიდან შეისწავლოს თეორიული და ლაბორატორიულ-პრაქტიკული საკითხები. ეს უფრო სამუშაო წიგნია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თეორიულ კურსში გაშუქებული საკითხების ფიზიკური არსის გაგება.
გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სპეციალობების სტუდენტებისათვის, რომლთა სასწავლო კურსი ითვალისწინებს თეორი¬ულ მექანიკაში ლაბორატორიული სამუშაოს შესრულებას.
უაკ: 621 38
დამხმარე სახელმძღვანელოში ვრცლადაა განხილული ყველაზე გავრცელებული PIC მიკროკონტროლერის სახესხვაობები და მუშაობის პრინციპი. აღწერილია PIC ასემბლერი, რომელიც შედგება მხოლოდ 33 ბრძანებისაგან და მისი გამოყენების დემონსტრირება ხდება მარტივი პროგრამების მაგალითებით. აღწერილია რამდენიმე ტიპური სქემა დაწყებული მარტივი დროის რელედან ტემპერატურულ გადამრთველამდე. ამ მაგალითების განხილვისა და შესწავლის შემდეგ მსურველი თვითონ შეძლებს დაამუშაოს და შექმნას გაზომვის, მართვისა და რეგულირების მოწყობილობები.
გამოცემა განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 744
Рабочая тетрадь по основам технического черчения предназначена для студентов химико-металлургического факультета Грузинского технического университета.
Внесённые в тетрадь задачи поделены с предусмотрением пятнадцати практических занятий и соответствуют действующему силлабусу. Условия задач заданы как в виде графических изображений, так и посредством текстовой информации.
Основная педагогическая концепция работы разработана и опробирована в департаменте инженерной графики и технической механики Грузинского технического университета.
უაკ: 62:69.057.16
Рабочая тетрадь по инженерной графике предназначена для студентов горно-геологического факультета Грузинского технического университета.
უაკ: 513:515
Рабочая тетрадь по начертательной геометрии предназначена для студентов строительного, трнспортного и машиностроительного, архитектурного факультетов а также факультета энергетики и телекоммуникаций, Грузинского технического университета.